YouVersion Logo
Search Icon

ეს. 50

50
ღმერთის წმიდის დამცირება
1ასე თქვა უფალმა: „სად არის გაყრის წერილი, რომლითაც გაუშვი დედათქვენი? ან რომელ ჩემს მოვალეს მიგყიდეთ თქვენ? ხომ თქვენი ურჯულოების გამო იყავით გაყიდულნი, და თქვენი დანაშაულის გამო იქნა დედათქვენი გაშვებული?
2რატომ არ იყო არავინ, როცა მოვედი? ვიძახდი და არ იყო პასუხის გამცემი? განა დამოკლდა ჩემი ხელი გამოსყიდვისთვის ან აღარ არის ჩემში ძალა შეწევნისა? მე ხომ ჩემი საყვედურით ვაშრობ ზღვას და მდინარეებს უდაბნოდ ვაქცევ; აყროლდებიან მათი თევზები უწყლობის გამო და დაიხოცებიან წყურვილით.
3მე ვმოსავ ზეცას წყვდიადით და ძაძას ვდებ მათ დასაბურად.“
4უფალმა ღმერთმა მომცა მე მცოდნეთა ენა, რომ შევძლო დაღლილის გამაგრება სიტყვით. მაღვიძებს ის ყოველ დილით, აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მოვისმინო მცოდნეთა მსგავსად.
5უფალმა ღმერთმა გამიხსნა მე ყური, მე კი არ შევეწინააღმდეგე, უკან არ დავიხიე.
6ჩემი ზურგი მივეცი ჩემს მცემელთ და ჩემი ლოყები – თმის მგლეჯელთ. ჩემს სახეს არ ვიფარავდი გინებისა და ფურთხისაგან.
7უფალი ღმერთი მეხმარება მე, ამიტომ არა ვარ შერცხვენილი, ამიტომ გავიკაჟე ჩემი სახე, და ვიცი, არ შევრცხვები.
8ახლოსაა ჩემი გამმართლებელი, ვინ იდავებს ჩემთან? დავდგეთ ერთად! ვინ მემართლება? მოვიდეს ჩემთან.
9აჰა, უფალი ღმერთი მეხმარება მე; ვინ არის, რომ მადანაშაულებს? ყველა ისინი სამოსელივით დაძველდებიან, ჩრჩილი შეჭამს მათ.
10ვინ არის თქვენგან, ვისაც ეშინია უფლისა, ვინც უსმენს ხმას მისი მსახურისა, ვინც დადის ბნელში და არა აქვს ნათელი? მიენდოს უფლის სახელს და დაეყრდნოს თავის ღმერთს.
11აჰა, ცეცხლის გამღვივებელნო, ნაპერწკლების დამკავებელნო, იარეთ ყველამ თქვენი ცეცხლის ალში და ხანძრებში, თქვენ რომ დაანთეთ! ჩემი ხელიდან გექნებათ ეს თქვენ. სამწუხარებლად დაწვებით!“

Currently Selected:

ეს. 50: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy