YouVersion Logo
Search Icon

ანგ. 1

1
მიზეზი და თემა წინასწარმეტყველებისა
1დარიოს მეფის მეორე წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის ხელით იუდას განმგებელ ზერუბაბელ შეალთიელის ძის და მღვდელმთავარ იესო იეჰოცადაკის ძის მიმართ:
2„ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ‘ეს ხალხი ამბობს: ჯერ არ დამდგარაო ჟამი, უფლის სახლის აშენების ჟამი.’“
3იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის ხელით:
4„იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?“
5ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „დაუკვირდით თქვენს საქციელს.
6ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ იკლავთ წყურვილს; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით. გახვრეტილი ქისისთვის იღებს მშრომელი შრომის საზღაურს.“
7ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „დაუკვირდით თქვენს საქციელს.
8ადით მთაზე, აიტანეთ ხე-ტყე და ტაძარი ააშენეთ. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები“ – ამბობს უფალი, –
9„ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ. რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ. რატომ?“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ.
10ამიტომ არის, რომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ დაგიკავათ მოსავალი.
11გამოვიხმე გვალვა მიწაზე, მთებზე, პურზე, ღვინოზე, ზეთისხილზე და ყველაფერზე, რასაც მიწა აღმოაცენებს, ადამიანზე, პირუტყვზე და ყოველივე ნაჭირნახულევზე.“
სამუშაოები განახლებულია
12ისმინეს ზერუბაბელ შეალთიელის ძემ, იესო იეჰოცადაკის ძემ, მღვდელმთავარმა, და მთელმა დანარჩენმა ხალხმა უფლის, მათი ღვთის, ხმა და ანგია წინასწარმეტყველის სიტყვები, რამდენადაც იგი უფლის, მათი ღვთის, მოვლინებული იყო, და შეეშინდა ხალხს უფლისა.
13უთხრა ანგიამ, უფლის მოციქულმა, ხალხს უფლის მოციქულობის ძალით: „მე თქვენთანა ვარ“, – ამბობს უფალი.
14გააღვიძა უფალმა იუდას განმგებელ, ზერუბაბელ შეალთიელის ძის სული, მღვდელმთავარ იესო იეჰოცადაკის ძის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული. მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის, მათი ღვთის, სახლში.
15მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოს მეფის მეორე წელს.

Currently Selected:

ანგ. 1: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy