YouVersion Logo
Search Icon

ეზეკ. 48

48
ქვეყნის განაწილება ტომთა შორის
1„და ესენია ტომთა სახელები: ჩრდილოეთის კიდედან ხეთლონის გზასთან ხამათის მიმართულებით ხაცარ-ყენონი – დამასკოს საზღვარი ჩრდილოეთით, ხამათის გვერდით. და ექნება მას აღმოსავლეთის კიდე დასავლეთით – დანს ერთი წილი.
2დანის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე – აშერს ერთი წილი.
3აშერის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე – ნაფთალს ერთი წილი.
4ნაფთალის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე – მენაშეს ერთი წილი.
5და მენაშეს საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე – ეფრემს ერთი წილი.
6და ეფრემის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე – რეუბენს ერთი წილი.
7და რეუბენის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე – იუდას ერთი წილი.
8და იუდას საზღვართან აღმოსავლეთი კიდიდან დასავლეთის კიდემდე იქნება შესაწირავი, რომელსაც შესწირავთ: ოცდახუთი ათასი სიგანით და სიგრძით, როგორც ერთი ნაწილი აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, და იქნება საწმიდარი მის შიგნით.
9და შესაწირავი, რომელსაც შესწირავთ თქვენს უფალს, იქნება სიგრძით ოცდახუთი ათასი და სიგანით ათი ათასი.
მღვდელთა წილი
10და მათთვის, მღვდელთათვის, იქნება წმიდა შესაწირავი: ჩრდილოეთით – ოცდახუთი ათასი და დასავლეთით – სიგანე ათი ათასი და აღმოსავლეთით – სიგანე ათი ათასი და სამხრეთით – სიგრძე ოცდახუთი ათასი. და იქნება უფლის საწმიდარი მის შიგნით.
11ეს არის განწმედილ მღვდელთათვის, ცადოკის ძეთაგან, რომელთაც აღმისრულეს მოვალეობა, რომელნიც არ განმიდგნენ ისრაელის ძეთა განდგომისას, როგორც განმიდგნენ ლევიანები,
12იქნება მათთვის შესაწირავი ქვეყნის შესაწირავიდან წმიდათა წმიდა – ლევიანთა საზღვართან.
13და ლევიანთა მღვდელთა საზღვრის პირისპირ – ოცდახუთი ათასი სიგრძე და ათი ათასი სიგანე, მთელი სიგრძე ოცდახუთი ათასი და სიგრძე ათი ათასი.
14და ვერ გაყიდიან მისგან და ვერ გაცვლიან და ვერ გადასცემენ ქვეყნის ნათავარს, რადგან წმიდაა უფლისათვის.
15და დარჩენილი ხუთი ათასი სიგანით ოცდახუთი ათასი სიგრძით არის სადაგი ადგილი ქალაქისათვის, დასახლებისათვის და სანახებისთვის, და იქნება მის შიგნით ქალაქი.
16და ესაა მისი ზომები: ჩრდილოეთის საზღვარი – ოთხი ათას ხუთასი, და სამხრეთის საზღვარი – ოთხი ათას ხუთასი, და აღმოსავლეთის საზღვარი – ოთხი ათას ხუთასი, და დასავლეთის საზღვარი – ოთხი ათას ხუთასი.
17და იქნება სანახები ქალაქისა ჩრდილოეთით ორას ორმოცდაათი და სამხრეთით ორას ორმოცდაათი, აღმოსავლეთით ორას ორმოცდაათი და დასავლეთით ორას ორმოცდაათი.
18და დარჩენილი სიგრძე წმიდა შეწირულების პირისპირ – ათი ათასი აღმოსავლეთით და ათი ათასი დასავლეთით. და იქნება ეს წმიდა შეწირულების პირისპირ, და იქნება მისი მოსავალი ქალაქში მშრომელთა გამოსაკვებად.
19იმუშავებენ ქალაქში მშრომელნი ისრაელის ყოველი ტომიდან.
20მთელი შეწირულება – ოცდახუთი ათასი ოცდახუთ ათასზე, ოთხკუთხედად შესწირეთ წმიდის შესაწირავი ქალაქის საკუთრებასთან ერთად.
მთავრის ნაწილი
21დანარჩენი კი მთავრისათვის იქნება წმიდის შესაწირავის და ქალაქის საკუთრების ორივე მხრიდან, მოპირდაპირედ – ოცდახუთი ათასი შესაწირავის პირისპირ საზღვრამდე აღმოსავლეთით და დასავლეთით, ოცდახუთი ათასი დასავლეთის საზღვარზე იუდასა და ბენიამინის ნაწილების პირდაპირ – მთავრისათვის. და ექნება წმიდის შესაწირავი და სახლის საწმიდარი მის შიგნით.
22და ლევიანთა საკუთრებიდან და ქალაქის საკუთრებიდან იმ ნაწილის შიგნით, რომელიც მთავრისაა, იუდას საზღვარსა და ბენიამინის საზღვარს შორის, მთავრისათვის იქნება.
23დანარჩენ ტომებს აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ბენიამინს ერთი.
24ბენიამინის საზღვართან აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – სიმონს ერთი.
25სიმონის საზღვართან აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ისაქარს ერთი.
26ისაქარის საზღვართან აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ზებულუნს ერთი.
27ზებულუნის საზღვართან აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – გადს ერთი.
28გადის საზღვართან სამხრეთის საზღვრისაკენ სამხრეთით იქნება საზღვარი თამარიდან მერიბათ-კადეშის წყლამდე, დიდ ზღვამდე.
29ეს არის ქვეყანა, რომელსაც გაანაწილებთ წილისყრით ისრაელის ტომთა სამკვიდრებლიდან და ესენია ქალაქის კარიბჭენი.“ – სიტყვა უფალი ღმერთისა.
ქალაქის კარიბჭენი
30და ესენია ქალაქის გასასვლელები: ჩრდილოეთის მხრიდან – ოთხი ათას ხუთასი ზომა.
31ქალაქის კარიბჭეები ისრაელის ტომთა სახელებით იწოდება: სამი კარიბჭე იქნება ჩრდილოეთით – რეუბენის კარიბჭე, იუდას კარიბჭე და ლევის კარიბჭე.
32და აღმოსავლეთის საზღვართან, ოთხი ათას ხუთასი ზომა – სამი კარიბჭე იქნება: იოსების კარიბჭე, ბენიამინის კარიბჭე და დანის კარიბჭე.
33და სამხრეთის საზღვარი – ოთხი ათას ხუთასი ზომა და სამი კარიბჭე იქნება: სიმონის კარიბჭე, ისაქარის კარიბჭე და ზებულუნის კარიბჭე.
34დასავლეთის საზღვარი – ოთხი ათას ხუთასი – და მათი კარიბჭეები სამი: გადის კარიბჭე, აშერის კარიბჭე და ნაფთალის კარიბჭე.
35ირგვლივ თვრამეტი ათასი. და ქალაქის სახელი იმ დღიდან ქნება – ‘უფალია იქ!’“

Currently Selected:

ეზეკ. 48: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy