YouVersion Logo
Search Icon

დან. 1

1
დანიელის ცხოვრების აღწერა
1იეჰოიაკიმის, იუდას მეფის, მეფობის მესამე წელს იერუსალიმზე წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე და გარსშემოადგა მას.
2ხელში ჩაუგდო მას უფალმა იეჰოიაკიმი, იუდას მეფე, და ღვთის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი, და გაგზავნა შინყარის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში, და თავისი ღმერთის საგანძურში შეიტანა ჭურჭლეული.
3უთხრა მეფემ აშფენაზს, საჭურისთა მთავარს, მიეგვარა მისთვის ისრაელის ძეთაგან, სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან.
4უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც შეეძლებოდათ მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა.
5განუწესა მათ მეფემ ყოველდღიური ულუფა მეფის სუფრიდან და იმ ღვინიდან, თავად რომ სვამდა. სამ წელიწადში უნდა გაწვთრთნილიყვნენ ისინი და ბოლოს მეფის სამსახურში ჩამდგარიყვნენ.
6მათ შორის იუდას ძეთაგან იყვნენ: დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია.
7სახელები შეუცვალა მათ საჭურისთა მთავარმა: დანიელს ბელტეშაცარი უწოდა, ხანანიას – შადრაქი, მისაელს – მეშაქი, ყაზარიას – ყაბედ-ნეგო.
8დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმიდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით. და სთხოვდა იგი საჭურისთა მთავარს, რომ არ გაუწმიდურებულიყო.
9მისცა ღმერთმა დანიელს მადლი და წყალობა საჭურისთა მთავრის წინაშე.
10უთხრა საჭურისთა მთავარმა დანიელს: „მეშინია ჩემი ბატონი მეფისა, რომელმაც თქვენი საჭმელ-სასმელი განაწესა. თუ დაინახავს, რომ თქვენი პირისახეები თქვენი ასაკის სხვა ყმაწვილებზე უფრო მეტადაა გამხდარი, ამით თქვენ მე დამადანაშაულებთ მეფის წინაშე.“
11უთხრა დანილმა მწდეს, რომელსაც საჭურისთა მთავარმა ჩააბარა დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია:
12„მოდი, ათი დღის მანძილზე გამოსცადე შენი მსახურნი: საჭმელად მწვანილი მოგვცენ და სასმელად – წყალი.
13მერე კი ნახე ჩვენი პირისახე და პირისახე იმ ყმაწვილებისა, სამეფო ულუფაზე რომ იქნებიან. და როგორც გენებოს, ისე მოგვექეცი შენს მსახურთ“.
14დაუჯერა მათ და ათი დღე სცდიდა.
15ათი დღე რომ გავიდა, აღმოჩნდა, რომ ისინი შესახედაობით უფრო ლამაზები და ჯანიანები იყვნენ, ვიდრე ის ყმაწვილები, სამეფო ულუფაზე რომ იყვნენ.
16ამიტომ მწდეს უკან მიქონდა მათი ულუფა და მათი დასალევი ღვინო, ხოლო მათ მწვანილს აძლევდა.
17მოჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ცოდნა და გონიერება ყველა წიგნსა და სიბრძნეში. დანიელს კი ამას გარდა გაეგებოდა ყველა ხილვა და სიზმარი.
18როცა ამოიწურა ვადა, რომელიც მეფემ მათ წარსადგენად დანიშნა, საჭურისთა მთავარმა ისინი ნაბუქოდონოსორის წინაშე წარადგინა.
19ელაპარაკა მათ მეფე და მათ შორის არავინ აღმოჩნდა დანიელის, ხანანიას, მისაელისა და ყაზარიას ბადალი. და ჩადგნენ ისინი მეფის სამსახურში.
20გამოჰკითხა მათ მეფემ ბრძნული და ჭკვიანური საქმეები და დაინახა, რომ ისინი მისი სამეფოს ყველა მოგვზე და შემლოცველზე ათწილად გონიერები იყვნენ.
21და იყო იქ დანიელი კიროსის პირველ წლამდე.

Currently Selected:

დან. 1: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy