YouVersion Logo
Search Icon

გამ. 5

5
შრომის დამძიმება
1მერე მივიდნენ მოსე და აარონი და უთხრეს ფარაონს: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში.“
2და თქვა ფარაონმა: „ვინაა უფალი, რომ ვისმინო მისი ხმა და გავუშვა ისრაელი? მე არ ვცნობ უფალს და ისრაელსაც არ გავუშვებ.“
3და უთხრეს: „ებრაელთა ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ. წავალთ სამი დღის სავალზე უდაბნოში და მსხვერპლს შევწირავთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რომ არ მოგვწყლას ჩვენ შავი ჭირით ან მახვილით.“
4და უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: „მოსე და აარონ! რად აცდენთ ხალხს თავიანთ საქმეს? გასწით თქვენს სამუშაოებზე.“
5და თქვა ფარაონმა: „ბევრნი არიან ახლა ამ ქვეყნის ხალხი და თქვენ აცდენთ მათ მათი სამუშაოებისაგან.“
6და უბრძანა ფარაონმა იმავე დღეს ხალხზე დაყენებულ აღმსრულებლებს და ზედამხედველებს ასე:
7„ამიერიდან ნუღარ მისცემთ ხალხს ბზეს აგურის გასაკეთებლად, როგორც გუშინ და გუშინწინ; წავიდნენ და თავად მოაგროვონ ბზე.
8რაოდენობა ალიზებისა, რამდენსაც ისინი აკეთებდნენ გუშინ და გუშინწინ, იმდენივე დაუწესეთ და ნუ მოაკლებთ, რადგან ზარმაცები არიან ისინი და ამიტომ ღაღადებენ ასე: ‘წავალთ, შევწირავთ მსხვერპლს ჩვენს ღმერთს.’
9დაუმძიმდეს სამუშაო ამ ხალხს და აკეთონ ის, და ნუ ოცნებობენ ფუჭ ამბებზე“.
10და გამოვიდნენ ხალხზე დაყენებული აღმსრულებელნი და ზედამხედველნი, და უთხრეს ხალხს ასე: „ფარაონმა თქვა: ‘მე არ გაძლევთ თქვენ ბზეს’
11წადით, მოაგროვეთ ბზე, სადაც იპოვით, რადგან თქვენს სამუშაოს არაფერი მოაკლდება.“
12და მოედო ხალხი ეგვიპტის მთელ ქვეყანას ბზის ნაცვლად ნამჯის შესაგროვებლად.
13და აღმსრულებელნი აჩქარებდნენ მათ ასე: „შეასრულეთ თქვენი სამუშაო, როგორც იმ დროს, ბზე რომ გქონდათ.“
14და სცემდნენ ზედამხედველებს ისრაელის ძეთაგან, რომელნიც დაუდგინეს მათ ფარაონის აღმსრულებლებმა, და ეუბნებოდნენ: „რატომ არ გააკეთეთ ალიზთა დაწესებული რაოდენობა არც გუშინ, არც გუშინწინ და არც დღეს, როგორც ადრე აკეთებდით?“
15და მივიდნენ ზედამხედველნი ისრაელის ძეთაგან, და შეჰღაღადეს ფარაონს: „რად უკეთებ ამას შენს მსახურთ?
16ბზე არ ეძლევათ შენს მსახურთ და მაინც გვეუბნებიან, აგურები გააკეთეთო. აჰა, სცემენ შენს მსახურთ და ცოდვა შენს ხალხზეა.“
17და თქვა: „ზარმაცები ხართ თქვენ, ზარმაცები. ამიტომ ამბობთ: ‘წავალთ და მსხვერპლს შევწირავთო უფალს.’
18ახლა კი გასწით, იმუშავეთ და ბზე არ მოგეცემათ, აგურის დაწესებული რაოდენობა კი უნდა მოგვცეთ.“
19დაინახეს ისრაელის ძეთა ზედამხედველებმა, რომ უბედურებაში ჩაცვივდნენ, რაკი უთხრეს, არ მოაკლოთ ყოველდღიურად თქვენთვის დაწესებულ რაოდენობასო.
ხალხი საყვედურობს მოსეს
20და შეეყარნენ ისინი მოსეს და აარონს, რომლებიც მათ შესახვედრად იდგნენ, მათი ფარაონისაგან გამოსვლისას.
21და უთხრეს მათ: „დაგხედოთ უფალმა და განგსაჯოთ, რადგან საძულველი გახადეთ ჩვენი თავი ფარაონისა და მის მსახურთა თვალში, და მახვილი მიეცით მათ ხელში ჩვენს ამოსაჟლეტად.“
22მიუბრუნდა მოსე უფალს და უთხრა: „უფალო! რად უყავი ბოროტი ამ ხალხს? რად მიმავლინე?
23და მას აქეთ, რაც მე ფარაონთან მივედი, რომ შენი სახელით მელაპარაკა, გაუბოროტდა იგი ამ ხალხს, შენ კი ხსნით არ იხსენი შენი ხალხი.“

Currently Selected:

გამ. 5: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy