YouVersion Logo
Search Icon

გამ. 1

1
იაკობის ძენი ეგვიპტეში.
იოსების სიკვდილი
1ესენია ისრაელის ძეთა სახელები, რომლებიც იაკობთან ერთად შევიდნენ ეგვიპტეში. თითოეული თავისი სახლით შევიდა.
2რეუბენი, სიმონი, ლევი და იუდა,
3ისაქარი, ზებულუნი და ბენიამინი.
4დანი და ნაფთალი, გადი და აშერი.
5და ყოველი მათგანი გამოსული იყო იაკობის საზარდულიდან, სამოცდაათი სული, ხოლო იოსები უკვე ეგვიპტეში იყო.
6და მოკვდა იოსები და ყველა მისი ძმა, და მთელი თაობა.
ისრაელის ძენი მონურ პირობებში
7ხოლო ისრაელის ძეთ ინაყოფეირეს და გამრავლდნენ და გავრცელდნენ და გაძლიერდნენ მეტისმეტად, და აღივსო ის ქვეყანა მათით.
8და დადგა ახალი მეფე ეგვიპტეზე, რომელიც არ იცნობდა იოსებს,
9და უთხრა თავის ხალხს: „ისრაელის ძეთა ხალხი ჩვენზე მრავალრიცხოვანი და ძლიერია.
10მოდით, სიბრძნით მოვიქცეთ მის მიმართ, თორემ უფრო გამრავლდება. და ოდესმე, თუ მოხდა ომი, შეუერთდება ჩვენს მტრებს და იომებს ჩვენს წინააღმდეგ და გავა ქვეყნიდან.“
11და დაუდგინეს მას საქმის უფროსნი, რათა დაეჩაგრათ იგი მძიმე შრომით. და მან ააშენა სამარაგო ქალაქები ფარაონისთვის: ფითომი და რაყმესესი.
12და რაც უფრო ტანჯავდნენ მას, მით უფრო მრავლდებოდა იგი და ვრცელდებოდა, და ეშინოდათ მათ ისრაელის ძეთა.
13და ამუშავებდნენ ეგვიპტელნი ისრაელის ძეთ უწყალოდ.
14და გაუმწარეს სიცოცხლე მძიმე შრომით თიხაზე და აგურზე, და ყოველგვარი სამუშაოთი მინდორში, ყოველი საქმით, რაზედაც აიძულებდნენ მათ უწყალოდ.
ფარაონი და ბებიაქალები
15და უბრძანა ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს, რომელთაგან ერთის სახელი იყო შიფრა და მეორისა ფუყა,
16და უთხრა: „როდესაც ამშობიერებთ ებრაელ ქალებს, უყურეთ მათ სამშობიარო ადგილზე: თუ ვაჟია, მოკალით, და თუ ქალია, იცოცხლოს.
17და შეეშინდათ ბებიაქალებს ღვთისა და არ აკეთებდნენ, როგორც ეგვიპტის მეფემ უბრძანა: ტოვებდნენ ცოცხლად ვაჟებს.
18და დაიბარა ეგვიპტის მეფემ ბებიაქალები, და უთხრა მათ: „ამას როგორ შვრებით, ცოცხალს როგორ ტოვებთ ვაჟებს?“
19და უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს: „ებრაელი ქალები როდი არიან ეგვიპტელი ქალებივით – ჯანიანები არიან და, სანამ მივიდოდეს მათთან ბებიაქალი, ისინი უკვე ნამშობიარები არიან.
20და უყო კეთილი ღმერთმა ბებიაქალებს. და ხალხი მრავლდებოდა და მეტად ძლიერდებოდა.
21რაკი ეშინოდათ ბებიაქალებს ღვთისა, უშენებდა იგი მათ სახლებს.
22და უბრძანა ფარაონმა მთელ თავის ხალხს ასე: „ყველა ახალშობილი ვაჟი მდინარეში გადააგდეთ, ხოლო ყველა ქალი ცოცხალი დატოვეთ.“

Currently Selected:

გამ. 1: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in