YouVersion Logo
Search Icon

დან. 6

6
დარიოსის გამეფება და მისი ბრძანება
1კეთილად მიიჩნია დარიოსმა თავის სამეფოში ასოცი სატრაპი დაეყენებინა, რათა მთელს სამეფოში ყოფილიყვნენ.
2მათ კი სამი მთავარი დაუყენა, მათ შორის ერთი დანიელი, რათა სატრაპებს მათთვის ჩაებარებინათ ანგარიში და მეფეს არ ეზარალა.
3მაშინ სხვა მთავრებზე და სატრაპებზე მეტად გამოირჩა დანიელი, რადგან მასში საკვირველი სული იყო, და მეფე ფიქრობდა მთელ სამეფოზე დაეყენებინა იგი.
4მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა.
5მაშინ ამ კაცებმა თქვეს: „დანიელს ვერავითარ ბრალს ვერ ვუპოვნით, მისი საწინააღმდეგო მისივე ღმერთის რჯულში თუ არ ვიპოვეთ.“
6მთავრები და სატრაპები მიადგნენ მეფეს და უთხრეს: „მეფე დარიოს, იცოცხლე უკუნისამდე!
7სამეფოს ყველა დიდებულმა, მთავრებმა, სატრაპებმა, მრჩევლებმა და მეფისნაცვალებმა მოითათბირეს, რათა გამოცემულიყო სამეფო დადგენილება და შემოღებულიყო მტკიცე აკრძალვა, რომ ყველა, ვინც კი ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენს გარდა, მეფეო, თხოვნით მიმართავს, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული.
8ახლა კი, მეფეო, დაამტკიცე ეს აკრძალვა და ხელი მოაწერე სიგელს, რომ უცვალებელი იყოს, მიდიელთა და სპარსელთა კანონისამებრ, რომლის გაუქმებაც შეუძლებელია.“
9ამიტომ ხელი მოაწერა მეფე დარიოსმა სიგელსა და აკრძალვას.
10როდესაც დანიელმა შეიტყო, რომ ასეთი სიგელი იქნა ხელმოწერილი, შინ წავიდა. მისი ზემოთვალის სარკმლები იერუსალიმის მხარეს იყო გაღებული. დღეში სამჯერ იდრეკდა მუხლს, ლოცულობდა და მადლს სწირავდა თავისი ღმერთის წინაშე, როგორც ამას მანამდე აკეთებდა.
11მაშინ ის კაცები მივიდნენ და წაასწრეს დანიელს, როცა იგი ლოცულობდა და თავისი ღმერთის წინაშე წყალობას ითხოვდა.
12მერე ეახლენ და მეფეს მოახსენეს მეფის აკრძალვის თაობაზე: „განა შენ არ დაწერე ბრძანება, რომ ყველა ის კაცი, რომელიც ოცდაათი დღის განმავლობაში, შენს გარდა რომელიმე ღმერთს ან კაცს, მეფეო, მიმართავს თხოვნით, ლომების ხაროში იქნება ჩაგდებული?“ მიუგო მეფემ და უთხრა: „ჭეშმარიტია ეს სიტყვა, როგორც მიდიელთა და სპარსელთა კანონი, რომლის გაუქმებაც შეუძლებელია.“
13მაშინ მიუგეს მათ და თქვეს მეფის წინაშე: „მეფეო, დანიელი, იუდადან გადმოსახლებულთაგანი, არც შენ გაქცევს ყურადღებას და არც შენს მიერ ხელმოწერილ აკრძალვას. დღეში სამჯერ ითხოვს თავის სათხოვარს.
14ეს რომ მეფემ გაიგო, ძალზე შეწუხდა და დანიელის ხსნა ჩაიდო გულში. მზის ჩასვლამდე ცდილობდა მის დახსნას.
15მაშინ ის კაცები მივიდნენ და უთხრეს: „იცოდე, მეფეო, მიდიელთა და სპარსელთა კანონია, რომ მეფის ყოველი აკრძალვა და დადგენილება უცვალებელი უნდა იყოს.“
დანიელის ჩაგდება ლომების ხაროში
16მაშინ ბრძანა მეფემ და მოიყვანეს დანიელი და ლომების ხაროში ჩააგდეს. მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: „დაე, იმ შენმა ღმერთმა გიხსნას, რომელსაც ემსახურები!“
17მოიტანეს ლოდი და იმ ხაროს დაადეს თავზე. მეფემ იგი თავისი ბეჭდითა და დიდკაცების ბეჭდით დაბეჭდა, რათა დანიელის მიმართ არაფერი შეცვლილიყო.
18მერე თავის სასახლეში წავიდა მეფე. ღამე მარხულმა გაატარა, თავშესაქცევი არ მოუტანიათ მის წინაშე, და ძილიც გაუკრთა.
19ალიონზე, განთიადისას, ადგა მეფე და სასწრაფოდ ლომების ხაროს მიაშურა.
20ორმოს რომ მიუახლოვდა, ნაღვლიანი ხმით შესძახა მეფემ დანიელს და უთხრა: „დანიელ, ცოცხალი ღმერთის მსახურო, აბა, თუ შეძლო შენი ხსნა ლომებისგან იმ ღმერთმა, მუდამ რომ ემსახურები?“
21მაშინ გამოეპასუხა დანიელი მეფეს: „მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე!
22ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი მოავლინა, ლომებს პირები აუკრა და მათაც არ მავნეს მე, რადგან ღვთის წინაშეც სუფთა აღმოვჩნდი და შენს წინაშეც ბრალი არა მაქვს მე, მეფეო.“
23მაშინ დიდად გაიხარა მეფემ მასზე და ბრძანა დანიელი ხაროდან ამოეყვანათ. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან. არაფერი ვნებოდა, რადგან მას სწამდა თავისი ღმერთისა.
24მეფემ ბრძანა და მოიყვანეს ის კაცები, რომელთაც დანიელი დააბეზღეს, და ლომების ხაროში ჩაყარეს ისინი, მათი შვილები და ცოლები. ჯერ ხაროს ძირამდე არც კი ჩაეღწიათ, რომ ებდღვნენ ლომები და ძვლები დაულეწეს.
დარიოსის ბრძანებულება
25მაშინ დარიოსმა ყველა ხალხს, ტომს და ენას – მთელი ქვეყნის მკვიდრებს – მისწერა: „მშვიდობა გაგიმრავლდეთ!
26ბრძანებას ვიძლევი, და შიშობდნენ დანიელის ღმერთის წინაშე, რადგან იგი ცოცხალი მისი სამეფო შეუმუსრავია და მისი ხელმწიფება უსასრულო.
27იგი შველის და იხსნის, სასწაულებსა და ნიშნებს ახდენს ცაზე და მიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომების ხელიდან.“
28წარმატებული იყო დანიელი დარიოსისა და კიროს სპარსელის მეფობის დროს.

Currently Selected:

დან. 6: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy