YouVersion Logo
Search Icon

ამოს. 3

3
უფალი წარმოთქვამს სიტყვას იაკობის მთელ სახლეულზე
1ისმინეთ ეს სიტყვა, რომელიც თქვენზე თქვა უფალმა, ისრაელიანებო, მთელს მოდგმაზე, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიყვანე:
2„მხოლოდ თქვენ გცანით მთელი ქვეყნის მოდგმათა შორის, ამიტომაც მოგკითხავთ ყველა თქვენს დანაშაულს.
3აბა, თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ?
4აბა, თუ ბრდღვინავს ლომი ტყეში, როცა ნადავლი არ ეგულება? თუ გამოსცემს ხმას ბოკვერი თავისი ბუნაგიდან, როცა არაფერი ჰყავს შესაპყრობი?
5აბა, თუ გაებმება ჩიტი ბადეში, თუ მიწაზე მახე არ არის დაგებული?
6აბა, თუ ახმიანებულა ბუკი ქალაქში და ხალხს არ შეშინებია? თუ მომხდარა ქალაქში უბედურება უფლის უნებურად?
7რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურთ, წინასწარმეტყველთ.
8ლომი ბრდღვინავს – ვინ არ შეშინდება! უფალი ღმერთი ლაპარაკობს – ვინ არ გაქადაგდება!
9გააგონეთ დარბაზებს აშდოდში და დარბაზებს ეგვიპტის ქვეყანაში, უთხარით: „შეიკრიბეთ სამარიის მთებზე და იხილეთ დიდი შფოთი მათ შორის და ძალადობა – მის წიაღში!’
10არ იციან სიმართლის ქმნა“, – ამბობს უფალი, – „ძარცვა-გლეჯით ავსებენ საგანძურებს თავიანთ დარბაზებში.“
11ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: „მტერი შემოადგება ირგვლივ ქვეყანას, დაამხობს შენს ციხე-სიმაგრეს და დარბაზებს გაგიძარცვავს.“
12ასე ამბობს უფალი: „როგორც მწყემსი გადაარჩენს ლომის ხახიდან ორ ბარკალს ან ყურის ნაგლეჯს, ისე გადარჩებიან ისრაელიანები, სამარიაში საწოლის კუთხეში მსხდომნი და დამასკოში – სარეცელზე.
13ისმინეთ და დაუმოწმეთ იაკობის ხალხს,“ ამბობს უფალი ღმერთი, ცაბაოთ ღმერთი:
14„რადგან იმ დღეს, როცა მოვკითხავ ისრაელს მის შეცოდებებს და მოვკითხავ სამსხვერპლოთა გამო ბეთელში, მოეკვეთება რქები სამსხვერპლოს და მიწად დაემხობა.
15დავაქცევ ზამთრის სახლს ზაფხულის სახლთან ერთად, განადგურდება სპილოსძვლის სახლები და ბევრი სახლი აღიგვება,“ – ამბობს უფალი.

Currently Selected:

ამოს. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy