YouVersion Logo
Search Icon

ამოს. 2

2
გაგრძელება
1ასე ამბობს უფალი: „სამ დანაშაულს ვაპატიებ მოაბს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ: კირად გამოწვა ედომის მეფის ძვლები.
2ცეცხლს წავუკიდებ მოაბს და შთანთქავს კერიოთის დარბაზებს; მოკვდება მოაბი აურზაურში, საომარ ყიჟინაში და საყვირის ხმაზე.
3ამოვძირკვავ მსაჯულს მისი წიაღიდან და დავხოცავ ყველა მთავარს მასთან ერთად,“ – ამბობს უფალი.
სამსჯავრო იუდასა და იერუსალიმზე
4ასე ამბობს უფალი: „სამ დანაშაულს ვაპატიებ იუდას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან უკუაგდო უფლის რჯული და არ იცავენ მის წესებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამები მისდევდნენ.
5ცეცხლს წავუკიდებ იუდას და შთანთქავს იერუსალიმის დარბაზებს.
6ასე ამბობს უფალი: „სამ რამეს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს – წყვილი ხომალდისათვის.
7მიწის მტვერს ნატრულობენ უმწეოთა თავზე და გზიდან აცდენენ ბეჩავ ხალხს; შვილი და მამა ერთ ქალთან შედიან ჩემი წმინდა სახელის შესალახავად.
8გირაოში წამოღებულ სამოსელზე გართხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან, და გამოძალულ ღვინოს სვამენ ღვთის სახლში.
9გავანადგურებ ამორეველს მის წინაშე, კედარივით რომ ამაღლდა და მუხასავით გამაგრდა; გავანადგურებ მაღლა მის ნაყოფს და დაბლა მის ფესვებს.
10იმისთვის გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან და ორმოცი წელი გატარეთ უდაბნოში, რომ დაგემკვიდრებინათ ამორეველთა ქვეყანა.
11შენს ძეთა შორის აღვძარი წინასწარმეტყველნი, და შენს ყრმათა შორის – მოწმიდარნი. ასე არ იყო, ისრაელიანებო?“ – ამბობს უფალი.
12„თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდარებს და უბრძანებდით წინასწარმეტყველთ, ნუ წინასწარმეტყველებთო!
13აჰა, გადაგჯეგავთ, როგორც ძნებით სავსე ურემი ჯეგავს.
14მკვირცხლი დაკარგავს სირბილის უნარს და ძლიერი ძალას ვერ მოიცემს; მამაცი კაცი თავს ვერ დაიხსნის.
15მშვილდის მპყრობელი ვერ გაუძლებს, ვერც ფეხმარდი ვერ გადარჩება და ვერც მხედარი ვერ იხსნის თავს.
16გულმაგარიც კი მამაცთა შორის შიშველი გაიქცევა იმ დღეს“, – ამბობს უფალი.

Currently Selected:

ამოს. 2: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy