YouVersion Logo
Search Icon

1იოან. 1

1
სიცოცხლის სიტყვა
1იმაზე, რაც იყო დასაბამიდან, რაც მოგვისმენია და ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვებივართ და ჩვენს ხელებს მოუსინჯავს, სიცოცხლის სიტყვაზე,
2რადგან სიცოცხლე გამოჩნდა და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ;
3იმაზე, რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რათა თქვენც გქონდეთ თანაზიარება ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.
4ამას გწერთ, რომ სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.
იარეთ ნათელში
5აჰა, ამბავი, რომელიც მოვისმინეთ მისგან და გაუწყებთ თქვენ: ღმერთი არის ნათელი და არავითარი სიბნელე არ არის მასში.
6თუ ვამბობთ, რომ თანაზიარება გვაქვს მასთან, ბნელში კი დავდივართ, მაშინ ვტყუით და არ ვიქცევით ჭეშმარიტებით.
7ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც ის არის ნათელში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს, სისხლი გვწმედს ყოველგვარი ცოდვისაგან.
8თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, საკუთარ თავს ვატყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.
9თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან.
10თუ ვამბობთ, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.

Currently Selected:

1იოან. 1: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy