1კორ. 4
4
უფალია ჩემი მსაჯული
1ადამიანმა ისე შეგვრაცხოს ჩვენ, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლოთა მნეები.
2და უფრო მეტიც, მნეთა შორის ეძებენ, რომ აღმოჩნდეს სარწმუნო ვინმე.
3ხოლო ჩემთვის უმნიშვნელოა, თქვენ განმსჯით მე, თუ ადამიანთა სამსჯავრო. მაგრამ მე ნამდვილად არ განვსჯი ჩემს თავს.
4ვინაიდან არაფერი ვიცი ჩემს თავზე, მაგრამ ამით არ ვმართლდები. ჩემი განმსჯელი ხომ უფალია.
5ამიტომ ნუ განსჯით უჟამოდ, ვიდრე მოვიდოდეს უფალი, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს და მაშინ ექნება თითოეულს ქება ღვთისაგან.
უგუნურები ქრისტეს გულისათვის
6და ეს, ძმანო, ნიმუშად დავუდე ჩემს თავს და აპოლოსს თქვენი გულისათვის, რათა ისწავლოთ ჩვენგან, რომ არ გადახვიდეთ დაწერილს და არ გაუყოყოჩდეთ ერთმანეთს.
7რადგან, ვინ განგასხვავებს? რა გაქვს, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რად იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს?
8დიახ, უკვე გაძეხით, უკვე გამდიდრდით, ჩვენს გარეშე გამეფდით. და ნეტა მართლა მეფობდეთ, რომ ჩვენც ვმეფობდეთ თქვენთან ერთად.
9რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულებს, ღმერთმა უკანასკნელი ადგილი მოგვიჩინა, როგორც სიკვდილმისჯილებს. ვინაიდან სანახაობად გავხდით სოფლისათვის, ანგელოზებისთვისაც და ადამიანებისთვისაც.
10ჩვენ უგუნურები ვართ ქრისტეს გულისათვის, თქვენ კი ბრძენები ხართ ქრისტეში. ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი ძლიერნი. თქვენ დიდებულნი, ჩვენ კი უპატიონი.
11ჩვენ ამ ჟამამდე მშივრები და მწყურვლები ვართ, შიშვლები და ნაგვემნი, და მოხეტიალენი.
12ვშრომობთ, ჩვენი ხელებით ვმუშაობთ. გაგვლანძღავენ – ვლოცავთ, გვდევნიან – ვითმენთ.
13სახელს გვიტეხენ – ვეფერებით. და გავხდით განახვეტი სოფლისა, ყველაფრის ნაგავი აქამდე.
პავლე შეაგონებს
14თქვენდა შესარცხვენად როდი ვწერ ამას, არამედ შეგაგონებთ, როგორც ჩემს საყვარელ შვილებს.
15ვინაიდან თუნდაც ათი ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამები ბევრი არა გყავთ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით.
16ამიტომ შეგაგონებთ თქვენ: მომბაძეთ მე.
17ამისათვის გამოვგზავნე თქვენთან ტიმოთე, ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში, და ის გაგახსენებთ ჩემს გზებს ქრისტე იესოში, როგორ ვასწავლი ყოველ ადგილას, ყოველ ეკლესიაში.
18ზოგიერთები გაამპარტავნდნენ, თითქოს არ მოვიდოდე თქვენთან,
19მაგრამ მალე მოვალ თქვენთან, თუ უფალი ინებებს, და გამოვცდი არა ქედმაღლურ სიტყვებს, არამედ ძალას.
20რადგან ღვთის სასუფეველი არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში.
21რა გსურთ? არგნით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულით და თავმდაბლობის სულით?
Currently Selected:
1კორ. 4: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002