YouVersion Logo
Search Icon

1ნეშტ. 29

29
დავითი ხალხს შეაგონებს
1და უთხრა დავით მეფემ მთელ კრებულს: „სოლომონი, ჩემი ძე, რომელიც ღმერთმა ამოირჩია, ნორჩია და სუსტი, ეს საქმე კი ძალზე დიდია, რადგან ეს შენობა კაცისთვის კი არ არის, არამედ უფალი ღვთისთვის.
2რაც შემეძლო, ყველაფერი მოვამზადე უფლის სახლისთვის: ოქრო – ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლი – ვერცხლის ნივთებისთვის, სპილენძი – სპილენძეულისთვის, რკინა რკინეულისათვის, ძელი ძელეულისათვის, აგრეთვე ონიქსის ქვები, ბუდეებში ჩასმული ქვები, ლამაზი და ფერად-ფერადი ქვები, ყველანაირი ძვირფასი ქვები და მარმარილოს ლოდები უამრავი.
3ამასთან ერთად, ჩემი უფლის სახლის სიყვარულის გამო მაქვს საკუთარი ოქროსა და ვერცხლის საუნჯე, რომელსაც ღვთის სახლს ვწირავ, ყოველივე იმის გარდა, რაც წმიდა სახლისთვის მაქვს მომზადებული:
4სამი ათასი ქანქარი ოქრო, ოფირის ოქრო, შვიდი ათასი ქანქარი გამოხურვებული ვერცხლი, სახლის კედლების მოსაპირკეთებლად,
5ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლის ნაკეთობებისთვის, ყველა საოქრომჭედლო საქმისთვის. კიდევ ვინ შესწირავს დღეს უფალს სავსე ხელით?“
6და გაიღეს შესაწირავი მამისსახლთა თავკაცებმა, ისრაელის შტოთა თავკაცებმა, ათასისთავებმა და მეფის მოურავებმა.
7და გამოიღეს უფლის სახლის სამსახურისთვის ხუთი ათასი ქანქარი ოქრო, ათი ათასი დრამა ოქრო, ათი ათასი ქანქარი ვერცხლი, თვრამეტი ათასი ქანქარი სპილენძი, ასი ათასი ქანქარი რკინა.
8ვისაც კი ქვები აღმოაჩნდა უფლის სახლის საგანძურისთვის იეხიელ გერშონელს ჩააბარეს.
9ხალხი ხარობდა შესაწირავის გამო, რადგან მთელი გულით სწირავდნენ უფალს, ასევე მეფე დავითიც დიდი სიხარულით ხარობდა.
10და აკურთხა დავითმა უფალი, მთელი კრებულის თვალწინ და თქვა დავითმა: „კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო ისრაელისა, და ჩვენს მამათა, უკუნითი უკუნისამდე!
11შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცაზე და ქვეყანაზე! შენი, უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად!
12სიმდიდრე და დიდება შენგან მოდის, შენ განაგებ ყოველივეს, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელშია ყოველივეს განდიდება და განმტკიცება.
13აწ გაქებთ, ღმერთო ჩვენო, და ვადიდებთ შენს დიდებულ სახელს.
14ვინა ვარ მე, ან ვინ არის ჩემი ერი, ამდენის შემოწირვა რომ შევიძელით? მაგრამ ყოველივე ეს შენგან არის, ეს ყოველივე შენი ხელით [მოცემული] შემოგწირეთ.
15ვინაიდან მდგმურნი და ხიზანნი ვართ შენს წინაშე, ჩვენს მამათა მსგავსად. აჩრდილივით არის ჩვენი დღენი ამ ქვეყნად, არაფერია საიმედო.
16უფალო, ღმერთო ჩვენო! მთელი ეს სიმრავლე, რაც ჩვენ მოვამზადეთ, შენს წმიდა სახელზე სახლის ასაგებად, შენი ხელით არის მოცემული და შენია ყოველი.
17ღმერთო ჩემო, ვიცი, რომ გულთამხილველი და სიმართლისმოყვარე ხარ. ეს ყველაფერი ჩემი წრფელი გულით შემოგწირე. ახლა კი გახარებულს ვხედავ აქ მყოფ შენს ერს, რომელიც შესაწირავს გიძღვნის.
18უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა, ჩვენს მამათა, სამარადისოდ დაიცავი ეს შენი ერის გულის ფიქრები და ზრახვანი და შენსკენ წარმართე მათი გულები.
19და სოლომონს, ჩემს ძეს, მიეცი მრთელი გული, რომ დაიცვას შენი მცნებები, შენი წესები და კანონები, რათა ყველაფერი გააკეთოს იმ შენობის ასაგებად, რომლისთვისაც მე დავიჭირე თადარიგი.“
20და უთხრა დავითმა მთელ კრებულს: „აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი!“ და აკურთხა მთელმა კრებულმა უფალი, თავის მამათა ღმერთი. და დაეცნენ და თაყვანი სცეს უფალსა და მეფეს.
21მეორე დღეს შესწირეს უფალს მსხვერპლები, და სრულადდასაწველი აღუვლინეს უფალს: ათასი მოზვერი, ათასი ვერძი, ათასი კრავი, თავისი საღვრელით, და უამრავი მსხვერპლი მთელი ისრაელისათვის.
22იმ დღეს დიდი სიხარულით ჭამდნენ და სვამდნენ უფლის წინაშე. მეორე დღეს კი სოლომონი გაამეფეს დავითის ძე. უფლის წინაშე იგი წინამძღოლად სცხეს, ხოლო ცადოკი – მღვდლად.
დავით მეფის სიკვდილი
23და დაჯდა სოლომონი საუფლო ტახტზე მეფედ დავითის, მამამისის, ნაცვლად. წარმატებული იყო და მთელი ისრაელი ემორჩილებოდა მას.
24ყველა მთავარი, მოყმე და მეფე დავითის ყველა ძე დაემორჩილა სოლომონ მეფეს.
25და დიდად აღამაღლა უფალმა სოლომონი მთელი ისრაელის თვალში და ისეთი მეფური დიდება უბოძა, ისრაელის არც ერთ წინამორბედ მეფეს რომ არ ჰქონია.
26და დავითი, იესეს ძე, მეფობდა მთელ ისრაელზე.
27და ორმოც წელიწადს იმეფა მან ისრაელზე, აქედან შვიდი წელიწადი ხებრონში იმეფა, ოცდაცამეტი – იერუსალიმში.
28და მოკვდა კეთილ სიბერეში, მაძღარი წლებით, სიმდიდრითა და დიდებით. და მის ნაცვლად სოლომონი, მისი ძე, გამეფდა.
29დავით მეფის საქმენი, ადრინდელნი და უკანასკნელნი, სამუელ მხედველის სიტყვებში, ნათან წინასწარმეტყველის სიტყვებში და გად მხილველის სიტყვებშია აღწერილი
30მთელს მის მეფობასთან, მის სიქველესთან და იმ ამბებთან ერთად, რომლებიც თავად მას, ისრაელს და სხვა ქვეყანათა სამეფოებს გადახდა.

Currently Selected:

1ნეშტ. 29: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy