YouVersion Logo
Search Icon

1ნეშტ. 28

28
დავით მეფის გეგმები
1და შეყარა დავითმა იერუსალიმში ისრაელის ყველა მთავარი. შტოთა მთავარნი, დასების მეთაურები, მეფის სამსახურში მყოფნი, ათასისთავები, ასისთავები, მეფისა და მის ძეთა მთელი საქონ-საყოლის მოურავები, სახლთუხუცესები და ყველა მაგარი ვაჟკაცი.
2და ფეხზე წამოდგა დავითი და თქვა: „ყური დამიგდეთ, ჩემო ძმებო და ჩემო ხალხო! გულით მეწადა ამეშენებინა განსასვენებელი სახლი უფლის აღთქმის კიდობნისათვის, ჩვენი ღვთის ფერხთა დასადგმელი, და მოვემზადე ასაშენებლად,
3მაგრამ ღმერთმა მითხრა: ‘ჩემს სახელზე სახლს ნუ ააშენებ, რადგან მეომარი კაცი ხარ და სისხლი გაქვს დაღვრილი.’
4და მაინც უფალმა, ისრაელის ღმერთმა, მამაჩემის სახლიდან ამომირჩია, რათა მთელი ისრაელის მეფე გავმხდარიყავი საუკუნოდ. რადგან იუდა ამოირჩია მთავრად, იუდას სახლიდან კი მამაჩემის სახლი ამოირჩია, მამაჩემის ძეთაგან კი ჩემი გამეფება ინება მთელ ისრაელზე.
5ყველა ჩემს ვაჟს შორის კი, რადგან მრავალი შვილი მომცა უფალმა, ჩემი ძე სოლომონი ამოირჩია, რათა დამჯდარიყო უფლის სამეფოს ტახტზე, ისრაელზე.
6და მითხრა: ‘შენი ძე, სოლომონი, ააშენებს ჩემს სახლსა და ეზოებს, რადგან იგი ძედ ამოვირჩიე და მე ვიქნები მისი მამა.
7უკუნისამდე გავამყარებ მის სამეფოს, თუ იგი მტკიცედ დაიცავს ჩემს მცნებებს და რჯულდებას, როგორც დღემდე იცავდა.’
8ახლა კი მთელი ისრაელის, უფლის კრებულის, თვალწინ ჩვენი ღმერთის გასაგონად გეუბნებით: დაიცავით და გამოიკითხეთ უფლის, თქვენი ღმერთის, ყველა მცნება, რათა დოვლათიან ქვეყანას დაეპატრონოთ და თქვენს შემდეგ თქვენს შვილებს დაუმკვიდროთ უკუნისამდე,
9ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი მთელი გულითა და ხალისიანი სულით ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ მას, იპოვი კიდეც; ხოლო თუ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.
10ახლა უყურე, რაკი უფალმა გამოგარჩია უფლის საწმიდრის ამშენებლად, მტკიცედ დეგ და გააკეთე.“
11და მისცა დავითმა სოლომონს, თავის ძეს, გეგმა კარიბჭისა, მისი სახლებისა, განძთსაცავებისა, ქორედებისა, შიდა ოთახებისა და კიდობნის სახლისა.
12ასევე ყველაფრის გეგმა, რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა უფლის სახლის ეზოებისთვის, ირგვლივ განლაგებული ყველა ოთახისთვის, ღვთის სახლის საგანძურისა და შემოწირულობათა საგანძურისათვის.
13მღვდელთა და ლევიანთა დასებისთვის, უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმისთვის, უფლის სახლის სამსახურისთვის საჭირო ყველა ჭურჭლისთვის,
14ოქროულობისთვის, ოქროს წონით, ყველა სამსახურებელი ჭურჭლისთვის, ვერცხლის ყველა ჭურჭლისთვის, წონასთან ერთად, ყველა სამსახურებელი ჭურჭლისთვის.
15წონა ოქროს სასანთლეებისა და მისი ოქროს ლამპრებისა, თითოეული სასანთლისა და ლამპრების წონასთან ერთად; ასევე ვერცხლის სასანთლეები, მისი სასანთლეებისა და ლამპრების წონასთან ერთად, როგორც თითოეული სასანთლის სამსახურის წესია.
16ოქროს წონა საკურთხის ტაბლებისათვის და ყველა მაგიდისთვის, ასევე ვერცხლის ტაბლებისთვის.
17ხალასი ოქრო ჩანგლებისთვის, ჯამებისთვის, ოქროს ფიალებისთვის, თითოეული ფიალის წონასთან ერთად, აგრეთვე ვერცხლის ფიალებისთვის, თითოეული ფიალის წონასთან ერთად.
18საკმევის სამსხვერპლოსათვის გასუფთავებული ოქრო წონასთან ერთად, და გეგმა ეტლისა და ოქროს ქერუბიმებისა, რომელთა ფრთებიც გადაშლილი და გადაფარებული იყო უფლის აღთქმის კიდობანზე.
19„ეს ყველაფერი უფლის ხელით არის ჩაწერილი, მან ჩამაგონა გეგმის ყოველი წვრილმანი,“ – [თქვა დავითმა.]
დავითი ავალებს სოლომონს ტაძრის აგებას
20და უთხრა დავითმა თავის ძეს სოლომონს: „მტკიცედ დეგ და გამხნევდი, და შეუდექი საქმეს. ნუ შიშობ, და ნუ ძრწი, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთან არის, არ განგიდგება იგი და არ მიგატოვებს, ვიდრე არ შეასრულებ უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმეს.
21აჰა, მღვდელთა და ლევიანთა დასები, ღვთის სახლის ყოველგვარი სამსახურის გასაწევად. მხარში გიდგანან ყველა საქმეში ბეჯითნი და ყველა სამუშაოს მცოდნენი. მთავრები და მთელი ერი შენს ყველა ბრძანებაზეა.“

Currently Selected:

1ნეშტ. 28: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy