YouVersion Logo
Search Icon

Psalms 1

1
1შოშანისებურად. გალობა ბედნიერებისა.
ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას, არ დგას ცოდვილთა გზაზე, არ ზის ავყიათა საკრებულოში, 2არამედ უფლის რჯულია მისი სიამე და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. 3და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი არ ჭკნება, და ყოველი მისი საქმე წარმატებულია.#იერ 17:8. 4უღმრთონი კი ასე არ არიან, ბზეს წააგვანან ქარისგან აღგვილს. 5ამიტომ ვერ წამოიმართებიან უღმრთონი სასამართლოში, და ვერც ცოდვილნი – მართალთა კრებულში. 6რადგან უფალია მართალთა გზის მფარველი, უღმრთოთა გზა კი წარიხვეტება.

Currently Selected:

Psalms 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy