YouVersion Logo
Search Icon

Psalms 2

2
დავითის ფსალმუნი
1რატომ ბობოქრობენ ერები და ერები იზრახავენ ამაოებას?#საქ 4:25,26. 2დასხდნენ ამა ქვეყნის მეფენი და წარჩინებულნი და შეითქვნენ უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ: 3„დავგლეჯთ მათ სადავეებს და მოვიშორებთ მათ ხუნდებს.“ 4მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ. 5მაშინ ეტყვის რისხვით და მრისხანებით შეაძრწუნებს: 6„მე თვით ვაკურთხე ჩემი მეფე სიონზე – ჩემს წმიდა მთაზე.“ 7გაუწყებთ უფლის განწესებას: უფალმა მითხრა: „შენ ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ;#საქ 13:33; ებრ 1:5; 5:5. 8მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამკვიდროდ, ქვეყნის კიდეებს – სამფლობელოდ, 9დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ მათ.“#გცხ 2:26,27; 12:5; 19:15. 10ახლა კი გონს მოდით, მეფენო! გაფრთხილდით, ქვეყნის მმართველნო! 11ემსახურეთ უფალს შიშით, შეჰღაღადეთ ძრწოლით! 12თაყვანი ეცით ძეს, რომ არ განრისხდეს და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღეგზნება მისი რისხვა. ნეტარია ყველა, მასზე მინდობილი.

Currently Selected:

Psalms 2: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy