YouVersion Logo
Search Icon

Leviticus 4

4
1ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: 2უთხარი ისრაელის ძეთ: თუ შესცოდოს ვინმემ უნებლიეთ უფალს, მისი რომელიმე მცნების დარღვევით და გააკეთოს ისეთი რამ, რაც აკრძალულია –
3თუ ცხებულმა მღვდელმა შესცოდა და მისი დანაშაული ხალხს დააწვა, თავისი ცოდვისათვის მიიყვანოს ნახირიდან უფლის წინაშე უხინჯო მოზვერი, ცოდვის მსხვერპლად. 4მოზვერი საკრებულო კარვის კართან მიიყვანოს უფლის წინაშე; ხელი დაადოს თავზე და დაკლას უფლის წინაშე. 5და აიღოს ცხებულმა მღვდელმა მოზვერის სისხლი და შეიტანოს საკრებულო კარავში. 6დააწოს მღვდელმა თითი სისხლში და შვიდგზის აპკუროს სისხლი უფლის წინაშე საწმიდრის ფარდის წინ. 7წაუსვას მღვდელმა სისხლი უფლის წინაშე საკმევლის საკურთხევლის რქებს, რომელიც საკრებულო კარავშია; მოზვერის მთელი დანარჩენი სისხლი დაასხას სრულადდასაწველის საკურთხევლის ძირას, საკრებულო კარვის შესასვლელთან რომ არის. 8და ამოაცალოს მთელი ქონი ცოდვის გამოსასყიდ შესაწირავ მოზვერს, ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და მთელი მუცლის ქონი, 9ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარკლების კუნთებზეა, და ღვიძლის ყური, თირკმელებითურთ მოკვეთოს ისე, 10როგორც მოიკვეთება სამშვიდობო შესაწირავის მოზვრიდან. და დაწვას ისინი მღვდელმა, სრულადდასაწველის საკურთხეველზე. 11ხოლო მოზვრის ტყავი და მთელი მისი ხორცი თავ-ფეხიანად, მისი შიგნეული ნეხვიანად, 12და მთელი ხორცი, რაც დარჩა, გაიტანოს ბანაკს გარეთ, სუფთა ადგილზე, სადაც იყრება ნაცარი, და დაწვას იგი შეშაზე ცეცხლით. სანაცრეზე დაწვან იგი.
13თუ ისრაელის მთელი თემი შესცოდავს, და დაიფარება ეს საქმე კრებულის თვალთაგან, და გააკეთებს უფლის რომელიმე მცნების საწინააღმდეგოს, ჩაიდენს რაიმე აკრძალულს, და დამნაშავე გახდება, 14როდესაც შეიტყობენ ცოდვას, რომლითაც შესცოდეს მათ, კრებულმა შესწიროს ნახირიდან მოზვერი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და მიიყვანონ იგი საკრებულო კარვის წინ. 15დაასხან თემის უხუცესებმა ხელები მოზვერს თავზე უფლის წინაშე, და დაკლან მოზვერი უფლის წინაშე, 16და შეიტანოს ცხებულმა მღვდელმა მოზვერის სისხლი საკრებულო კარავში, 17და დააწოს მღვდელმა თითი სისხლში და შვიდგზის მოაპკუროს უფლის წინაშე, ფარდის წინ, 18სისხლი წაუსვას საკმევლის საკურთხევლის რქებს, რომელიც საკრებულო კარავშია უფლის წინაშეა, და მთელი დანარჩენი სისხლი დაასხას სრულადდასაწველის საკურთხევლის ძირას, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთანაა. 19მთელი ქონი ამოაცალოს მას და დააკმიოს საკურთხეველზე; 20ამ მოზვერსაც იგივე გაუკეთონ, რასაც უკეთებენ ცოდვის გამოსასყიდ მოზვერს; და შენდობას გამოითხოვს მღვდელი და მიეტევებათ მათ. 21და გაიტანონ მათ მოზვერი ბანაკს გარეთ და დაწვან ისე, როგორც დაწვეს პირველი მოზვერი. ეს კრებულის ცოდვის მსხვერპლია.
22თუ მთავარი შესცოდავს უნებლიეთ და რაიმეს შეცდომით გააკეთებს უფლის, თავისი ღმერთის, მცნებათა დარღვევით, და ჩაიდენს რაიმეს, რაც აკრძალულია და დანაშაულია, 23ან მერე მიხვდება, რაც ჩაიდინა, მიიყვანოს თავისი მსხვერპლი – უხინჯო ვაცი, 24დაადოს ხელი ვაცს თავზე, და დაკლას იმ ადგილას, სადაც კლავენ სრულადდასაწველს უფლის წინაშე. ცოდვის მსხვერპლი არის ის. 25აიღოს მღვდელმა ცოდვის მსხვერპლის სისხლი, თითი დააწოს და სცხოს სრულადდასაწველის საკურთხევლის რქებს, დანარჩენი სისხლი დაასხას სრულადდასაწველის საკურთხევლის ძირას. 26მთელი მისი ქონი დააკმიოს საკურთხეველზე, როგორც სამშვიდობო მსხვერპლის ქონი, და შენდობას გამოითხოვს მღვდელი მისი ცოდვისათვის და ეპატიება მას.
27თუ ხალხიდან ვინმე ჩაიდენს უნებლიე ცოდვას და ამით უფლის რომელიმე მცნებას დაარღვევს, და იქმს რაიმე აკრძალულს, და დამნაშავე გახდება,#რცხ 15:27,28. 28ან, როდესაც მიხვდება თავის ცოდვას, რომლითაც შესცოდა, მიიყვანოს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად უხინჯო დედალი თხა, თავისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა, 29დაადოს ხელი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს თავზე, და დაკლას ეს მსხვერპლი იმ ადგილას, სადაც სრულადდასაწველი მსხვერპლი იკვლება. 30აიღოს მღვდელმა მისი სისხლი თითით და წაუსვას სრულადდასაწველის საკურთხევლის რქებს; და მთელი მისი დანარჩენი სისხლი დაასხას საკურთხევლის ძირას. 31მთელი მისი ქონი მოჰკვეთოს, როგორც მოიკვეთება ქონი სამშვიდობო მსხვერპლიდან, და დააკმიოს მღვდელმა საკურთხეველზე კეთილსურნელებად უფლისათვის, და შეუნდობს მას მღვდელი, და მიეტევება მას.
32თუ ცხვრის ფარიდან მიიყვანს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს, უხინჯო დედა ცხვარი იყოს. 33დაადოს ხელი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს თავზე და დაკლას იგი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად იმ ადგილას, სადაც კლავენ სრულადდასაწველს. 34აიღოს მღვდელმა ცოდვის მსხვერპლის სისხლი თითით და წაუსვას სრულადდასაწველის საკურთხევლის რქებს, ხოლო მთელი დარჩენილი სისხლი დააცხას საკურთხევლის ძირას. 35მთელი მისი ქონი მოჰკვეთოს, როგორც მოიკვეთება სამშვიდობო მსხვერპლის ცხვრიდან, და დააკმიოს მღვდელმა ის უფლის საკურთხეველზე საცეცხლო მსხვერპლად; და გამოითხოვს მღვდელი შენდობას მისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა, და მიეტევება მას.

Currently Selected:

Leviticus 4: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for Leviticus 4