YouVersion Logo
Search Icon

Jonah 3

3
1მეორედ იყო უფლის სიტყვა იონასადმი თქმული: 2„ადექი, წადი დიდებულ ქალაქ ნინევეში და აუწყე ის, რასაც მე გეტყვი.“ 3ადგა იონა და წავიდა ნინევეში, როგორც უფალმა უბრძანა. დიდი ქალაქი იყო ნინევე, სამი დღის სავალი. 4იარა იონამ ერთი დღე ქალაქში და ქადაგება იწყო, ამბობდა: კიდევ 40 დღე და დაიქცევა ნინევე.#მთ 12:41; ლკ 11:32. 5ნინეველებმა ღმერთი იწამეს, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ. 6შეიტყო ეს ამბავი ნინევეს მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამეფო შესამოსელი, ჯვალო ჩაიცვა და ნაცარში ჩაჯდა. 7შემდეგ, მეფისა და მისი დიდებულების ბრძანება გამოაცხადებინა ნინევეში: „არც კაცმა და არც პირუტყვმა – ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს და არც წყალი დალიოს. 8ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, მიატოვონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გასვრილი. 9ვინძლო გული მოუბრუნდეს ღმერთს, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ!“ 10შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა, და გული მოუბრუნდა მათზე და აღარ მოუვლინა ის განსაცდელი, რასაც უმზადებდა.

Currently Selected:

Jonah 3: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in