YouVersion Logo
Search Icon

Jonah 2

2
1უფალმა დიდი თევზი მოავლინა და შთაანთქმევინა იონა. მან სამი დღე და სამი ღამე დაჰყო თევზის მუცელში.#მთ 12:40. 2იონამ თევზის მუცლიდან ლოცვა აღუვლინა უფალს, თავის ღმერთს. 3თქვა: „ჭირში მყოფმა შემოგღაღადე, უფალო, და შენ ხმა გამეცი. შავეთის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება. 4ზღვის შუაგულში გადამაგდე და მორევმა სიღრმეში ჩამითრია, თავზე შენი ტალღები და ღვარი გადამდიოდა, 5ვთქვი: გაძევებული ვარ შენგან, უფალო, ნუთუ ვეღარასდროს მეღირსება შენი წმიდა ტაძრის ხილვა? 6წყალი ყელამდე მომწვდა და უფსკრულმა მომიცვა; თავზე ლელი შემომეწნა, 7მთების ფესვებამდე ჩავედი და ჩემს უკან მიწა სამუდამოდ ჩაირაზა. მაგრამ შენ უფალო, ღმერთო ჩემო, ქვესკნელს გამოსტაცე, ჩემი სიცოცხლე! 8როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე მოაღწია შენს წმიდა ტაძარში. 9ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას! 10მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვებით; შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს, ვინაიდან ხსნა უფლისგან არის!“ 11უბრძანა უფალმა თევზს და მან ხმელეთზე ამოანთხია იონა.

Currently Selected:

Jonah 2: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy