YouVersion Logo
Search Icon

Hosea 9

9
1ნუ ხარობ, ისრაელო, ნუ ილხენ სხვა ხალხებივით, რადგან შენ მრუშობ ღვთისაგან განმდგარი; სიძვის საჩუქრებს ირჩევ ყოველ კალოზე. 2კალო და საწნახელი არ გამოკვებავს მათ და ღვინო უმტყუნებს მათ. 3არ იცხოვრებენ უფლის მიწაზე: ეფრემი ეგვიპტეში დაბრუნდება და უწმიდურს შეჭამენ აშურში. 4არ დაუღვრიან უფალს ღვინოს და მათი მსხვერპლი არ აამებს მას; მათი პური ქელეხის პურივით იქნება; ყოველი მისი მჭამელი გაუწმიდურდება, რადგან ეს პური მათთვის არის, და ვერ შევა უფლის სახლში. 5რას იზამთ დღესასწაულის დღეს და საუფლო ზეიმის დღეს? 6რადგან, აჰა, წაუვლენ აოხრებას. ეგვიპტე თავს მოუყრის მათ და ნოფი დამარხავს მათ; მისი ვერცხლის საგანძურს ეკალ-ბარდები დაიმკვიდრებენ და ძეძვი ამოვა მის კარვებში. 7დადგა განკითხვის დღეები, დადგა ნაცვალგების დღეები. იცოდეს ისრაელმა, რომ სულელი იყო წინასწარმეტყველი, შეშლილი იყო სულის კაცი, შენი დიდი სიცრუის გამო გამრავლდა ცბიერება#ლკ 21:22. 8ეფრემის – ჩემი ღვთის ერის – მცველი წინასწარმეტყველია. ყველა გზაზე ხაფანგია დაგებული და მხოლოდ მტრობაა მისი ღვთის სახლში. 9ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბეყას დღეებში; მაგრამ ის გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს.#მსჯ 19:1-30. 10ყურძენივით ვიპოვე უდაბნოში ისრაელი; როგორც პირველნაყოფი ლეღვის ხეზე, როგორც მისი ნათავარი, ისე მივიჩნიე თქვენი მამები; მაგრამ ბაყალ-ფეღორთან წავიდნენ ისინი, სირცხვილს მისცეს თავი და ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ.#რცხ 25:1-5. 11ეფრემი – ჩიტივით გაფრინდება მისი დიდება! არც შობა, არც ორსულობა, არც მუცლადღება! 12თუმცა გაზრდიან შვილებს, მაგრამ წავართმევ მათ; ერთი კაციც აღარ დარჩება; და ვაი მათ, თუ მივატოვე! 13ეფრემი, როგორც დავინახე, მშვენიერ მდელოზეა დარგული, როგორც ცორი, მაგრამ ეფრემი მკვლელს გაუყვანს თავის შვილებს. 14უფალო მიეცი მათ: რას მისცემ მათ? მიეცი ბერწი საშო და გამომშრალი ძუძუსთავები. 15გილგალშია მთელი მათი ბოროტება; იქ შევიძულე ისინი მათი ავი საქმეების გამო; ჩემი სახლიდან გავყრი მათ და აღარასოდეს შევიყვარებ; განდგომილია ყველა მისი მთავარი. 16აჩეხილია ეფრემი, გამხმარია მისი ფესვები, აღარ გამოიღებს ნაყოფს; კიდეც რომ შობონ, მოვაკვდინებ მათი საშოს სანატრელ ნაშიერს. 17მოიშორებს მათ ჩემი ღმერთი, რადგან არ გაუგონეს მას, და წარმართთა შორის ხეტიალს მოჰყვებიან.

Currently Selected:

Hosea 9: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in