YouVersion Logo
Search Icon

Hosea 10

10
1რქამშვენიერი ვენახია ისრაელი, ნაყოფსაც თავის მსგავსს იძლევა; რა უხვი ნაყოფიც ჰქონდა, ასევე გააუხვა სამსხვერპლოები; რა კარგი მიწაც ჰქონდა, ასევე დაამშვენა სვეტები#10:1 იგულისხმება ბაყალის ქანდაკებები. 2მათი გული გაიყო, რის გამოც მსჯავრი დაედებათ; შეიმუსრება მათი სამსხვერპლოები, დაილეწება მათი სვეტები. 3ახლა ისინი ამბობენ: მეფე არა გვყავს, რადგან უფლის არ გვეშინია. მეფემ კი, – რა უნდა გვიყოსო? 4ცარიელ სიტყვებს ლაპარაკობენ, ცრუდ იფიცებიან აღთქმის დადებისას; აღმოცენდება მსჯავრი მათზე, როგორც შხამიანი ბალახი ხნულებში. 5შეშინდებიან სამარიის მცხოვრებნი ბეთ-ავენის ხბოს გამო, რადგან იგლოვებს მას მისი ერი და მისი ქურუმები, მისით რომ ხარობდნენ; იგლოვებენ მის დიდებაზე, რადგან ის განეშორება მათ. 6თავად მას კი აშურში იარებ მეფეს მიართმევენ ძღვნად; სირცხვილი აიტანს ეფრემს და ისრაელს შერცხვება თავისი განზრახვისა. 7გაქრება სამარია თავისი მეფითურთ, როგორც ქაფი წყლის პირზე. 8განადგურდება ავენის გორაკები – ისრაელის ცოდვა; ნარ-ეკალი და ძეძვი ამოვა მათ სამსხვერპლოებზე და ეტყვიან მთებს: გადაგვეფარეთ და ბორცვებს – თავზე დაგვემხეთო!#ლკ 23:30; გცხ 6:16. 9გიბეყას დღეებიდან მოყოლებული სცოდავ, ისრაელ! იქ დგანან; არ მიწვდენიათ მათ გიბეყაში უკეთურების ძეთა წინააღმდეგ გალაშქრება.#მსჯ 19:1-30. 10ჩემი ნებისამებრ დავსჯი მათ; შეიკრიბებიან მათ წინააღმდეგ ხალხები, როცა შეპყრობილნი იქნებიან ორმაგი დანაშაულის#10:10 ერთი დანაშაული ის, რომ ისრაელმა გადაუხვია უფლის გზიდან და მეორე, რომ ის განუდგა დავითის სახლს. გამო. 11ეფრემი – გამოქნილი მოზვერი, კევრში ნაბამი; მე თავად დავადგამ უღელს მას სქელ კისერზე, და მასზე შემსხდარნი ივლიან; იუდეა შეუდგება ხვნას, იაკობი – ფარცხვას. 12თესეთ თქვენთვის სიმართლე და წყალობას მოიმკით; გატეხეთ თქვენთვის ყამირი; დროა უფლის ძიებისა, რათა, როცა მოვა, სიმართლე რომ გაწვიმოთ.#იერ 4:3. 13თქვენ ხნავთ ბოროტს და უსამართლობას იმკით; ჭამთ სიცრუის ნაყოფს, რადგან თქვენს გზასა და თქვენს მეომართა სიმრავლეზე ხართ მინდობილნი. 14საომარი ყიჟინა ატყდება შენს ხალხში და ყველა შენი ციხესიმაგრე დაიქცევა; როგორც შალმანმა#10:14 უნდა იგულისხმებოდეს აშურეთის მეფეთაგან რომელიმე შალმანესერი დააქცია ბეთ-არბელი ბრძოლის დღეს, დედა რომ მოკლეს შვილებთან ერთად,#10:14 ეს ანდაზაა და არა ბიბლიური სიუჟეტი 15ასე დაგმართებთ თქვენ ბეთელი თქვენი უზომო ბოროტებისათვის. ამოვა ცისკრის ვარსკვლავი და აღარ იქნება ისრაელის მეფე.

Currently Selected:

Hosea 10: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in