Hosea 13
13
1როცა დაძრავდა სიტყვას ეფრემი, შიშის ზარი ლევდა ყველას; იგი აღზევდა ისრაელში, მაგრამ დადანაშაულდა ბაყალის გამო და მოკვდა. 2ახლა უმატეს ცოდვას; ჩამოისხეს ქანდაკნი ვერცხლისაგან, ოსტატურად; კერპები, რომელთაც ყოველი მჭედელი აკეთებს. ისინი ამბობენ მათზე: კაცის შემწირველნი ხბორებს კოცნიანო! 3ამიტომაც დილის ნისლივით იქნებიან ისინი და ცვარივით, ადრე რომ ქრება; კალოდან ქარისგან ახვეტილ ბზესავით და საკვამურიდან ადენილი კვამლივით არიან. 4მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული; სხვას არავის იცნობთ ჩემს გარდა არავინაა მხსნელი. 5მე გცანი შენ უდაბნოში, მწყურვალე მიწაზე.#რჯ 8:11-17. 6როცა საძოვრები გაუჩნდათ და გაძღნენ, გადიდგულდნენ, ამიტომაც დამივიწყეს მე. 7მე კი ლომად ვექცევი მათ, ჯიქივით ჩავუსაფრდები გზაზე. 8ბელებწაგვრილი დათვივით დავეცემი თავს, შევუნგრევ გულისფიცარს და ლომივით შევჭამ მათ; ველის მხეცები დაფლეთენ მათ. 9თავი წაიწყმიდე, ისრაელ, რადგან მხოლოდ ჩემშია შენი შეწევნა! 10სად არის ახლა შენი მეფე, რომ გიხსნას ყოველ შენს ქალაქში? ან შენი მსაჯულნი, რომლებსაც ეუბნებოდი: მომეცი მეფე და მთავრებიო.#1მფ 8:5,6. 11მე მოგეცი შენ მეფე ჩემი მრისხანებისას და წაგართმევ ჩემი გულისწყრომისას.#1მფ 10:17-24; 1მფ 15:26. 12შეფუთულია ეფრემის უკეთურებანი, გადანახულია მისი ცოდვები. 13მშობიარის ტკივილები ეწევა მას; უგუნური შვილია, თორემ არ დაყოვნდებოდა საშოს კართან. 14ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისაგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო? შებრალება მიეფარა ჩემს თვალს!#1კო 15:55. 15თუმცა განივრცო ეფრემი ძმათა შორის, მაგრამ დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი, უფლის ქარი ამოვარდება უდაბნოდან და დაშრება მისი წყარო და დაწყდება მისი სათავე; ის გაძარცვავს ყოველნაირ ძვირფას ჭურჭელთა საგანძურს.
Currently Selected:
Hosea 13: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა