Hosea 12
12
1ეფრემი მწყემსავს ქარსა და ხორშაკს აედევნა; დღითი დღე ამრავლებს ტყუილს და ძალადობას; აშურთან შეკრა კავშირი და ზეთი გააქვს ეგვიპტეში. 2დავა აქვს უფალს იუდეასთან და მოჰკითხავს იაკობს მის საქციელს; მის საქმეთაებრ მიაგებს მას. 3ჯერ კიდევ დედის საშოში ქუსლზე მოეჭიდა თავის ძმას, ხოლო როცა დავაჟკაცდა, ღმერთს შეერკინა.#დაბ 25:26.#დაბ 32:24-26. 4შეერკინა ანგელოზს და სძლია, ტიროდა და ემუდარებოდა მას. ბეთელში გვიპოვა ჩვენ და იქ დაგველაპარაკა.#დაბ 28:10-22. 5ხოლო უფალი ღმერთი ცაბაოთია; არსი არის მისი სახელი. 6შენ კი შენი ღვთისკენ მიიქეცი, ერთგულება და სამართალი დაიცავი და შენს ღმერთს ესავდე მარად. 7ქანაანელია, მრუდე სასწორი რომ უჭირავს ხელში, და ჩაგვრა უყვარს. 8და ამბობს ეფრემი: აჰა, ხომ გავმდიდრდი და მოვიხვეჭეო დოვლათი; მთელს ჩემს ნამუშაკევში ვერ მიპოვნიან დანაშაულს, რომ რამეში შემეცოდოსო. 9მე, შენი უფალი ღმერთი ვარ ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული; კვლავ დაგასახლებთ კარვებში, როგორც დღესასწაულის დღეებში.#ლევ 23:42,43. 10მე ველაპარაკებოდი წინასწარმეტყველთ, და მე გავამრავლე ხილვები; წინასწარმეტყველთა მეშვეობით იგავებით ვლაპარაკობდი. 11თუ იყვნენ კერპები გალაადში, ნამდვილად გაცამტვერდნენ ისინი; გილგალში ხარებს სწირავდნენ მსხვერპლად, მათი სამსხვერპლოებიც ქვის გროვასავით ყრია საყანის მიჯნებზე. 12გაიქცა იაკობი არამის მინდვრებში და შრომობდა ისრაელი ცოლის გულისთვის, და ცოლის გულისთვის ფარებს მწყემსავდა.#დაბ 29:1-20. 13წინასწარმეტყველის მეშვეობით ამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან და წინასწარმეტყველის მეშვეობით იყო დაცული.#გამ 12:50,51. 14გაამწარა ეფრემმა თავისი უფალი, ამიტომაც მასზევე დაანთხევს მის დაღვრილ სისხლს და მოჰკითხავს მის სასირცხვილო საქმეებს.
Currently Selected:
Hosea 12: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა