YouVersion Logo
Search Icon

Hebrews 1

1
1ძველთაგან მრავალმხრივ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა ღმერთი ჩვენს მამებს წინასწარმეტყველების მეშვეობით. 2ამ უკანასკნელ დღეებში კი დაგველაპარაკა ჩვენ ძეში, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ, ვის მიერაც შექმნა საუკუნენი. 3იგია მისი დიდების გამოსხივება და მისი არსების ანაბეჭდი, რომელსაც ყოველივე უჭირავს თავისი ძალმოსილი სიტყვით. როცა მან ჩვენი ცოდვების განწმედა აღასრულა, დაჯდა იგი დიდების მარჯვნივ მაღალთა შინა. 4ანგელოზებზე იმდენადვე ამაღლებული გახდა, რამდენადაც მათზე უპირატესი სახელი დაიმკვიდრა.
5რადგან, რომელი ანგელოზისათვის უთქვამს ღმერთს ოდესმე: „შენ ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ.“ და კიდევ: „მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე?“ #ფს 2:7; 2მფ 7:14; 1ნშ 17:13. 6და როცა კვლავ შემოჰყავს ქვეყანაზე პირმშო, ამბობს: „თაყვანი სცეს მას ღმერთის ყველა ანგელოზმა.“ #რჯ 32:43 (LXX). 7ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „მან ქმნა თავისი ანგელოზები ქარებად, და თავისი მსახურები – ცეცხლის ალებად.“ #ფს 104:4 (LXX). 8ძეზე კი: „შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის კვერთხი შენი მეფობის კვერთხია. #ფს 45:6,7. 9შენ შეიყვარე სამართალი და შეიძულე ურჯულოება. ამიტომ გცხო შენ ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით შენს მოზიარეებზე მეტად.“ 10და: „დასაბამიდან დააფუძნე შენ, უფალო, მიწა და შენი ხელის ნამოქმედარია ცანი. #ფს 102:25-27 (LXX). 11ისინი დაიღუპებიან, შენ კი დარჩები და ყოველივე სამოსელივით დაძველდება. 12მოსასხამივით დაახვევ მათ და სამოსელივით გამოიცვლებიან. შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დასრულდება.“ 13ანგელოზთაგან რომლისთვის უთქვამს მას ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფეხთა კვარცხლბეკად?“ #ფს 110:1. 14განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს?

Currently Selected:

Hebrews 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy