YouVersion Logo
Search Icon

Philemon 1

1
1პავლე, ქრისტე იესოს პატიმარი, და ძმა ტიმოთე, ფილიმონს – ჩვენს საყვარელ ძმასა და თანამშრომელს, 2და აფიას, საყვარელ დას, და არქიპოსს, ჩვენს თანამებრძოლს, და ეკლესიას შენს სახლში. #კლს 4:17. 3მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან. 4ყოველთვის ვმადლობ ჩემს ღმერთს, როდესაც გიხსენებ ჩემს ლოცვებში, 5რადგან მესმის შენი სიყვარულისა და რწმენის შესახებ, რომელიც გაქვს უფალი იესოსა და ყველა წმიდის მიმართ, 6ვლოცულობ, რომ შენი თანაზიარება რწმენაში ქმედითი იყოს ყოველი იმ სიკეთის შეცნობისათვის, რომელიც ჩვენშია ქრისტესათვის, 7რადგან ბევრი სიხარული და ნუგეში მომანიჭა შენმა სიყვარულმა, რადგან შენით მიეცათ შვება წმიდათა გულებს, საყვარელო ძმაო.
8ამიტომ, თუმცა ქრისტეში მაქვს უფლება მოგთხოვო იმის გაკეთება, რაც გევალება, 9ამის ნაცვლად სიყვარულით გთხოვ მე, პავლე, მოხუცებული, ახლა კი ქრისტე იესოსთვის პატიმარიც, 10ჩემს შვილზე, რომელიც ვშვი ჩემს ბორკილებში, ონისიმეზე, #კლს 4:9. 11ოდესღაც გამოუსადეგარი რომ იყო შენთვის, ახლა კი სასარგებლოა შენთვისაც და ჩემთვისაც, 12რომელსაც გიგზავნი უკან და ჩემი გულია იგი. 13ვფიქრობდი, ჩემთან მყოლოდა იგი, რათა შენს მაგივრად ემსახურა ჩემთვის სახარების ბორკილებში, 14მაგრამ შენი თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთება არ ვინდომე, რათა შენი კეთილი საქმე ნაძალადევი კი არ ყოფილიყო, არამედ ნებაყოფლობითი. 15რადგან, იქნებ იმიტომ დაგშორდა დროებით, რომ სამუდამოდ მიგეღო იგი, 16უკვე არა როგორც მონა, არამედ მონაზე მეტი, საყვარელი ძმა, განსაკუთრებით ჩემთვის და, მით უმეტეს, შენთვის ხორციელადაც და უფალშიც. 17მაშ, თუ თანამოზიარე ვარ შენი, მიიღე იგი, როგორც მე მიმიღებდი. 18თუ რამე გაწყენინა ან მართებს, მე მომკითხე. 19მე, პავლე, ვწერ ამას ჩემი ხელით. მე გადავიხდი, არ ვამბობ არაფერს იმაზე, რომ შენ შენი თავი გმართებს ჩემი. 20და ასე, ძმაო, მეც მიბოძე სიხარული უფალში. მიეცი შვება ჩემს გულს ქრისტეში! 21შენი მორჩილების იმედით მოგწერე და ვიცი, რომ იმაზე მეტსაც გააკეთებ, ვიდრე ვამბობ. 22ამასობაში გამიმზადე სასტუმრო ბინაც, რადგან იმედი მაქვს, რომ თქვენი ლოცვების მეშვეობით უკან დაგიბრუნდებით.
23მოგიკითხავს ეპაფრასი, ჩემი თანატყვე ქრისტე იესოში, #კლს 1:7; 4:12. 24მარკოზი, არისტარქე, დემა, ლუკა – ჩემი თანამშრომლები. #საქ 12:12,25; 13:13; 15:37-39; კლს 4:10; საქ 19:29; 27:2; კლს 4:10; კლს 4:14; 2ტმ 4:10; კლს 4:14; 2ტმ 4:11. 25უფალი იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან.

Currently Selected:

Philemon 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy