YouVersion Logo
Search Icon

Haggai 1

1
1დარიოს მეფის მეორე წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი იუდეის განმგებლის – ზერუბაბელ შეალთიელის ძის და მღვდელმთავარ იესო იეჰოცადაკის ძის მიმართ:#ეზრ 4:24—5:2; 6:14. 2ასე თქვა ყოვლისმპყრობელმა უფალმა: ეს ხალხი ამბობს, რომ უფლის სახლის აშენების ჟამი ჯერ არ დამდგარაო. 3იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: 4იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ნებივრობდეთ, მაშინ, როცა ჩემი სახლი მიტოვებულია? 5ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს გზებს. 6თქვენ ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ იკლავთ წყურვილს; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით; გახვრეტილი ჯიბისთვის იღებს მშრომელი შრომის საზღაურს.
7ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს გზებს. 8ადით მთაზე, აიტანეთ ხე-ტყე და ტაძარი ააშენეთ. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები, – ამბობს უფალი, – 9ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ. რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ. რატომ? – ამბობს ცაბაოთ უფალი. – იმიტომ, რომ მიტოვებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ. 10ამიტომ არის, რომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ არ მოგცათ ნაყოფი. 11გამოვიხმე გვალვა მიწაზე, მთებზე, ხორბალზე, ღვინოზე, ზეთისხილზე და ყველაფერზე, რასაც მიწა აღმოაცენებს, ადამიანზე, პირუტყვზე და ყოველივე ნაჭირნახულევზე.
12ისმინეს ზერუბაბელ შეალთიელის ძემ, იესო იეჰოცადაკის ძემ, მღვდელმთავარმა, და მთელმა დანარჩენმა ხალხმა უფლის, მათი ღვთის, ხმა და ანგია წინასწარმეტყველის სიტყვები, რამდენადაც იგი უფლის, მათი ღვთის, მოვლინებული იყო, და შეეშინდა ხალხს უფლისა. 13უთხრა ანგიამ, უფლის მოციქულმა, ხალხს უფლის მოციქულობის ძალით: მე თქვენთანა ვარ, – ამბობს უფალი. 14გააღვიძა უფალმა იუდეის განმგებლის, ზერუბაბელ შეალთიელის ძის სული, მღვდელმთავარ იესო იეჰოცადაკის ძის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული და მივიდნენ და დაიწყეს ცაბაოთ უფლის, მათი ღვთის, სახლის სამუშაოები. 15მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოს მეფის მეორე წელს.

Currently Selected:

Haggai 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy