Exodus 18
18
1და გაიგო ითრომ, მიდიანის მღვდელმა, მოსეს სიმამრმა, ყოველი, რაც გაუკეთა ღმერთმა მოსესა და ისრაელს, თავის ხალხს, როცა გამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან. 2და წამოიყვანა ითრომ, მოსეს სიმამრმა, ციფორა, მოსეს ცოლი, რომელიც მოსემ მანამდე გაუბრუნა მამამისს, 3და ციფორას ორი ძე, რომელთაგან ერთის სახელი იყო გერშომი, რაც ნიშნავს: „ხიზანი ვიყავი უცხო ქვეყანაში,“#გამ 2:21,22.#საქ 7:29. 4და სახელი მეორისა იყო ელიყეზერი, რაც ნიშნავს: „ღმერთი მამაჩემისა შემეწია და დამიხსნა მე ფარაონის მახვილისგან.“ 5და მივიდნენ ითრო, სიმამრი მოსესი, და მისი ძენი, და მისი ცოლი მოსესთან უდაბნოში, სადაც ის დაბანაკდა ღვთის მთასთან. 6და შეატყობინა მოსეს: „მე ვარ შენი სიმამრი ითრო, მოვდივარ შენთან, შენი ცოლითა და მისი ორი ვაჟიშვილითურთ.“ 7და მიეგება მოსე თავის სიმამრს, თაყვანი სცა და გადაკოცნა. მოიკითხეს ურთიერთი და შევიდნენ კარავში. 8და უამბო მოსემ თავის სიმამრს ყველაფერი, რაც დამართა უფალმა ფარაონს და ეგვიპტელებს ისრაელის გამო, და ყველა იმ გასაჭირზე, რაც მათ გზაზე შეემთხვათ, და როგორ იფარავდა მათ უფალი. 9გაიხარა ითრომ იმ სიკეთისათვის, რაც უყო უფალმა ისრაელს, როცა იხსნა ეგვიპტელთა ხელიდან.
10და თქვა ითრომ: „კურთხეულია უფალი, რომელმაც გიხსნათ თქვენ ეგვიპტელთა ხელიდან და ფარაონის ხელიდან. 11ახლა კი ვიცი, რომ ყველა ღმერთზე დიდია უფალი, რადგან იხსნა ხალხი ეგვიპტელთა ხელიდან, როცა ისინი კადნიერად ქედმაღლობდნენ მათზე.“ 12და აიღო ითრომ, მოსეს სიმამრმა, სრულადდასაწველი მსხვერპლი და საკლავები ღვთისთვის, და მივიდნენ აარონი და ისრაელის ყველა უხუცესი პურის საჭმელად მოსეს სიმამრთან ღვთის წინაშე.
13მეორე დღეს კი დაჯდა მოსე ხალხის განსასჯელად. და დილიდან საღამომდე გარს ერტყა მას ხალხი. 14და დაინახა მოსეს სიმამრმა ყველაფერი, რასაც აკეთებდა ის ხალხისთვის და უთხრა: „ამას რას უკეთებ ხალხს? რად ზიხარ შენ მარტო, მთელი ხალხი კი დგას შენთან დილიდან საღამომდე?“ 15და უთხრა მოსემ თავის სიმამრს: „ხალხი ჩემთან მოდის ღვთისთვის მსჯავრის საკითხავად. 16როცა მათ რამე საქმე აქვთ, მოდიან ჩემთან და მეც განვსჯი მათ სამართალს, და ვაუწყებ მათ ღვთის წესებსა და მის რჯულდებებს.“ 17და უთხრა მოსეს მისმა სიმამრმა: „არ არის კარგი, რასაც შენ აკეთებ. 18გაიტანჯებით შენც და ეს ხალხიც, შენთან რომ არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე. მარტო შენ ვერ აუხვალ მას. 19ახლა ისმინე ჩემი ხმა: გირჩევ, და ღმერთი იყოს შენთან. იყავი ხალხის შუამავალი ღმერთთან და წარუდგინე ღმერთს მათი საქმეები. 20განუმარტე მათ წესები და რჯულდებები, მიუთითე მათ გზა, რომლითაც უნდა იარონ, და საქმეები, რაც უნდა აკეთონ. 21ამოარჩიე მთელი ხალხიდან უნარიანი კაცები, ღვთისმოშიშნი, პატიოსანი კაცები, ანგარების მოძულენი, და დაუნიშნე ისინი მათ ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად. 22და განსაჯონ ხალხი ყოველთვის. და დიდი საქმეები შენ მოგახსენონ, და ყველა წვრილმანი საქმე თავად განსაჯონ. შემოგეშველონ, რომ შეგიმსუბუქდეს ტვირთი. 23თუ ასე გააკეთებ და ღმერთიც გიბრძანებს, მაშინ შენც გაუძლებ და მთელი ეს ხალხიც მშვიდობით მივა თავის ადგილზე.“
24და ისმინა მოსემ თავისი სიმამრის და გააკეთა ყოველივე, რაც მან უთხრა. 25და ამოარჩია მოსემ უნარიანი კაცები ისრაელიანთაგან და დაუნიშნა ისინი მეთაურებად ხალხს ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად. 26და განსჯიდნენ ისინი ხალხს ყოველ დროს. მძიმე საქმეს მოსეს მოახსენებდნენ, ხოლო წვრილმან საქმეებს თავად განსჯიდნენ. 27და გაისტუმრა მოსემ თვისი სიმამრი, და წავიდა ის თავის ქვეყანაში.
Currently Selected:
Exodus 18: ქბსვ
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: