Exodus 17
17
1და აიყარა ისრაელიანთა მთელი თემი სინის უდაბნოდან სამგზავროდ, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკეს რეფიდიმში. და არ აღმოჩნდა სასმელი წყალი ხალხისათვის.#რცხ 20:2-13. 2და ედავებოდა ხალხი მოსეს, და უთხრეს: „მოგვეცი წყალი, რომ ვსვათ.“ და უთხრა მათ მოსემ: „რას მედავებით? რად ცდით უფალს?“ 3და სწყუროდა იქ ხალხს წყალი, და უჩიოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: „რისთვის გამოგვიყვანე ეგვიპტიდან? ჩვენი, ჩვენი შვილებისა და ჩვენი საქონლის წყურვილით დასახოცად?“ 4და შეღაღადა მოსემ უფალს: „რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ.“ 5და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩაიარე ხალხის წინ, წაიყვანე ისრაელიანთა უხუცესნი და შენი კვერთხი, რომელიც დაჰკარი მდინარეს, აიღე ხელში, და წადი. 6მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე. და შენ დაჰკარი კლდეს და გადმოვა იქიდან წყალი, და დალევს ხალხი.“ და ასე გააკეთა მოსემ ისრაელის უხუცესთა თვალწინ. 7და უწოდა სახელად იმ ადგილს მასა#17:7 „გამოცდა“ და მერიბა#17:7 „დავა“, ისრაელიანთა დავის გამო და უფლის გამოცდის გამო, როცა თქვეს: „არის ჩვენს შორის უფალი, თუ არ არის?“
8და მოვიდა ყამალეკი, და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში. 9და უთხრა მოსემ იესოს: „გამოგვირჩიე კაცები და გადი, შეებრძოლე ყამალეკს. ხვალ მე გადმოვდგები ბორცვის თავზე და ღვთის კვერთხი მექნება ხელში.“ 10და გააკეთა იესომ, როგორც უთხრა მას მოსემ, რომ შებრძოლებოდა ყამალეკს. და მოსე, აარონი და ხური ბორცვზე ავიდნენ. 11და როცა ხელს აღმართავდა მოსე, ძლევდა ისრაელი. და როცა დაბლა დაუშვებდა ხელს, ძლევდა ყამალეკი. 12დაუმძიმდა მოსეს ხელები. აიღეს ლოდი და დაუდგეს ქვეშ, და ჩამოჯდა მასზე. ხოლო აარონმა და ხურმა შეაშველეს მას ხელები, ერთმა ერთი მხრიდან და მეორემ მეორე მხრიდან. და იყო მისი ხელები უდრეკი მზის ჩასვლამდე. 13და სძლია იესომ მახვილით ყამალეკსა და მის ხალხს.
14და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩაწერე ეს სამახსოვროდ წიგნში და ჩაასმინე იესოს, რომ აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცისქვეშეთიდან.“#რჯ 25:17-19; 1მფ 15:2-9. 15და ააშენა მოსემ სამსხვერპლო, და უწოდა მას სახელად „იაჰვე-ნისი“, 16რაც ნიშნავდა „უფალი ბაირაღია ჩემი.“ და თქვა მან: „ომი ექნება უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე.“#17:16 აქ ებრაულის აზრი ბუნდოვანია
Currently Selected:
Exodus 17: ქბსვ
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: