Exodus 14
14
1და უთხრა უფალმა მოსეს: 2„ელაპარაკე ისრაელიანთ, რათა დაბრუნდნენ და დაიბანაკონ ფი-ჰახიროთის წინ, მიგდოლსა და ზღვას შორის, ბაყალ-ცეფონის წინ. მის გასწვრივ, ზღვასთან დაიბანაკეთ. 3და იფიქრებს ფარაონი ისრაელიანებზე, გზა აებნათ ამ ქვეყანაში, უდაბნომ მოიმწყვდიაო. 4გულს გავუსასტიკებ ფარაონს და უკან დაგედევნებათ, და გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონსა და მთელ მის ლაშქარზე. და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი.“ ასეც მოიქცნენ ისინი.
5და ეუწყა ეგვიპტის მეფეს, რომ გაიქცა ხალხი. შეეცვალათ გუნება ფარაონსა და მის მსახურთ ამ ხალხზე და თქვეს: „ეს რა ვქენით? რატომ გავუშვით ისრაელი ჩვენი მონობიდან?“ 6და შეაბა ფარაონმა ცხენი ეტლში და თან გაიყოლა თავისი ხალხი. 7წაიყვანა 600 რჩეული ეტლი და ეგვიპტის ყველა ეტლი, და მათი მეთაურები ყველა მათგანზე. 8გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და დაედევნა იგი ისრაელიანთ; ხოლო ისრაელიანები მაღალი ხელის შემწეობით გადიოდნენ. 9და დაედევნენ ეგვიპტელნი მათ უკან, და წამოეწივნენ დაბანაკებულთ ზღვასთან ფარაონის ყველა ცხენი და ეტლი, მისი მხედრები და მისი ჯარი, ფი-ჰახიროთთან, ბაყალ-ცეფონის წინ.
10ფარაონი მიუახლოვდა, გაიხედეს ისრაელიანთ და დაინახეს, რომ ეგვიპტელნი მოსდევენ უკან, ძლიერ შეეშინდათ და შეღაღადეს ისრაელის ძეებმა უფალს. 11და უთხრეს მოსეს: „განა ეგვიპტეში ვერ დავიმარხებოდით, უდაბნოში რომ მოგვიყვანე დასახოცად? ეს რა გვიყავი, რად გამოგვიყვანე ეგვიპტიდან? 12განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში: დაგვეხსენი, რომ ვემსახუროთ ეგვიპტელებს, რადგან უდაბნოში სიკვდილს ეგვიპტის მონობაში ყოფნა გვირჩევნიაო?“
13და უთხრა მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ, მტკიცედ დადექით და იხილავთ უფლისაგან ხსნას, რომელსაც ის მოიმოქმედებს დღეს თქვენთვის. რადგან ეგვიპტელებს, დღეს რომ ხედავთ, ამიერიდან აღარასოდეს იხილავთ. 14უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ მშვიდად იყავით.“
15და უთხრა უფალმა მოსეს: „რას შემღაღადებ? უთხარი ისრაელიანთ, რომ აიყარონ. 16აღმართე შენი კვერთხი და გაიწოდე ხელი ზღვაზე, და გაიპობა იგი, და გავლენ ისრაელიანები ზღვაში მშრალი ფსკერით. 17მე გულს გავუსასტიკებ ეგვიპტელებს და დაგედევნებიან, და გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე, მთელს მის ლაშქარზე, მის ეტლებსა და მის მხედრებზე. 18და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როცა გამოვაჩენ ჩემს დიდებას ფარაონზე, მის ეტლებსა და მის მხედრებზე.“
19და დაიძრა ისრაელის ბანაკის წინ მავალი ღვთის ანგელოზი და დაუდგა მათ უკან; და დაიძრა ღრუბლის სვეტი წინიდან, და დადგა მათ უკან. 20და ჩადგა ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკთა შორის – და იყო ღრუბელი და სიბნელე – და გაანათა ღამე,#15:23 ვარაუდით: იყო წყვდიადად ეგვიპტელთათვის და ისრაელს ღამეს უნათებდა. და არ მიახლოებიან ერთმანეთს მთელ იმ ღამეს.
21და აღმართა მოსემ ხელი ზღვაზე და მიდენიდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით მთელ იმ ღამეს, და აქცია ზღვა ხმელეთად და გაიპო წყალი. 22და შევიდნენ ისრაელიანები შუაგულ ზღვაში ხმელზე. და წყალი კედლად ედგათ მათ მარჯვნივ და მარცხნივ.#1კო 10:1, 2; ებრ 11:29. 23დაედევნენ ეგვიპტელნი და შევიდნენ მათ კვალზე – ფარაონის ყველა ცხენი და ეტლი, და მისი მხედრები შუაგულ ზღვაში. 24და იყო, დილის სახმილავზე მოხედა უფალმა ეგვიპტელთა ბანაკს ცეცხლის და ღრუბლის სვეტიდან, და შეაძრწუნა ეგვიპტელთა ბანაკი. 25და დააძრო თვლები მათ ეტლებს და გაჭირვებით მართავდნენ ისინი. და თქვეს ეგვიპტელებმა: „გავერიდოთ ისრაელიანთ, რადგან მათ გამო გვებრძვის უფალი ეგვიპტელებს.“
26და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი ზღვაზე, და მოიქცევიან წყლები ეგვიპტელებზე, მათ ეტლებსა და მათ მხედრებზე.“ 27და გაიწოდა მოსემ ხელი ზღვაზე, და მოიქცა ზღვა გამთენიისას თავის ადგილას და გარბოდნენ ეგვიპტელნი მისკენ. და ჩაყარა უფალმა ეგვიპტელნი შუაგულ ზღვაში. 28და მიიქცა წყალი, და დაფარა ეტლები და მხედრები, და ფარაონის მთელი ლაშქარი, ზღვაში რომ შეჰყვნენ ისრაელიანთ. არ გადარჩენილა მათგან არც ერთი. 29ისრაელიანები მიდიოდნენ მშრალზე შუაგულ ზღვაში და წყლები კედლად ედგა მათ მარჯვნივ და მარცხნივ.
30და იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი ეგვიპტელთაგან და იხილა ისრაელმა დახოცილი ეგვიპტელები ზღვის პირას. 31და იხილა ისრაელმა რაც მოუვლინა უფალმა ეგვიპტელებს ძლიერი ხელით. შეეშინდა ხალხს უფლისა და ირწმუნეს უფალი და მისი მსახური მოსე.
Currently Selected:
Exodus 14: ქბსვ
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: