Exodus 13
13
1და უთხრა უფალმა მოსეს: 2შემომწირე ისრაელის ყოველი პირმშო, ადამიანთაგან ვიდრე პირუტყვამდე. ჩემია ისინი.#რცხ 3:13; ლკ 2:23.
3და უთხრა მოსემ ხალხს: „გახსოვდეთ ეს დღე, როცა გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან უფალმა გამოგიყვანათ იქედან ძლიერი ხელით. არ ჭამოთ ამ დღეს საფუარიანი. 4დღეს გამოდიხართ თქვენ, აბიბის თვეში. 5როცა შეგიყვანს შენ უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში, რომელთა გამოც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს, რომ მოგცემდა ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი, აღასრულე ეს მსახურება ამ თვეში: 6შვიდ დღეს ხმიადი ჭამე, ხოლო მეშვიდე დღე – უფლის დღესასწაულია; 7შვიდ დღეს ხმიადი ჭამე და ნუ გაიჩერებ შინ საფუარიან პურს; ნუ გექნება გაფუებული პური და საფუარი მთელ შენს საზღვრებში. 8და იმ დღეს ასე უთხარი შენს შვილს: ეს იმისთვის, რაც გამიკეთა უფალმა ეგვიპტიდან ჩემი გამოსვლისას-თქო. 9და ეს იყოს შენთვის როგორც ნიშანი ხელზე და შუბლზე#13:9 აქ სავარაუდოდ ფილაკტერიონზე უნდა იყოს ლაპარაკი სამახსოვროდ, რათა უფლის რჯული იყოს შენს ბაგეზე, რადგან ძლიერი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან. 10დაიცავი ეს წესი თავის დროზე, წლიდან წლამდე. 11და როცა შეგიყვანს უფალი ქანაანის ქვეყანაში, როგორც შემოგფიცათ შენ და შენს მამებს, რომ მოგცემს მას შენ, – 12განუკუთვნე უფალს ყოველი პირმშო და ყოველი პირველმოგებული ნამატი პირუტყვისა; მათგან მამალი უფალს შესწირე.#გამ 34:19,20; ლკ 2:23. 13და ყოველი პირველმოგებული სახედარი გამოისყიდე კრავით. და თუ არ გამოისყიდი, ქედი გადაუმტვრიე. შენი პირმშო ძე გამოისყიდე. 14და როცა შეგეკითხება მომავალში შენი შვილი, ‘ეს რა ნიშნავს?’ უთხარი: ‘ძლიერი ხელით გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან. 15და იყო, როცა იძულებით გვაკავებდა ფარაონი, მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, კაცის პირმშოდან პირუტყვის პირველმოგებულამდე. ამიტომაც ვწირავ უფალს მსხვერპლად ყოველ პირველმოგებულ მამალს, ხოლო ყოველ ჩემ პირმშო ძეს გამოვისყიდი.’ 16და ეს გქონდეს ნიშნად ხელზე და ბეჭდად შუბლზე, რადგან ძლიერი ხელით გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.“
17როცა გაუშვა ფარაონმა ხალხი, ღმერთმა არ წაიყვანა ისინი ფილისტიმელების ქვეყნის გზით, თუმცა მოკლე იყო ის გზა. რადგან თქვა ღმერთმა: „რათა არ გადაიფიქროს გამოსვლა ხალხმა ბრძოლის დანახვაზე და არ დაბრუნდეს ეგვიპტეში.“ 18და შემოატარა ღმერთმა ხალხი უდაბნოს გზით მეწამული ზღვისაკენ #13:17 მეწამული ზღვისაკენ: ებრ. მიხედვით ‘ლერწმიანი ზღვისაკენ’ დარაზმულნი გამოვიდნენ ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან. 19და თან წამოიღო მოსემ იოსების ძვლები, რადგან იოსებს დაფიცებული ჰყავდა ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ, თან წაიღეთ ჩემი ძვლებიო აქედან.#დაბ 50:25; ისნ 24:32. 20და აიყარნენ სუქოთიდან და დაიბანაკეს ეთამში, უდაბნოს პირას. 21უფალი უძღოდა მათ წინ დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით კი ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით. 22არ მოშორებია ხალხს ღრუბლის სვეტი დღისით და ცეცხლის სვეტი ღამით.
Currently Selected:
Exodus 13: ქბსვ
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: