YouVersion Logo
Search Icon

Esther (Hebrew) 1

1
1ეს მოხდა ახაშვეროშის დროს, იმ ახაშვეროშისა#1:1 ბერძნ. ქსერქსე, რომელიც 127 ქვეყანაზე მეფობდა ინდოეთიდან ვიდრე ქუშამდე#1:1 ქუში ბერძნ. ეთიოპია.#ეზრ 4:6. 2როდესაც ის თავის სამეფო ტახტზე იჯდა ციხე-ქალაქ შუშანში, 3თავისი მეფობის მესამე წელს მან ნადიმი გაუმართა ყველა თავის მთავარსა და კარისკაცს. სპარსეთისა და მიდიის მხედართმთავრები, დიდებულები და სამთავროთა განმგებლებიც მის წინაშე ისხდნენ. 4იგი უჩვენებდა თავისი სამეფოს დიდ სიმდიდრეს და თავისი სიდიადის ბრწყინვალებას და მშვენიერებას მრავალ დღეს, 140 დღეს.
5ეს დღეები რომ ჩათავდა მეფემ ყველა იმ ხალხს, ვინც, სატახტო ქალაქ შუშანში იმყოფებოდა, დიდიდან პატარამდე, შვიდდღიანი ნადიმი გაუმართა მეფის სასახლის ბაღში. 6მარმარილოს სვეტებს შორის ვერცხლის რგოლებზე ბისონის ძოწეული ზონრებით თეთრი და ცისფერი ფარდები ეკიდა; ოქროსა და ვერცხლის ტახტები იდგა მწვანე, თეთრ, ყვითელ და შავ მარმარილოს იატაკზე. 7სასმელს ოქროს აზარფეშებით სვამდნენ, ნაირ-ნაირი სასმისებით; სამეფო ღვინო უხვად იყო, მეფის სიუხვისამებრ. 8და სვამდნენ წესიერად, დაუძალებლად, რადგან ასე ჰქონდა დადგენილი მეფეს თავისი სახლთუხუცესებისათვის, რათა თითოეულის სურვილისამებრ მოქცეულიყვნენ. 9და ვაშთი დედოფალმაც გამართა ბანოვანთათვის ნადიმი მეფე ახაშვეროშის სასახლეში.
10და მეშვიდე დღეს, როცა ღვინით მოილხინა მეფის გულმა, მან უბრძანა მეჰუმანს, ბიზთას, ხარბონას, ბიგთას, აბაგთას, ზეთარს და ქარქასს – შვიდ საჭურისს, რომელნიც მეფე ახაშვეროშის წინაშე მსახურობდნენ, 11მოეყვანათ მეფის წინაშე ვაშთი დედოფალი სამეფო გვირგვინით, რათა ეჩვენებინათ ხალხისა და მთავრებისათვის მისი სილამაზე, რადგან მშვენიერი სანახავი იყო იგი. 12მაგრამ არ ინება ვაშთი დედოფალმა მისვლა მეფის ბრძანებაზე, რაც საჭურისთა პირით ეუწყა მას. ძლიერ გაგულიდა მეფე და რისხვით აენთო.
13და ჰკითხა მეფემ დრო-ჟამთა მცოდნე ბრძენკაცებს, რადგან მეფეს ჩვეულებად ჰქონდა, რჩევა ეკითხა რჯულისა და სამართლის ყოველი მცოდნისათვის; 14რომელთა შორისაც იყვნენ: ქარშენა, შეთარი, ადმათა, თარშიში, მერესი, მარსენა და მემუქანი – სპარსეთისა და მიდიის შვიდი მთავარი, მეფის პირის მხილველნი, სამეფოში პირველ ადგილზე მსხდომნი: 15რჯულის მიხედვით, რა უნდა ვუყოთო ვაშთი დედოფალს, რომ არ შეასრულაო მეფე ახაშვეროშის ბრძანება, რაც საჭურისთა პირით ეუწყაო? 16და თქვა მემუქანმა მეფისა და მთავართა წინაშე: არა მარტო მეფის წინაშე დააშავაო ვაშთი დედოფალმა, არამედ ყველა მთავრისა და ხალხის წინაშეც, ვინც კი მეფე ახაშვეროშის სამეფოებში ცხოვრობენ. 17რადგან მიუვათ დედოფლის ამბავი ქალებს და ისინიც აითვალწუნებენ თავიანთ ქმრებს და იტყვიან: მეფე ახაშვეროშმა ბრძანა მის წინაშე მოეყვანათ ვაშთი დედოფალი, მაგრამ არ ეახლაო იგი. 18და დღესვე სპარსეთისა და მიდიის ბანოვანები, რომელნიც შეიტყობენ დედოფლის ამბავს, ასევე შეეპასუხებიან მეფის ყველა მთავარს, ბევრი დამცირება და წყენა შეგვხვდება. 19თუ მეფე ინებებს, გასცეს მეფური ბრძანება და ჩაიწეროს იგი სპარსეთისა და მიდიის რჯულში და არ შეიცვალოს, რომ ვაშთი აღარ შევიდეს მეფე ახაშვეროშის წინაშე; ხოლო მისი დედოფლობა მეფემ სხვას გადასცეს, მასზე უკეთესს. 20როცა გაიგებენ მეფის ამ დადგენილებას, რომელიც გავრცელდება მთელ მის სამეფოში, თუმცა კი უვრცელესია იგი, ყველა ცოლი, ბანოვანიდან დაწყებული მდაბიომდე, პატივისცემით მოეპყრობა თავის ქმარს.
21და მოეწონათ ეს სიტყვა მეფეს და მთავრებს, და მოიქცა მეფე მემუქანის სიტყვისამებრ, 22და დაუგზავნა წერილები თავის სამთავროებს – თითეულ სამთავროს თავისი დამწერლობით, თითეულ ხალხს თავის ენაზე, რათა ყოველი კაცი ბატონი ყოფილიყო თავის სახლში, და რომ ეს ყველას გამოსცხადებოდა მის ბუნებით ენაზე.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy