YouVersion Logo
Search Icon

Nehemiah 13

13
1იმ დღეს წაკითხულ იქნა მოსეს წიგნი ხალხის გასაგონად და ნახეს მასში დაწერილი, რომ ყამონელი და მოაბელი უკუნისამდე არ უნდა შევიდეს ღვთის კრებულში,#რჯ 23:3-5. 2რადგან არ შეეგებნენ ისინი ისრაელის ძეთ პურითა და წყლით, არამედ მოისყიდეს ბალაამი მათ წინააღმდეგ, რათა დაეწყევლა ისინი, მაგრამ ჩვენმა ღმერთმა ის წყევლა კურთხევად აქცია.#რცხ 22:1-6. 3და ეს რჯული რომ მოისმინეს, გამოყვეს ყოველი შერეული ხალხი ისრაელიდან.
4და ამის წინ ელიაშიბ მღვდელმა, ტობიას ახლობელმა, ჩვენი ღვთის სახლის ოთახებზე მიჩენილმა, 5ტობიას ის დიდი ოთახი მოუწყო, სადაც უწინ ინახავდნენ ხოლმე საძღვნოს, საკმეველს, ჭურჭლეულს, ხორბლის, მაჭრის და ზეთის მეათედს, რაც დაწესებული იყო ლევიანთათვის, მგალობელთათვის, კარისმცველთათვის და მღვდლების შესაწირავისათვის. 6ამ დროს მე იერუსალიმში არ ვიყავი, რადგან ბაბილონის მეფის ართახშასთას 32-ე წელს ვეახელი მეფეს. რამოდენიმე ხნის შემდეგ დავეთხოვე მეფეს. 7დავბრუნდი იერუსალიმს და შევიტყვე იმ ბოროტების შესახებ, ელიაშიბს რომ გაეკეთებინა ტობიასთვის ღვთის სახლის ეზოებში ოთახის მიცემით. 8ძალიან მეწყინა ეს და ოთახიდან გამოვყარე ტობიას სახლის ყველა ნივთი. 9და ვუბრძანე, გამოესუფთავებინათ ის ოთახები. და დავაბრუნე იქ ღვთის სახლის ჭურჭელი, პურეულის საძღვნო და გუნდრუკი.
10და შევიტყვე, რომ ლევიანებს თავიანთი წილი არ ეძლეოდათ და ლევიანები და მგალობელნი, რომლებიც საქმეს უძღვებოდნენ, გადახვეწილები იყვნენ თავ-თავიანთ მინდვრებში.#რჯ 12:19. 11და ვეჩხუბე მოხელეებს და ვუთხარი: „რატომ არის მიტოვებული ღვთის სახლი?“ და შევკრიბე ისინი, და დავაყენე თავ-თვიანთ ადგილებზე. 12და მთელმა იუდამ დაიწყო ხორბლის, მაჭრისა და ზეთის ნაათალის მოტანა საკუჭნაოებში.#მიქ 3:10. 13საკუჭნაოების მეუნჯეებად დავნიშნე შელემია მღვდელი, ცადოკ მწიგნობარი და ფედაია ლევიანი, და მათთან იყო ხანანი, ძე ზაქურისა, მათანიას ძისა, რადგან ისინი სანდოებად იყვნენ მიჩნეული, და მათი მოვალეობა იყო ძმებისათვის განაწილება. 14ამის გულისათვის გამიხსენე, ჩემო ღმერთო, და ნუ წაშლი ქველ საქმეებს, ღვთის სახლისათვის და მისი სამსახურისათვის რომ გამიკეთებია.
15და იმ დღეებში დავინახე, რომ იუდაში შაბათობით ყურძენს წურავდნენ საწნახელში; ძნას ეზიდებოდნენ; სახედრებს ჰკიდებდნენ, როგორც ღვინოს, ყურძენს და ლეღვს, ასევე ყველანაირ საპალნეს, და ყველაფერი ეს მოჰქონდათ იერუსალიმში შაბათ დღეს. და გავაფრთხილე ისინი იმ დღეს, როცა ხორაგეულს ჰყიდდნენ.#გამ 20:8-10; რჯ 5:12-14; იერ 17:21,22. 16და ცორელები სახლობდნენ იერუსალიმში და მოჰქონდათ თევზი და ყოველნაირი გასაყიდი და შაბათობით ასყიდებდნენ იუდაელებს, თვით იერუსალიმშიც კი. 17და ვეჩხუბე იუდას დიდებულებს და ვუთხარი მათ: „რა არის ეს ბოროტი საქმე, თქვენ რომ სჩადიხართ და ბღალავთ შაბათ დღეს? 18განა ასე არ იქცეოდნენ თქვენი მამები, და განა ჩვენმა ღმერთმა არ მოავლინა ყველა ეს უბედურება ჩვენზე და ამ ქალაქებზე? თქვენ კი შაბათის შებღალვით უმატებთ მის რისხვას ისრაელზე!“
19როდესაც იერუსალიმის კარიბჭესთან ჩამობნელდა, შაბათის დადგომამდე, ვუბრძანე კარებები ჩაეკეტათ და განკარგულება გავეცი, არ გაეღოთ ისინი, ვიდრე შაბათის მომდევნო დილა არ დადგებოდა. და ჩემი მსახურნი დავაყენე კარიბჭეებთან, რომ ტვირთი არ შემოსულიყო შაბათ დღეს. 20სოვდაგრებმა და ნაირ-ნაირი საქონლით მოვაჭრეებმა ერთი-ორჯერ იერუსალიმის გარეთ გაათიეს ღამე. 21და გავაფრთხილე ისინი და ვუთხარი მათ: „რად ათევთ ღამეს ქალაქის კედლის წინ? თუ კიდევ ასე მოქცეულხართ, ხელს აღვმართავ თქვენზე.“ და მას აქეთ აღარ მოსულან შაბათობით. 22და ვუბრძანე ლევიანებს, რომ განწმედილიყვნენ, მოსულიყვნენ და დაეცვათ კარიბჭეები, რათა წმიდად შეენახათ შაბათი დღე. ესეც გამიხსენე, ღმერთო ჩემო, და შემიწყალე შენი დიდი წყალობისამებრ.
23იმავე დღეებში ვნახე იუდაელები, რომელთაც აშდოდელი, ყამონელი და მოაბელი ქალები ჰყავდათ მოყვანილი.#გამ 34:11-16; რჯ 7:1-5. 24და ამიტომაც მათი ძენი ნახევრად აშდოდურად ლაპარაკობდნენ ან სხვადასხვა ხალხთა ენებზე, და იუდეური ლაპარაკი არ შეეძლოთ. 25ვეჩხუბე მათ, ვწყევლე, ვურტყი ზოგიერთ კაცს და ვაგლიჯე თმა, ღმერთი დავაფიცე და ვუთხარი: „არ გაატანოთ თქვენი ასულები მათ ვაჟებს და ნურც თქვენს ვაჟებს მოუყვანთ მათ ასულებს და ნურც თქვენ მოიყვანთ! 26ამ ამბებზე არ იყო, რომ შესცოდა სოლომონმა, ისრაელის მეფემ? მრავალ ხალხს შორის არ ყოფილა ისეთი მეფე, და უყვარდა იგი თავის ღმერთს და დაადგინა იგი ღმერთმა მეფედ მთელ ისრაელზე, მაგრამ ისიც აცდუნეს უცხოელმა ქალებმა!#2მფ 12:24,25; 3მფ 11:1-8. 27სად გაგონილა ამდენი ბოროტრბის კეთება და ამოდენა ცოდვის ჩადენა ჩვენი ღმერთის წინააღმდეგ, უცხოელ ცოლებთან წოლით?“
28იეჰოიადაყის, ელიაშიბ მღვდელმთავრის ძის ვაჟთაგან ერთ-ერთი იყო ხორონელი სანბალატის სიძე; თავიდან მოვიშორე იგი.#ნეე 4:1. 29გაუხსენე მათ, ღმერთო ჩემო, რადგან მათ შებღალეს მღვდელთა და ლევიანთა აღთქმა.
30და განვწმიდე ისინი ყოველივე უცხოურისაგან და დავუწესე მოვალეობანი მღვდლებს და ლევიანებს, თითოეულს თავისი საქმე. 31ვიზრუნე შეშისა და პირველნაყოფების დაწესებულ დროზე მოტანისათვის. გამიხსენე მე, ღმერთო ჩემო, სასიკეთოდ!

Currently Selected:

Nehemiah 13: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy