YouVersion Logo
Search Icon

Daniel (Hebrew) 1

1
1იუდას მეფე იეჰოიაკიმის მბრძანებლობის მესამე წელს წამოვიდა ბაბილონის მეფე, ნაბუქოდონოსორი, იერუსალიმზე და ალყაში მოიქცია ის.#4მფ 24:1; 2ნშ 36:5-7. 2ხელში ჩაუგდო მას უფალმა იუდას მეფე იეჰოიაკიმი, და ღვთის ტაძრის ჭურჭლეულის ნაწილი. ჭურჭლეული მან გააგზავნა შინყარის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში, და მის საგანძურში შეიტანა.#4მფ 20:17,18; 24:10-16; 2ნშ 36:10; ესა 39:7,8. 3უთხრა მეფემ აშფენაზს, თავის საჭურისთა მთავარს, რომ სურდა მისთვის მიეგვარა ტყვე ისრაელიანთაგან მეფური შთამომავლობისა და დიდებულთა მოდგმის ყმაწვილები, 4რომელთაც არ ექნებოდათ არავითარი ფიზიკური ხინჯი, იქნებოდნენ შესახედავად სანდომიანი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი, რომლებიც შეძლებდნენ სამეფო კარზე სამსახურს, და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლას. 5და დაუწესა მეფემ ყოველდღიური ულუფა სამეფო სუფრიდან და იმ ღვინისა, თავად რომ სვამდა; და ბრძანა სამ წელიწადს ეწვრთნათ ისინი და შემდეგ წარედგინათ მის წინაშე. 6მათ შორის იუდაელ ყმაწვილთაგან იყვნენ: დანიელი, ხანანია, მიშაელი და ყაზარია. 7სახელები შეუცვალა მათ საჭურისთა მთავარმა: დანიელს ბელტეშაცარი უწოდა, ხანანიას – შადრაქი, მიშაელს – მეშაქი, ყაზარიას – ყაბედ-ნეგო. 8დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმინდურებულიყო სამეფო სუფრის საჭმელებითა და იმ ღვინით მეფე რომ სვამდა, და სთხოვდა საჭურისთა მთავარს, მიეცა ნება, რომ არ გაუწმინდურებულიყო. 9ღმერთი დანიელს აძლევდა მადლსა და წყალობას საჭურისთა მთავრის წინაშე, 10და უთხრა საჭურისთა მთავარმა დანიელს: „მეშინია ჩემი ბატონი მეფისა, რომელმაც თავად განაწესა, რა უნდა ჭამოთ და რა უნდა სვათ; თუ ის დაინახავს, რომ თქვენი სახე თქვენი ასაკის სხვა ყმაწვილებზე უფრო გამხდარია, ამით თქვენ მე დამდებთ ბრალს მეფის წინაშე.“ 11უთხრა დანიელმა მწდეს, რომელსაც საჭურისთა მთავარმა ჩააბარა დანიელი, ხანანია, მიშაელი და ყაზარია: 12„მოდი, ათი დღის მანძილზე გამოსცადე შენი მსახურნი, რომ საჭმელად ბოსტნეული მოგვცენ და სასმელად – წყალი. 13მერე კი ნახე ჩვენი პირისახე და პირისახე იმ ყმაწვილებისა, სამეფო ულუფაზე რომ იქნებიან, და მერე, როგორც გენებოს, ისე მოგვექეცი შენს მსახურთ.“ 14მანაც დაუჯერა მათ და ათი დღე სცდიდა. 15ათი დღე რომ გავიდა, აღმოჩნდა, რომ ისინი შესახედად უფრო ლამაზები და ჯანსაღები ჩანდნენ, ვიდრე ის ყმაწვილები, რომლებიც სამეფო ულუფაზე იყვნენ. 16ამიტომ მწდეს უკან მიჰქონდა მათი ულუფა და მათი დასალევი ღვინო და ბოსტნეულსღა უტოვებდა. 17მოჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ცოდნა და წვდომა ყველა წიგნისა და სიბრძნისა, ხოლო დანიელს, ამას გარდა, მისცა ხილვებისა და სიზმრების ახსნის უნარი. 18როცა ამოიწურა ვადა, რომელიც მეფემ ისრაელიან ყმაწვილთა მის წინაშე წარსადგენად დანიშნა, საჭურისთა მთავარმა ისინი ნაბუქოდონოსორის წინაშე წარადგინა. 19და ესაუბრა მათ მეფე და მათ შორის არავინ აღმოჩნდა დანიელის, ხანანიას, მიშაელისა და ყაზარიას ბადალი. და ჩადგნენ ისინი მეფის სამსახურში. 20და დარწმუნდა მეფე, რომ ყოველგვარ სიტყვასა, სიბრძნესა და ცოდნაში, რაშიც ის მათ სცდიდა, ისინი მისი სამეფოს ყველა გრძნეულსა და ჯადოქარზე ათჯერ უფრო გონიერნი იყვნენ. 21და იყო დანიელი მსახურად კიროსის მეფობის პირველ წლამდე.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy