YouVersion Logo
Search Icon

Ezekiel 48

48
1და ეს არის ტომთა სახელები. ჩრდილოეთის კიდიდან ხეთლონის გზის გასწვრივ, ხამათისა და ხაცარ-ყენანის მიმართულებით – დამასკოს საზღვარი ჩრდილოეთის ხამათის გასწვრივ – მხარე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ეკუთვნის დანს – ერთი ტომი. 2დანის საზღვართან, აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, ეს არის ერთი წილი აშერისა. 3აშერის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, ეს არის ერთი წილი ნაფთალისა. 4ნაფთალის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე ეს არის ერთი წილი მანაშესი. 5და მანაშეს საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, ეს არის ერთი წილი ეფრემისა. 6და ეფრემის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, ეს არის ერთი წილი რეუბენისა. 7და რეუბენის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, ეს არის ერთი წილი იუდასი. 8და იუდას საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, ეს იქნება შესაწირავი ნაკვეთები, რომელსაც შესწირავთ: სიგანით 25 ათასი წყრთა და სიგრძით, ერთ-ერთი სხვა წილის ტოლი, აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე; და იქნება საწმიდარი მასში. 9და ნაკვეთი, რომელსაც შესწირავთ თქვენს უფალს, იქნება სიგრძით 25 ათასი წყრთა და სიგანით 10 ათასი. 10და ეს წმიდა ნაკვეთი მღვდლებს უნდა ეკუთვნოდეს, ჩრდილოეთით 25 ათასი წყრთა და დასავლეთით – სიგანე 10 ათასი და აღმოსავლეთით – სიგანე 10 ათასი და სამხრეთით – სიგრძე 25 ათასი წყრთა. და იქნება უფლის საწმიდარი მის შიგნით. 11ეს არის განწმედილ მღვდელთათვის, ცადოკის ძეთაგან, რომელთაც აღმისრულეს მოვალეობა და რომელნიც არ განმიდგნენ ისრაელის ძეთა განდგომისას, როგორც განმიდგნენ ლევიანები, 12იქნება მათთვის შესაწირი ქვეყნის შესაწირიდან წმიდათა წმიდა – ლევიანთა საზღვართან. 13და ლევიან მღვდელთა საზღვრის გასწვრივ – 25 ათასი წყრთა სიგრძით და 10 ათასი წყრთა სიგანით, მთელი სიგრძე 25 ათასი წყრთა და სიგანე – 10 ათასი წყრთა. 14და ვერ გაყიდიან მისგან და ვერ გაცვლიან და ვერ გადასცემენ ქვეყნის ნათავარს, რადგან წმიდაა უფლისათვის. 15და დანარჩენი 5 ათასი წყრთა სიგანით და 25 ათასი სიგრძით არის სადაგი ადგილი ქალაქის დასასახლებლად და მისი სანახებისთვის, და შუაში იქნება ქალაქი. 16და ესაა მისი ზომები: ჩრდილოეთით – 4 500 წყრთა, სამხრეთით – 4 500, აღმოსავლეთით – 4 500 და დასავლეთით – 4 500. 17და იქნება სანახები ქალაქისა ჩრდილოეთით – 250 წყრთა, სამხრეთით – 250, აღმოსავლეთით – 250 და დასავლეთით 250 წყრთა. 18და დარჩენილი სიგრძე წმიდა შეწირულების გასწვრივ – 10 ათასი წყრთა აღმოსავლეთით და – 10 ათასი დასავლეთით. და იქნება ეს წმიდა შეწირულების გასწვრივ, და იქნება მისი მოსავალი ქალაქის მშრომელთა გამოსაკვებად. 19იმუშავებენ ქალაქში მშრომელები ისრაელის ყოველი ტომიდან. 20მთელი შეწირული ნაკვეთი სიგრძით – 25 ათასი წყრთა სიგანით – 25 ათას წყრთაზე, კვადრატი, შესწირეთ ეს წმიდა ნაკვეთი ქალაქის საკუთრებასთან ერთად.
21დანარჩენი კი მთავრისა იქნება წმიდა ნაკვეთისა და ქალაქის საკუთერების ორივე მხარეს; ნაკვეთის გასწვრივ – 25 ათასის გაყოლებაზე აღმოსავლეთის საზღვრამდე და დასავლეთით 25 ათასის გაყოლებაზე დასავლეთის საზღვართან – წილების შესაბამისად – მთვარისაა, ისე რომ, წმიდა ნაკვეთი და საწმიდარი მის შუაგულში იქნება. 22და ლევიანთა საკუთრებიდან და ქალაქის საკუთრებიდან იმ ნაწილის შიგნით, რომელიც მთავრისაა, იუდას საზღვარსა და ბენიამინის საზღვარს შორის, მთავრისათვის იქნება. 23დანარჩენი ტომებიდან, აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ერთი ნაკვეთი ბენიამინს. 24ბენიამინის საზღვართან აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ერთი ნაკვეთი სიმეონს. 25სიმეონის საზღვრის გვერდით აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ერთი ნაკვეთი ისაქარს. 26ისაქარის საზღვრის გვერდით აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ერთი ნაკვეთი ზებულუნს. 27ზებულუნის საზღვრის გვერდით აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ერთი ნაკვეთი გადს. 28გადის საზღვრის გვერდით სამხრეთის საზღვრისაკენ სამხრეთით იქნება საზღვარი თამარიდან მერიბათ-კადეშის წყლამდე, დიდ ზღვამდე. 29ეს არის ქვეყანა, რომელსაც გაანაწილებთ წილისყრით ისრაელის ტომების სამკვიდრებლიდან და ესენია ქალაქის კარიბჭენი, – ამბობს უფალი ღმერთი.
30და ესენია ქალაქის გასასვლელები: ჩრდილოეთის მხრიდან – 4500 წყრთა.#გცხ 21:12,13. 31ქალაქის კარიბჭეები ისრაელის ტომთა სახელებით იწოდება; სამი კარიბჭე ჩრდილოეთით – ერთი რეუბენის კარიბჭე, ერთი იუდას კარიბჭე, ერთი ლევის კარიბჭე. 32და აღმოსავლეთის მხარეს 4 500 წყრთა; სამი კარიბჭე: იოსების კარიბჭე, ბენიამინის კარიბჭე და დანის კარიბჭე. 33სამხრეთის მხარეს 4500 წყრთა; სამი კარიბჭე: ერთი სიმეონის კარიბჭე, ერთი ისაქარის კარიბჭე, ერთი ზებულუნის კარიბჭე. 34დასავლეთის მხარეს 4 500 წყრთა; და მათი კარიბჭეები სამი: გადის კარიბჭე, აშერის კარიბჭე და ნაფთალის კარიბჭე. 35ირგვლივ 18 000 წყრთა. და ქალაქის სახელი იმ დღიდან იქნება: უფალი სუფევს იქ.

Currently Selected:

Ezekiel 48: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy