YouVersion Logo
Search Icon

2 Kings 1

1
1და განუდგა მოაბი ისრაელს ახაბის სიკვდილის შემდეგ. 2და გადმოვარდა ახაზია სარკმლიდან თავისი ზემოთვალისა, სამარიაში რომ ჰქონდა, და დასნეულდა. და გაგზავნა მოციქულები და დააბარა: წადით და დაეკითხეთ ბაყალ-ზებუბს, ყეკრონის ღმერთს, მოვრჩები თუ არა ამ სნეულებისგანო? 3უფლის ანგელოზმა უთხრა ელია თიშბელს: „წადი, და დახვდი სამარიის მეფის მოციქულებს და უთხარი: ‘ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან, მიდიხართ სამკითხაოდ?’ 4ამიტომაც ასე ამბობს უფალი: ‘ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე.’“ და წავიდა ელია. 5და დაბრუნდნენ მოციქულები მეფესთან და უთხრა მათ: „რატომ დაბრუნდით?“ 6და უთხრეს: „კაცი გამოვიდა ჩვენს შესახვედრად და გვითხრა: ‘წადით, დაბრუნდით მეფესთან, რომელმაც გამოგაგზავნათ, და უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან აგზავნი საკითხავად? ამიტომაც ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე.’“ 7ჰკითხა მათ: „როგორ გამოიყურებოდა ის კაცი, წინ რომ შემოგხვდათ და ეს სიტყვები გითხრათ?“ 8და უთხრეს მას: „ბანჯგვლიანია ის კაცი და წელზე ტყავის ქამარი არტყია.“ და თქვა: „ეს ელია თიშბელია.“#მთ 3:4; მრკ 1:6. 9და მიუგზავნა მას ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და როცა ის მასთან ავიდა, აჰა, მთის თხემზე ზის ელია. და უთხრა მას: „ღვთისკაცო! მეფე გიბრძანებს: ძირს ჩამოდიო.“ 10და მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქათ შენცა და შენი ორმოცდაათეულიც.“ და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა ის და მისი ორმოცდაათეული.#ლკ 9:54. 11და კვლავ მიუგზავნა მეფემ სხვა ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და მიუგო და უთხრა მას: „ღვთისკაცო! ასე ბრძანებს მეფე: სასწრაფოდ ჩამოდიო.“ 12და მიუგო ელიამ და უთხრა: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქათ შენცა და შენი ორმოცდაათეულიც.“ და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა ის და მისი ორმოცდაათეული. 13და მესამედ მიუგზავნა მეფემ ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და ავიდა მესამე ორმოცდაათისთავი და მუხლი მოიყარა ელიას წინაშე, შეევედრა მას და უთხრა: „ღვთისკაცო! ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს და ამ ორმოცდაათის, შენი მსახურის, სიცოცხლეს შენს თვალში. 14აჰა, ციდან ჩამოიჭრა ცეცხლი და შთანთქა ორი წინა ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. ახლა ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს შენს თვალში.“ 15და უთხრა უფლის ანგელოზმა ელიას: „ჩაჰყევი, ნუ გეშინია მისი.“ და ადგა ელია და ჩავიდა მასთან ერთად მეფესთან. 16და უთხრა მას: „ასე ამბობს უფალი: რაკი ბაყალ-ზებუბთან, ყეკრონის ღმერთთან გააგზავნე მოციქულები სამკითხაოდ, თითქოს არ ყოფილიყოს ისრაელში ღმერთი, რომ დაჰკითხებოდი მის სიტყვას, ამიტომაც ვერ ადგები მაგ საწოლიდან, სადაც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები.“ 17და მოკვდა კიდეც უფლის სიტყვისამებრ, როგორც თქვა ელიამ. და მის ნაცვლად იორამი, ახაზიას ძმა გამეფდა იუდას მეფის, იოშაფატის ძის – იორამის მეორე წელს, რადგან მას ძე არ ჰყოლია. 18და ახაზიას დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

Currently Selected:

2 Kings 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy