YouVersion Logo
Search Icon

2 Kings 2

2
1როცა უფალი ელიას ცად აყვანას აპირებდა ქარბორბალათი, ელია გილგალიდან გადიოდა ელისესთან ერთად. 2და უთხრა ელიამ ელისეს: „აქ დარჩი, რადგან ბეთელში მაგზავნის უფალი.“ მაგრამ ელისემ უპასუხა: „უფლისა და შენმა სიცოცხლემ, რომ მე შენ არ მიგატოვო.“ და წავიდნენ ბეთელში. 3გამოვიდნენ ბეთელის წინასწარმეტყველთა ძენი ელისესკენ და უთხრეს: „იცი, რომ დღეს უფალი წაიყვანს შენს ბატონს შენგან, ზემოთ?“ ელისემ უთხრა: „ვიცი, ვიცი; თქვენ იყუჩეთ.“ 4და კვლავ უთხრა მას ელიამ: „ელისე! აქ დარჩი, რადგან იერიხოში მაგზავნის უფალი.“ მაგრამ ელისემ უპასუხა: „უფლისა და შენმა სიცოცხლემ, რომ მე შენ არ მიგატოვო.“ და წავიდნენ იერიხოში. 5და მიადგა ელისეს იერიხოს წინასწარმეტყველთა ძეთა გუნდი და უთხრეს: „იცი, რომ დღეს უფალი წაიყვანს შენს ბატონს შენგან, ზემოთ?“ ელისემ უთხრა: „ვიცი, ვიცი; თქვენ იყუჩეთ.“ 6და უთხრა მას ელიამ: „აქ დარჩი, რადგან იორდანეზე მაგზავნის უფალი.“ მაგრამ ელისემ უპასუხა: „უფლისა და შენმა სიცოცხლემ, რომ მე შენ არ მიგატოვო.“ და წავიდნენ ორივენი. 7და წამოვიდა 50 კაცი წინასწარმეტყველთა ძეთაგან და მოშორებით დადგა, მათ პირდაპირ. ეს ორნი კი იორდანეს პირას იდგნენ. 8და აიღო ელიამ თავისი ხალენი, დაახვია და დაჰკრა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი მშრალად გავიდნენ. 9როცა გაღმა გავიდნენ, უთხრა ელიამ ელისეს: „მთხოვე, რა გაგიკეთო, ვიდრე ავმაღლდებოდე შენგან.“ და თქვა ელისემ: „სული, შენში რომ არის, ორმაგად გადმოვიდეს ჩემზე.“#რჯ 21:17. 10და უთხრა: „ძნელს რასმე ითხოვ. თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებისას, აგისრულდება, თუ ვერა და, არ აგისრულდება.“ 11და როცა მასლაათით მიდიოდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს, და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი. 12და უყურებდა ელისე და მისძახოდა: „ჩემო მამავ, ჩემო მამავ! ისრაელის ეტლო და მხედრობავ!“ და მეტად აღარ დაუნახავს იგი. და ხელში აიღო თავისი სამოსელი და ორად გაგლიჯა.#4მფ 13:14. 13და აიღო ხალენი, ელიას რომ ჩამოუვარდა, და უკან გაბრუნდა და იორდანეს ნაპირას ჩამოჯდა. 14და აიღო ხალენი, ელიას რომ ჩამოუვარდა, დაჰკრა წყალს და თქვა: „სად არის უფალი, ელიას ღმერთი?“ და როცა დაჰკრა წყალს და შუა გაიპო წყალი, გაღმა გავიდა ელისე. 15და შორიდან დაინახეს იგი იერიხოს წინასწარმეტყველთა ძეთ და თქვეს: „ელიას სული გადმოვიდა ელისეზე.“ და მიეგებნენ და მიწამდე დაუკრეს თავი. 16და უთხრეს: „აჰა, 50 მარჯვე კაცი გვყავს შენს მსახურთ. თუ გინდა, წავლენ და მოგიძებნიან შენს ბატონს. იქნებ უფლის სულმა აიტაცა და სადმე მთაში ან ხევში ჩამოაგდო.“ და მიუგო ელისემ: „ნუ გაგზავნით.“ 17არ მოეშვნენ, და თავი რომ მოაბეზრეს, უთხრა: გაგზავნეთო. და გაგზავნეს 50 კაცი. და სამ დღეს ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს. 18და მობრუნდნენ ელისესთან, რომელიც იერიხოში იჯდა. და უთხრა მან: „ხომ გეუბნებოდით, ნუ წახვალთ-მეთქი.“ 19და უთხრეს იმ ქალაქის მცხოვრებლებმა ელისეს: „კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს, როგორც თავად ხედავს ჩვენი ბატონი, მაგრამ ცუდი წყალია აქ და უნაყოფო მიწა.“ 20და თქვა: „მომეცით უხმარი თასი და მარილი ჩაყარეთ შიგ.“ და მისცეს. 21ავიდა წყლის სათავესთან და ჩაყარა მარილი, და თქვა: „ასე ამბობს უფალი: მე ვკურნავ ამ წყალს; ამიერიდან აღარ მოიტანსო ის სიკვდილსა და უნაყოფობას.“ 22და დღემდე განკურნებულია ეს წყალი ელისეს სიტყვით, რომელიც წარმოთქვა მან. 23ელისე იქიდან ბეთელისაკენ დაიძრა. აღმართს რომ შეუყვა, პატარა ბიჭები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასცინოდნენ და მისძახოდნენ: „ქაჩალ, ქაჩალ გაიქეც!“ 24ელისემ უკან მოიხედა, დაინახა ისინი და უფლის სახელით დასწყევლა. და გამოვიდა ტყიდან ორი დათვი და დაფლითეს მათგან 42 ბავშვი. 25და იქიდან ქარმელის მთისკენ წავიდა და კვლავ სამარიაში დაბრუნდა.

Currently Selected:

2 Kings 2: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy