Sirach (Ecclesiasticus) 41
41
1ო, სიკვდილო, რა მწარეა შენი გახსენება ადამიანისათვის, მშვიდად რომ ცხოვრობს თავის სამყოფელში; უზრუნველი და უბედნიერესი კაცისათვის, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია სმა-ჭამით ტკბობა. 2ო, სიკვდილო, საამურია შენი განაჩენი გაჭირვებული, ძალადაწრეტილი, მიხრწნილი და ზრუნვით შეურვებული, სასომიხდილი და თმენადაკარგული კაცისთვის. 3ნუ გეშინია სიკვდილის განაჩენისა, გაიხსენე შენი წინაპარნი და შთამომავალნი. 4ესაა უფლის განაჩენი ყოველი ხორციელის მიმართ; მაშ, რად ეურჩები იმას, რაც ესათნოება უფალს? რა ათი, ან ასი, თუ ათასი წელი? – საიქიოში არ აღირიცხება სიცოცხლის ჟამი. 5ცოდვილთა შვილნი საძულველნი არიან და ურჯულოთა ხშირი სტუმარნი. 6ცოდვილთა შვილების სამკვიდრო გაპარტახდება და სამუდამო სირცხვილი იქნება მათ შთამომავალთა ხვედრი. 7ურჯულო მამებს შვილები გმობენ, რადგან მათ გამო ჩაცვივან სირცხვილში. 8ვაი თქვენ, ურჯულონო, რომელთაც დაუტევეთ უზენაესი ღვთის რჯული. 9როცა იბადებით, შესაჩვენებლად იბადებით, და როცა კვდებით, შეჩვენებაა თქვენი ხვედრი. 10ყოველივე, რაც მიწიდანაა, მიწად მიიქცევა; ასევე ურჯულონიც – შეჩვენდებიან წარსაწყმედად. 11ადამიანები თავიანთ სხეულებს გლოვობენ, ხოლო ცოდვილთა უკეთური სახელიც კი წარიხოცება. 12იზრუნე სახელზე, რადგან ის უფრო დიდხანს იქნება შენთან, ვიდრე ათასობით დიდი საგანძური ოქროსი. 13კეთილდღეობის დღეები დათვლილია, კეთილი სახელი კი სამარადისოდ რჩება. 14მშვიდობით შეინახეთ შეგონება, შვილებო; დაფარული სიბრძნეც ფუჭია და უჩინარი განძიც. 15თავისი სიბრიყვის დამფარველი კაცი სჯობს თავისი სიბრძნის დამფარველს. 16მე გეტყვით, რისი უნდა გრცხვენოდეთ, რადგანაც ყოველგვარი სირცხვილის შენახვა როდია კარგი, და ყველაფერი ყველას მიერ ჭეშმარიტებით როდი ფასდება.
17გრცხვენოდეთ დედ-მამის წინაშე უზნეობისა, და სიცრუისა – წინამძღოლისა და მბრძანებლის წინაშე. 18დანაშაულისა მსაჯულისა და მთავრის წინაშე, და ურჯულოებისა – საკრებულოს და ხალხის წინაშე; 19უსამართლობისა ნაცნობ-მეგობართა წინაშე, და ქურდობისა – მეზობლების წინაშე; ამისვე გრცხვენოდეს ღვთის სიმართლისა და აღთქმის წინაშე; აგრეთვე სუფრაზე იდაყვით დაყრდნობისა; 20სიცრუისა ვალის აღებისას თუ დაბრუნებისას, და დუმილისა მის წინაშე, ვინც გესალმებათ; 21მეძავის ცქერისა, და ნათესავისაგან პირის ბრუნებისა; 22წილისა თუ ძღვნის წართმევისა, და გათხოვილი ქალის მიმართ გულისთქმისა; 23საკუთარ მოახლესთან არშიყობისა – ახლოს არ გაეკარო მის საწოლს. 24მეგობრებისადმი ყვედრებისა, და გაცემის შემდეგ – დამადლებისა; 25ჭორის გამეორებისა, და დაფარულ სიტყვათა გამჟღავნებისა; 26და იქნები ჭეშმარიტად მოკრძალებული და ყველას სიყვარულს მოიპოვებ.
Currently Selected:
Sirach (Ecclesiasticus) 41: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: