Sirach (Ecclesiasticus) 40
40
1დიდი გაჭირვების გადატანა უწერია ყოველ ადმიანს, და მძიმეა ადამის ძეთა უღელი დედის მუცლიდან მათი გამოსვლის დღიდან იმ დღემდე, როცა ყოველთა დედას უბრუნდებიან. 2საშინელია მათთვის ფიქრი იმაზე, თუ რა მოელით და თავზარსა სცემთ აღსასრულის დღე, 3ტახტზე მორჭმით მჯდომარიდან მოყოლებული მიწად და მტვრად დამდაბლებულამდე, 4ძოწეულით მოსილი გვირგვინოსნიდან ჯვალოთი შემოსილამდე; ყველას გულშია რისხვა, ეჭვი, შფოთი და ღელვა, სიკვდილის შიში, მტრობა და მძვინვარება. 5სარეცელზე მოსვენებით მწოლარესაც ღამის ძილი უშფოთებს გონებას. 6მცირე ხნით ან საერთოდ ვერ ჰპოვებს სიმშვიდეს და ძილშიაც ისევე ფხიზლობს, როგორც დღისით, მოჩვენებებით შეძრწუნებული ბრძოლის ველიდან ოტებულის მსგავსად. 7უსაფრთხოების ჟამს გაიღვიძებს და უკვირს, რომ არაფერია საშიში. 8ამ დღეშია ყველა ხორციელი, ადამიანიდან პირუტყვამდე, მაგრამ ცოდვილებს შვიდმაგად უმძიმთ. 9სიკვდილი და სისხლი, შუღლი და მახვილი, უბედურება და შიმშილი, ურვა და შოლტი, 10ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა.
11ყოველივე, რაც მიწიდანაა, მიწადვე მიიქცევა; წყლისმიერი კი ზღვას უბრუნდება. 12ყოველგვარი ქრთამი და უსამართლობა წარიხოცება, რწმენა კი იდგება საუკუნოდ. 13უსამართლოთა ავლადიდება ნაკადივით დაიწრიტება, და როგორც გრგვინვა თავსხმისას, გადაიქუხებს. 14ხელგაშლილი გაიხარებს, ბრალეულნი კი საბოლოოდ წარწყმდებიან. 15უღვთოთა ნაშიერნი ვერ გაიმრავლებენ რტოებს, და უწმინდური ფესვები სალ კლდეშია გადგმული. 16წყლისა და მდინარის ნაპირთა ისლი ყველა ბალახზე უწინარეს აღმოიფხვრება. 17მადლი სამოთხესავით კურთხეულია და მოწყალება საუკუნოდ რჩება. 18საამურია თვითკმარისა და მაშვრალის სიცოცხლე, მაგრამ განძის მპოვნელისა ორივეზე უმჯობესია. 19შვილების ყოლა და ქალაქის შენება უკვდავყოფენ სახელს, მაგრამ უმწიკვლო ცოლი გიჯობს ერთსაც და მეორესაც. 20ღვინო და მუსიკა გულს ახარებენ, მაგრამ სიბრძნის სიყვარული ჩრდილავს ორივეს. 21სალამური და ბარბითი სიტკბოს ჰმატებენ სიმღერას, მაგრამ ტკბილი ენა ორივეზე უმჯობესია. 22სილამაზე და მომხიბვლელობა სასურველია თვალისათვის, მაგრამ ჯეჯილის სიმწვანე ორივეზე უამესია. 23მეგობარი და ამხანაგი ხანდახან ხვდებიან ერთმანეთს, ცოლ-ქმარი კი განუყრელია. 24ძმები და მფარველები – გასაჭირის ჟამს, მაგრამ მოწყალება ორივეზე უფრო მხსნელია. 25ოქრო და ვერცხლი განამტკიცებს ნაბიჯს, მაგრამ კეთილი რჩევა ორივეზე საიმედოა. 26სიმდიდრე და ძალა ამაღლებენ გულს, მაგრამ უფრო მეტად – შიში უფლისა; უფლის მოშიშს არაფერი მოაკლდება და არც შემწეობის ძებნა სჭირდება. 27უფლის შიში კურთხეული სამოთხეა და ყოველგვარ დიდებაზე უკეთ იფარავს მოშიშს. 28შვილო, ნუ იცხოვრებ მათხოვრის ცხოვრებით, რადგანაც მათხოვრობა სიკვდილზე უარესია. 29რა ცხოვრებაა მისი ცხოვრება, ვისაც სხვისი სუფრისკენ გაურბის თვალი, – სულს შეიბილწავს სხვისი ხორაგით; გონიერი და ზრდილი კაცი კი ამის ნებას არ მისცემს თავს. 30ურცხვის პირში მოწყალების თხოვნა თითქოს ტკბება, მაგრამ ცეცხლივით უდაგავს შიგანს.
Currently Selected:
Sirach (Ecclesiasticus) 40: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: