Sirach (Ecclesiasticus) 37
37
1ყველა მეგობარს შეუძლია თქვას, მეგობარი ვარო, მაგრამ ზოგი მხოლოდ სახელითაა მეგობარი. 2განა სიკვდილივით სამწუხარო არ არის, როცა ამხანაგი და მეგობარი მტრად გექცევა? 3ო, ბოროტმზრახველობავ, საიდან შემოგვეპარე, რომ მთელი ხმელეთი მზაკვრობით დაგეფარა? 4მეგობარი ხარობს მეგობრის სიხარულით, მისი მწუხარების ჟამს მის წინააღმდეგ აღიძვრის. 5მეგობარი მეგობარს ეხმარება შრომაში სტომაქისთვის, ხოლო ომის დროს ფარს დასწვდება. 6ნუ ამოშლი მეგობარს შენი სულიდან და ნუ დაივიწყებ, როდესაც გილხინს. 7ყველა მრჩეველი საკუთარ რჩევას აქებს, მაგრამ ზოგი მხოლოდ თავისდა სასარგებლოდ იძლევა რჩევას. 8მრჩეველისაგან დაიცავ სული; ჯერ გამოიცანი, რა ნებავს: ხომ შეიძლება თავისთვის სასარგებლო რამ გირჩიოს, შენზე კი წილი ყაროს 9და გითხრას: სწორ გზას ადგახარ. მერე კი ჩაგისაფრდეს, რომ დაინახოს, რა შეგემთხვევა. 10რჩევას ნუ ჰკითხავ ქვებუდანას და შენს მოშურნეთ დაუფარე განზრახვა.
11ნუ ითათბირებ ქალთან მის მოცილეზე და ჯაბანთან – ომზე, ვაჭართან – გაცვლა-გამოცვლაზე და მყიდველთან – გაყიდვაზე, მოშურნესთან – მადლიერებაზე და უწყალოსთან – ქველმოქმედებაზე, ზარმაცთან – ამა თუ იმ საქმეზე და ერთი წლით დაქირავებულთან – სამუშაოს დასრულებაზე; არანაირი ბჭობისას არ ენდო მათ. 12მხოლოდ ღვთისმოსავ კაცთან იქონიე საქმე, ვისზედაც შეიტყობ, რომ მტკიცედ იცავს მცნებებს, ვისი სულიც ეთანხმება შენსას, და თუ დაეცი, შენთან ერთადვე ივალალებს. 13მიჰყევი შენი გულის რჩევას, რადგანაც მასზე უფრო სანდო არავინა გყავს. 14კაცის სული ზოგჯერ მეტს გვაუწყებს, ვიდრე მაღლა მსხდომი შვიდი მეთვალყურე. 15მაგრამ ამასთანავე ევედრე უზენაესს, რომ სიწრფელით წარმართოს შენი გზა. 16ყოველგვარი საქმის დასაბამი განსჯაა, ყველა მოქმედებაზე უწინარესი კი – რჩევა. 17გულის ცვალებადობის კვალი ოთხ მდგომარეობას გვიჩვენებს: 18სიკეთეს და ბოროტებას, სიცოცხლესა და სიკვდილს; ყოველთვის კი ენა მბრძანებლობს. 19ზოგი კაცი გაწაფულია, ვინ მოსთვლის, რამდენსა მოძღვრავს, მაგრამ თავისთვის კი ღმერთს არ უქნია. 20ზოგი სიტყვით იჩემებს ბრძნობას, მაგრამ საძულველია და არავითარი საზრდო არ ეღირსება, 21რადგან უფლისგან არ მიეცა მადლი და ყოველგვარ სიბრძნეს მოკლებულია. 22ზოგი ბრძენია თავისივე თავისთვის, და მისი ცოდნის ნაყოფი მის ბაგეზე უფრო სარწმუნოა. 23ბრძენკაცი თავის ხალხს აღზრდის, და სანდოა მისი ცოდნის ნაყოფი. 24ბრძენკაცი კურთხევით აღივსება და მას ნეტარად შერაცხავს ყველა მხილველი. 25კაცის სიცოცხლე დღეების რიცხვით განისაზღვრება, მაგრამ ურიცხვია ისრაელის დღენი. 26ბრძენი თავისი ხალხის ნდობას მოიხვეჭს და საუკუნოდ იცოცხლებს მისი სახელი. 27შვილო, სიცოცხლეში გამოსცადე შენი სული; ნახე, რა არის მისთვის ცუდი და ერიდე მას. 28რადგანაც ყველაფერი როდი რგებს ყველას და არც ყველა სულისთვისაა სასიკეთო ყოველი. 29გაუმაძღარი ნუ იქნები განცხრომისას და სასმელ-საჭმელს ნუ დაეხარბები. 30რადგანაც ნაყროვნება სნეულების მიზეზია და გაუმაძღრობას მუცლის გვრემა მოსდევს. 31ბევრი გადაჰყოლია გაუმაძღრობას, თავშეკავებული კი სიცოცხლეს იხანგრძლივებს.
Currently Selected:
Sirach (Ecclesiasticus) 37: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: