Sirach (Ecclesiasticus) 36
36
1შეგვიწყალე, ღმერთო, სამყაროს მბრძანებელო, მოგვხედე და ყველა ხალხს მოუვლინე შენი შიში. 2აღმართე შენი ხელი უცხო ხალხებზე, რათა იხილონ შენი ძალა. 3როგორც შენი სიწმიდე ცხადყავი ჩვენში მათ თვალწინ, ასევე ცხადყავ შენი სიდიადეც მათ შორის ჩვენს თვალწინ. 4დაე, შეიცნონ, როგორც ჩვენ შევიცანით, რომ არ არის სხვა ღმერთი შენს გარდა, უფალო. 5განაახლე ნიშნები და კვლავ მოახდინე სასწაულები, განადიდე შენი ხელი და მარჯვენა მკლავი. 6აღმართე მძვინვარება და აფრქვიე რისხვა, შემუსრე მოშუღარი და წარხოცე მტერი. 7დააჩქარე დრო და გახსოვდეს ფიცი, დაე, განაცხადონ დიადი საქმეები შენნი. 8მძვინვარე ცეცხლმა შთანთქას, ვინც კი გადაგირჩება და მოისრან შენი ხალხის მჩაგვრელნი. 9შემუსრე მტრების წინამძღოლთა თავები, რომ გაიძახიან, არავინ არისო ჩვენს გარდა. 10შეკრიბე იაკობის ყოველი ტომი და შენს სამკვიდროდ აქციე, როგორც იყო დასაბამიდან. 11შეიწყალე, უფალო, ხალხი, შენი სახელით წოდებული, და ისრაელი, პირმშოდ რომ შეგირაცხავს. 12შეიწყალე შენი სიწმიდის ქალაქი, იერუსალიმი, შენი სავანე. 13აღავსე სიონი შენი სიქველის ქებით და შენი ხალხი – შენი დიდებით. 14მიეც დასტური დასაბამით შენს მიერ შექმნილთ და აღმართე წინასწარმეტყველებანი შენი სახელით. 15მიეცი ჯილდო, ვისაც შენი იმედი აქვს; დაე, გამართლდნენ შენი წინასწარმეტყველნი. 16ყურად იღე, უფალო, ვედრება შენი მსახურებისა, აარონის თანახმად, რომელმაც აკურთხა შენი ხალხი. 17შეიცნოს ყველამ მთელი დედამიწის ზურგზე, რომ შენ ხარ უფალი, საუკუნეთა ღმერთი. 18კუჭი ყოველგვარ საჭმელს იღებს, მაგრამ არის საჭმელი საჭმელზე უმჯობესი. 19როგორც სასა გრძნობს გარეული ფრინველის კერძს, ისე გონიერი გული – ცრუ სიტყვებს. 20ცბიერი გული მწუხარებას იწვევს, მაგრამ მრავალნაცადი კაცი სანაცვლოს მიაგებს მას.
21ქალი ყველა კაცს იღებს ქმრად, მაგრამ არის ქალწული ქალწულის მჯობი. 22ქალის სილამაზე ამხიარულებს სახეს და კაცისთვის ყველაზე სასურველია; 23თუ მისი სიტყვაც თბილია და ტკბილი, მისი ქმარი უბედნიერესია კაცთა შორის. 24ვისაც ცოლი მოჰყავს, კეთილდღეობას უყრის საფუძველს, შესაფერ შემწეს და სიმშვიდის საყუდარს იძენს. 25სადაც არ არის ზღუდე, იქ ქონებას იტაცებენ, ხოლო სადაც არ ტრიალებს ქალი, კაცის ხვედრი ოხვრაა და ხეტიალი. 26ვინ ენდობა იარაღასხმულ ავაზაკს, ქალაქიდან ქალაქში რომ დაძრწის? 27ასე კაციც, რომელსაც ბუდე არა აქვს, და სადაც დაუღამდება, იქ ეძებს სადგურს.
Currently Selected:
Sirach (Ecclesiasticus) 36: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: