YouVersion Logo
Search Icon

Romans 9

9
1ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არა ვცრუობ, ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმიდაში, 2რომ დიდია ჩემი მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტკივილი. 3ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმებისთვის, ჩემს ხორციელ თვისტომთათვის, 4რომელნიც ისრაელის ძენი არიან და ეკუთვნით შვილება და დიდება, აღთქმა და რჯულმდებლობა, მსახურება და დაპირება. #გამ 4:22. 5მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული. ამინ.
6მაგრამ ისე არაა, რომ თითქოს ღმერთის სიტყვა დაეცა, რადგან ვინც ისრაელისაგან არის, ყველა ისრაელი როდია. 7და ყველა, ვინც აბრაამის შთამომავალია, როდია მისი შვილი, რადგან ნათქვამია: „ისააკისგან დაერქმევა სახელი შენს ნაშიერს.“ #დაბ 21:12. 8ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღმერთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან ნაშიერად. 9რადგან ასეთია აღთქმის სიტყვა, როგორც ნათქვამია: „ამ დროს მოვალ და სარას ეყოლება ძე.“ #დაბ 18:10. 10არა მხოლოდ ეს, არამედ ასევე იყო, როდესაც რებეკას ჩაესახა ამ ერთისაგან, ჩვენი მამის, ისააკისაგან, 11რადგან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი ორი შვილი და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, კარგი ან ცუდი, რომ ღმერთის განზრახვით არჩევანი უკვე გაკეთებული იყო, 12არა საქმეთაგან, არამედ მომწოდებლისაგან ეთქვა მას: „უფროსი დაემონება უმცროსს.“ #დაბ 25:23. 13როგორც წერია: „შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე.“ #მიქ 1:2,3.
14თუ ასეა, რაღა ვთქვათ? ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც! 15რადგან მოსეს ეუბნება: „ვინც მსურს შევიწყალო, შევიწყალებ, და ვინც მსურს შევიწყნარო, შევიწყნარებ.“ #გამ 33:19. 16ამრიგად, ეს დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ მოწყალე ღმერთზე. 17რადგან წერილი ეუბნება ფარაონს: „სწორედ ამისათვის დაგაყენე შენ, რომ შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა, რათა განითქვას ჩემი სახელი მთელ დედამიწაზე.“ #გამ 9:16. 18ამრიგად, ვისაც სურს, შეიწყალებს, და ვისაც სურს, გააჯიუტებს.
19შენ მეტყვი: „მაშ, რაღას გვდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგება წინ?“ 20ვინ ხარ შენ, ო, ადამიანო, ღმერთს რომ ედავები? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: „რატომ შემქმენი ასე?“ #ესა 29:16; 45:9. 21ნუთუ მეთუნეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ თავისი მოზელილი თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო? 22მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელებით ითმენს დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს, 23რათა გამოაჩინოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად, 24ჩვენზე, რომელთაც მოგვიწოდა არა მარტო ებრაელთაგან, არამედ წარმართთაგანაც? 25როგორც ოსიას წიგნშიც ამბობს: „არა ჩემს ერს ვუწოდებ ჩემს ერს და არა საყვარელს – საყვარელს.“ #ოს 2:23. 26და იმ ადგილას, სადაც მათ ეთქვათ: „ჩემი ერი არა ხართ თქვენ, – იქ ეწოდებათ მათ ცოცხალი ღმერთის ძენი.“ #ოს 1:10.
27ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელის ძეთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს, მხოლოდ ნაწილი გადარჩება. #ესა 10:22,23. 28თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყოვნებლივ შეასრულებს უფალი დედამიწაზე.“ 29და როგორც თქვა ესაიამ წინასწარ: „უფალ საბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენი ნაშიერი, სოდომელებივით ვიქნებოდით და გომორელებს დავემსგავსებოდით.“ #ესა 1:9.
30მაშ, რაღა ვთქვათ? წარმართებმა, რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ, მიიღეს სიმართლე, სიმართლე რწმენისაგან. 31ხოლო ისრაელმა, რომელიც სიმართლის რჯულს ეძებდა, ვერ მიაღწია სიმართლის რჯულს. 32რატომ? იმიტომ რომ, რწმენაში კი არ ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში. დაბრკოლდნენ დაბრკოლების ლოდზე, 33როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში დაბრკოლების ლოდს და ცდუნების კლდეს და მის მორწმუნეთაგან არავინ შერცხვება.“ #ესა 28:16.

Currently Selected:

Romans 9: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in