Romans 10
10
1ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღმერთისადმი ისრაელისათვისაა, რათა გადარჩნენ. 2ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღმერთისადმი, მაგრამ არასწორი შემეცნების საფუძველზე. 3რადგან ღმერთის სიმართლე ვერ შეიცნეს და ცდილობდნენ საკუთარი სიმართლის დადგენას.
4ხოლო ქრისტე არის რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.
5მოსე რჯულის სამართალზე წერს, რომ მისი შემსრულებელი ადამიანი მისით იცოცხლებს. #ლევ 18:5. 6ხოლო რწმენისმიერი სამართლიანობა ასე ამბობს: „ნუ იტყვი შენს გულში: ვინ ავა ზეცაში?“ – ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად. #რჯ 30:12-14. 7ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ – ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად. 8მაგრამ რას ამბობს იგი? – „ახლოა შენთან სიტყვა, შენს პირშია და შენს გულში,“ – ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ. 9იმიტომ რომ, თუ შენი პირით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები. 10რადგან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო პირით აღიარებენ გადასარჩენად. 11რადგან წერილი ამბობს: „არავინ, ვისაც სწამს იგი, არ შერცხვება.“ #ესა 28:16. 12ამაში არ არის განსხვავება ებრაელსა და წარმართს შორის, რადგან ერთი უფალია ყველაზე. ის უხვია ყველასათვის, ვინც მას მოუხმობს. 13რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება. #იოლ 2:32.
14მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ ის, ვისზეც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე? 15და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილნი არ არიან? როგორც წერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფეხნი!“ #ესა 52:7. 16მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება, რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?“ #ესა 53:1. 17ამრიგად, რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან.
18მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ სმენიათ? პირიქით: „მთელ ქვეყანას მოედო მათი ხმა და დედამიწის კიდეებს – მათი სიტყვები.“ #ფს 18:5. 19მაგრამ ვამბობ: ნუთუ ისრაელმა არ იცოდა? პირველი მოსე ამბობს: „შურს აღვძრავ თქვენში ერით, რომელიც არ არის ერი, განგარისხებთ უგუნური ერით.“ #რჯ 32:21. 20ხოლო ესაია გაბედულად ამბობს: „მიპოვეს მათ, ვინც არ მეძებდა. გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა.“ #ესა 65:1. 21ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ჩემს ხელებს ურჩი და გაუგონარი ხალხისაკენ.“ #ესა 65:2.
Currently Selected:
Romans 10: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013