YouVersion Logo
Search Icon

Philippians 4

4
1ამრიგად, ჩემო საყვარელო და სასურველო ძმებო, ჩემო სიხარულო და გვირგვინო, იდექით ასე უფალში, საყვარელნო.
2ევოდიას მოვუწოდებ და სვინტიქეს მოვუწოდებ, ერთი ფიქრი ჰქონდეთ უფალში. 3შენც გთხოვ, ერთგულო მეგობარო,#4:3 ან: ერთგულო სიზიგევ. დაეხმარო მათ, რომელნიც იღწვოდნენ ჩემთან ერთად სახარებაში, კლემენტოსთან და სხვა ჩემს თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელები სიცოცხლის წიგნშია.
4იხარეთ უფალში მარადის. კიდევ ვიტყვი: იხარეთ! 5თქვენი თავმდაბლობა ცნობილი იყოს ყველა ადამიანისათვის. უფალი ახლოა. 6არაფერზე იზრუნოთ, არამედ მადლობით ყოველ ლოცვასა და ვედრებაში აუწყეთ თქვენი სათხოვარი ღმერთს. 7და ღმერთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.
8დაბოლოს, ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც სამართლიანია, რაც წმიდაა, რაც სათნოა, რაც სასახელოა, რაც სიქველეა და საქებარია, იმაზე იფიქრეთ. 9რაც ისწავლეთ და მიიღეთ და მოისმინეთ ჩემგან და რაც დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.
10მე კი დიდად გავიხარე უფალში, რომ ბოლოს გააცხოველეთ ჩემზე ზრუნვა. უწინაც ზრუნავდით, მაგრამ ჟამი არ გიწყობდათ ხელს. 11გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას, რადგან ვისწავლე კმაყოფილი ვიყო იმით, რაც მაქვს. 12ვიცი გაჭირვება და ვიცი სიუხვე, შეჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: გაძღომას და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას. 13ყველაფერი შემიძლია ჩემს განმაძლიერებელში. 14ხოლო თქვენ კარგად მოიქეცით, ჩემი გასაჭირი რომ გაიზიარეთ.
15თქვენც ხომ იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დაწყებისას, როცა მაკედონიიდან გამოვედი, არც ერთმა ეკლესიამ არ გაიზიარა ჩემთან მიღება და გაცემა, თქვენს გარდა. #2კო 11:9. 16თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა, ერთი-ორჯერ, #საქ 17:1. 17არა იმიტომ, რომ ძღვენს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც თქვენს სასარგებლოდ მრავლდება. 18მივიღე ყოველივე და უხვად მაქვს. კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე ეპაფროდიტესაგან თქვენს მიერ გამოგზავნილი კეთილსურნელება, საამური მსხვერპლი, ღმერთის სასურველი. #გამ 29:18. 19ჩემი ღმერთი კი დააკმაყოფილებს თქვენს ყოველ საჭიროებას, თავისი სიმდიდრისამებრ, დიდებით ქრისტე იესოში. 20ღმერთს და ჩვენს მამას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
21მოიკითხეთ ყველა წმიდა ქრისტე იესოს სახელით. მოგიკითხავენ ჩემთან მყოფი ძმები. 22მოგიკითხავთ ყველა წმიდა და განსაკუთრებით კეისრის სახლიდან. 23უფალი იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან! ამინ.

Currently Selected:

Philippians 4: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in