Philippians 3
3
1დაბოლოს, ჩემო ძმებო, იხარეთ უფალში. თქვენდამი ერთი და იმავეს მოწერა არ მეზარება, თქვენთვის კი გამხნევებაა. 2ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ბოროტ მუშაკებს, ერიდეთ დაცვეთას, 3რადგან წინადაცვეთილობა ჩვენ ვართ – სულით მსახურნი ღმერთისა და ქრისტე იესოში მოქადულნი და ხორცის არამოიმედენი. 4თუმცა ხორცის იმედიც მაქვს. თუ სხვა ვინმეს ხორცის იმედი აქვს, მე – მით უმეტეს, 5წინადაცვეთილი მერვე დღეს, ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელი ებრაელთაგან, რჯულით ფარისეველი, #რომ 11:1; საქ 23:6; 26:5. 6შურით მდევნელი ეკლესიისა, რჯულის სიმართლით, უმწიკვლოდ მყოფი. #საქ 8:3; 22:4; 26:9-11. 7მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისათვის.
8დიახ, პირიქით, ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის, ქრისტე იესოს ცოდნის უპირატესობისთვის, რის გამოც ყველაფერი დავკარგე და ნაგვად მივიჩნიე, რათა ქრისტე შევიძინო 9და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რაც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც არის ქრისტეს რწმენის მეშვეობით, რწმენაზე დაფუძნებული ღმერთის სიმართლით, 10რათა შევიცნო იგი და მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში თანაზიარება, მის სიკვდილთან მსგავსებით, 11რათა როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.
12არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე ან უკვე სრულყოფილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, ვინძლო მივწვდე, როგორც მე მომწვდა ქრისტე იესო. 13ძმებო, არ ვფიქრობ, რომ უკვე მივწვდი. ერთია, რასაც ვიქმ: ვივიწყებ, რაც ჩემს უკან არის, და ველტვი, რაც ჩემს წინ არის. 14ვილტვი მიზნისაკენ, ღმერთის ზეგარდმო მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში. 15ამიტომ ჩვენს შორის სრულნი ასე ვაზროვნებთ, და თუ თქვენ სხვანაირად აზროვნებთ, ამასაც ღმერთი გამოგიცხადებთ. 16ოღონდ, რასაც მივაღწიეთ, უნდა ვიდგეთ იმაზე.
17იყავით ჩემი მბაძავნი, ძმებო, და უყურეთ მათ, ვინც ამგვარად იქცევა, რის მაგალითადაც ჩვენ გყავართ. #1კო 4:16; 11:1. 18რადგან ბევრნი, ვისზეც ხშირად მითქვამს თქვენთვის და ახლაც ცრემლიანი გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები. 19მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი მათ სირცხვილშია. ისინი მიწიერზე ფიქრობენ. 20ჩვენი მოქალაქეობა კი ზეცაშია, საიდანაც ველით მაცხოვარს, უფალ იესო ქრისტეს, 21რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს გარდაქმნის თავისი დიდების სხეულის თანახატად, იმ ძალისხმევით, რომელიც შეაძლებინებს მას ყოველივე დაიმორჩილოს.
Currently Selected:
Philippians 3: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: