Philippians 2
2
1ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის რაიმე სალბუნი სიყვარულისა, თუ არის რაიმე მოზიარეობა სულისა, თუ არის რაიმე თანაგრძნობა და შეწყალება, 2სრულქმენით ჩემი სიხარული, რათა ერთსა და იმავეს ფიქრობდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყოთ ერთსულოვანნი, და ერთაზროვანნი. 3არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან ამპარტავნებით, არამედ თავმდაბლად ერთმანეთი საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ. 4თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც. 5თქვენშიც იგივე აზრები იყოს, რაც ქრისტე იესოში. 6რომელიც ღმერთის ხატება იყო და მიტაცებად არ თვლიდა ღმერთის თანასწორად ყოფნას, 7მაგრამ დაიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, ადამიანთა მსგავსი გახდა და კაცის სახე მიიღო, 8დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე. 9ამიტომ ღმერთმა აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი. 10რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი ზეციერისა, მიწიერისა და ქვესკნელისა, #ესა 45:23. 11და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, – მამა ღმერთის სადიდებლად.
12ამრიგად, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი, არა მარტო ჩემი თქვენთან ყოფნისას, არამედ უფრო მეტად ახლა, ჩემი არყოფნის დროს, შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად. 13ღმერთი აამოქმედებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც სათნოებისათვის.
14ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ, 15რათა იყოთ უმწიკვლონი და უბრალონი, ღმერთის უმანკო შვილები მრუდსა და უკუღმართ თაობაში, რომლის შორისაც ანათებთ ქვეყნიერებაზე, როგორც მნათობნი, #რჯ 32:5. 16სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, ჩემს სასიქადულოდ ქრისტეს დღეს, რომ ფუჭად არ ვისწრაფვოდი და ამაოდ არ ვიღწვოდი. 17მაგრამ თუ ჩემი სისხლი დაიღვრება მსხვერპლად და ღვთისმსახურებად თქვენი რწმენისათვის, მიხარია და ვხარობ თქვენთან ერთად. 18ასევე თქვენც იხარეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად.
19იმედი მაქვს უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ ტიმოთე, რათა მეც გავმხნევდე თქვენი ამბის შეტყობით. 20რადგან მასავით არავინა მყავს გულთან ასე ახლოს, ასე ბეჯითად რომ ზრუნავდეს თქვენზე. 21რადგან ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია. 22თქვენ იცით მისი გამოცდა, რომ როგორც მამას შვილი, ისე მემსახურებოდა სახარებისათვის. 23იმედი მაქვს, რომ გამოგიგზავნით, როგორც კი ვნახავ, როგორ იქნება ჩემი საქმე. 24მჯერა უფალში, რომ თავადაც მალე მოვალ თქვენთან.
25საჭიროდ მივიჩნიე უკან გამოგიგზავნოთ ეპაფროდიტე, ჩემი ძმა, თანამშრომელი და თანამებრძოლი, თქვენი გამოგზავნილი და მსახური ჩემს საჭიროებაში. 26რადგან ძალიან სურდა ყველა თქვენგანის ხილვა და შეწუხდა, რომ შეიტყვეთ მისი ავადმყოფობა. 27რადგან ავად გახდა და სიკვდილის პირზეც იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ის და არა მარტო ის, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ დამრთვოდა. 28ამიტომ ვიჩქარე მისი გამოგზავნა თქვენთან, რათა მისი ხილვით კვლავ გაგეხარათ, და მეც მწუხარე არ ვიყო. 29მაშ, მიიღეთ იგი ყოველგვარი სიხარულით უფალში და პატივში გყავდეთ მისთანები, 30რადგან ქრისტეს საქმისათვის სიკვდილს მიუახლოვდა და საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე, რათა შეევსო ჩემს მიმართ თქვენი სამსახურის დანაკლისი.
Currently Selected:
Philippians 2: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: