Numbers 1
1
1ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში, საკრებულო კარავში, მეორე თვის პირველ დღეს, ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის მეორე წელს, და უთხრა:#რცხ 26:1-51.
2„აღრიცხეთ ისრაელიანთა მთელი თემი მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, ყოველი მამრი სათითაოდ, 320 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი ისრაელიანი შენ და აარონმა აღრიცხეთ მათი ლაშქრების მიხედვით. 4თითოეული ტომიდან თქვენთან იყოლიეთ თითო კაცი, თითოეული თავისი მამისსახლის თავკაცი. 5ეს არის სახელები იმ თავკაცებისა, რომელნიც იქნებიან თქვენთან ერთად: რეუბენიდან ელიცური, ძე შედეურისა; 6სიმეონიდან შელუმიელი, ძე ცურიშადაისა; 7იუდადან ნახშონი, ძე ყამინადაბისა; 8ისაქარიდან ნეთანელი, ძე ცუყარისა; 9ზებულუნიდან ელიაბი, ძე ხელონისა; 10იოსებიანთაგან: ეფრემიდან ელიშამაყი, ძე ყამიჰუდისა; მანაშედან გამალიელი, ძე ფედაცურისა; 11ბენიამინიდან აბიდანი, ძე გიდეონისა; 12დანიდან ახიყეზერი, ძე ყამიშადაისა; 13აშერიდან ფაგეყიელი, ძე ყოქრანისა; 14გადიდან ელიასაფი, ძე დეუელისა; 15ნაფთალიდან ახირაყი, ძე ყენანისა.“
16ესენი იყვნენ არჩეულნი თემიდან, თავკაცნი თავიანთი მამების შტოებისა, ისრაელის ათასისთავები.
17მოიყვანეს მოსემ და აარონმა ეს კაცები, რომლებიც სახელებით იყვნენ ჩამოთვლილი, 18და შეკრიბეს მთელი თემი მეორე თვის პირველ დღეს, და გამოაცხადეს მათ თავიანთი წარმომავლობა, მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლებისა და სახელთა რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყველანი სათითაოდ. 19როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე აღრიცხა მან ისინი სინაის უდაბნოში.
20სულ აღირიცხა რეუბენის, ისრაელის პირმშოს შთამომავალთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ყველა მამაკაცი სათითაოდ, 20 წლიდან და მათზე უფროსნი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, 21რეუბენის ტომში აღირიცხა 46500.
22სიმეონის ძეთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, სათითაოდ, ყოველი მამაკაცი 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი. 23სიმეონის ტომში აღირიცხა 59300.
24გადიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, 25გადის ტომში აღირიცხა 45650.
26იუდას ძეთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, 27იუდას ტომში აღირიცხა 74600.
28ისაქარიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, 29ისაქარის ტომში აღირიცხა 54400.
30ზებულუნიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი ტომების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, 31ზებულუნის ტომში აღირიცხა 57400.
32იოსების ძეთაგან: ეფრემის ძეთაგან მათი საგვარეულოების, მათი ტომების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, 33ეფრემის ტომში აღირიცხა 40500.
34მანაშეანთაგან მათი საგვარეულოების, მათი ტომების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, 35მანაშეს ტომში აღირიცხა 32200.
36ბენიამინიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, 37ბენიამინის ტომში აღირიცხა 35400.
38დანიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, 39დანის ტომში აღირიცხა 62700.
40აშერიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, 41აშერის ტომში აღირიცხა 41500.
42ნაფთალიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, 43ნაფთალის ტომში აღირიცხა 53400.
44ესენი არიან აღრიცხულნი, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა და ისრაელის მთავრებმა – თორმეტმა კაცმა – თითო კაცმა თითო ტომიდან. 45და ყველა აღრიცხული ისრაელიანი, მათი მამისსახლებიდან, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი ისრაელიანი, 46და მთლიანად აღრიცხული იყო 603550. 47ლევიანები მათი მამის ტომების მიხედვით არ აღრიცხულან მათ შორის.
48უთხრა უფალმა მოსეს: 49„მხოლოდ ლევის ტომი არ შეიტანო აღწერაში და არ აღრიცხო ისინი ისრაელიანთა შორის. 50არამედ დაადგინე ლევიანები საკრებულო კარვის მსახურებაზე, მთელ მის აღჭურვილობასა და ყოველივეზე, რაც მასშია. მათ ატარონ კარავი და მთელი მისი მოწყობილობა, და ემსახურონ მას, და კარვის გარშემო დაბანაკდნენ. 51როცა საჭირო იქნება კარვის გადატანა, დაშალონ იგი ლევიანებმა; და კარვის შეჩერებისას დადგან ის ლევიანებმა, უცხო კი, ვინც მას გაეკარება, მოიკლას. 52დაიბანაკონ ისრაელიანებმა, თითოეულმა თავის ბანაკში და თითოეულმა თავის დროშასთან – თავ-თავისი ლაშქრის მიხედვით. 53ლევიანებმა კი დაიბანაკონ საკრებულო კარვის გარშემო, რათა არ მოვიდეს რისხვა ისრაელიანთა თემზე, და იდგნენ ლევიანები საკრებულო კარვის დარაჯად.“ 54და გააკეთეს ისრაელიანებმა ყველაფერი ისე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
Currently Selected:
Numbers 1: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013