Leviticus 27
27
1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 2„მიმართე ისრაელიანთ და უთხარი მათ: თუ ვინმე ასრულებს უფლისადმი მიცემულ აღთქმას, უნდა გადაიხადოს ადამიანის სიცოცხლის ღირებულებით, 3შენი შეფასებით 20 წლიდან 60 წლამდე მამაკაცის ფასი უნდა იყოს 50 შეკელი ვერცხლი, საწმიდრის შეკელით. 4და თუ ქალია, შენი შეფასება იყოს 30 შეკელი. 5თუ ხუთი წლიდან ოც წლამდეა, შენი შეფასება მამაკაცისთვის იყოს 20 შეკელი, ხოლო ქალისთვის 10 შეკელი. 6და თუ ერთი თვიდან ხუთ წლამდეა, შენი შეფასება ბიჭისათვის იყოს ვერცხლის ხუთი შეკელი, ხოლო გოგოსთვის ვერცხლის სამი შეკელი. 7და თუ 60 წლისაა, ან უფრო მეტის, თუ მამაკაცია, შენი შეფასებით იყოს 15 შეკელი, ქალისთვის კი 10 შეკელი. 8თუ ღარიბია აღმთქმელი და არ ძალუძს გადახდა შენი შეფასების მიხედვით, წარუდგინონ მღვდელს და ის შეაფასებს. აღთქმის დამდების ქონების შესაბამისად შეაფასოს მღვდელმა.
9თუ ეს პირუტყვია, რასაც სწირავენ მსხვერპლად უფალს, ყველა შესაწირი წმიდა იყოს. 10არ შეიძლება შეიცვალოს იგი, არ იქნება შენაცვლება კარგისა ცუდით, ან ცუდისა კარგით; და თუ შეცვლის, შეიცვალოს პირუტყვი პირუტყვით, მაშინ იგი და მისი სანაცვლო წმიდა იყოს. 11თუ ეს რომელიმე უწმიდური პირუტყვია, რომელსაც არ სწირავენ მსხვერპლად უფალს, უნდა წარუდგინონ ეს უწმიდური პირუტყვი მღვდელს, 12შეაფასოს მან, კარგია თუ ცუდი, და როგორც შეაფასებს, ისე იყოს. 13თუ გამომსყიდველი გამოისყიდის მას, დაუმატოს მეხუთედი შენს შეფასებას.
14თუ ვინმე შესწირავს თავის სახლს სიწმიდედ უფალს, მღვდელმა შეაფასოს: კარგია თუ ცუდი, როგორც შეაფასებს მას მღვდელი, ისე იყოს. 15თუ შემწირველი თავის სახლს გამოისყიდის, დაუმატოს მეხუთედი ნაწილი ვერცხლისა შენს შეფასებას, და მისი იქნება.
16თუ ვინმე თავისი საკუთარი სამკვიდრებლიდან ყანას მიუძღვნის უფალს, შენი შეფასება მისი ნათესის შესაბამისი იყოს: ერთი ღომორი ქერის ნათესისთვის ვერცხლის 50 შეკელი. 17თუ საიუბილეო წლის წინ შეწირავს ვინმე თავის ყანას, მოხდეს შენი შეფასებისამებრ. 18თუ საიუბილეო წლის შემდეგ შეწირავს ვინმე თავის ყანას, მღვდელმა ვერცხლი დაიანგარიშოს საიუბილე წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით და გამოიქვითება მისი შეფასებიდან. 19და თუ მისი შემწირველი ყანას გამოსყიდვით გამოისყიდის, დაუმატოს ვერცხლის მეხუთედი ნაწილი შეფასებას და მას დარჩება ყანა. 20თუ არ გამოისყიდა ყანა, ან თუ მიჰყიდა ყანა სხვა კაცს, შემდეგ ვეღარ გამოისყიდის. 21საიუბილეო წელს, როცა ყანა უბრუნდება მის პატრონს, ის იქნება უფლის სიწმიდე, მსგავსად დარისხებული ყანისა; ის გახდება მღვდლის სამემკვიდრეო სამფლობელო. 22თუ ნაყიდ ყანას, რომელიც არაა მისი მფლობელობის ყანებიდან, ვინმე მიუძღვნის უფალს, 23მაშინ მღვდელმა გამოუანგარიშოს მას შეფასების ოდენობა საიუბილეო წლამდე, და მისცეს ვერცხლი ამ შეფასების მიხედვით იმავე დღეს, როგორც სიწმიდე უფლისა. 24საიუბილეო წელს კი უბრუნდება ყანა მას, ვისგანაც იყიდა, ვისაც ეკუთვნის იმ მიწის მფლობელობა. 25ყოველი შენი შეფასება იყოს საწმიდრის შეკელით – 20 გერა იყოს შეკელში.
26ხოლო პირველმოგებული პირუტყვისაგან, რომელიც პირმშოობით უკვე ეკუთვნის უფალს, მიძღვნა არავის არ შეუძლია: ნახირიდან იქნება თუ ფარიდან – უფლისაა. 27თუ ეს უწმიდური პირუტყვია, მაშინ გამოსყიდული იქნება შენი შეფასებისამებრ და დაემატება მას მისი მეხუთედი ნაწილი. და თუ არ გამოისყიდება, მაშინ გაიყიდოს შენი შეფასებით.
28ხოლო ყოველი დარისხებული, რომელიც უფლისთვის დაარისხა კაცმა თავისი საბადებლიდან – ადამიანი, თუ პირუტყვი, თუ თავისი წილხვედრი ყანა, ვერც გაიყიდება და ვერც გამოისყიდება. ყოველი დარისხებული წმიდათა წმიდაა, უფლისაა.#რცხ 18:14. 29ყოველი დარისხებული, რაც დარისხებულია ადამიანისაგან, არ გამოისყიდება; სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
30ყოველი მეათედი მიწიდან: მიწის თესლისაგან, ხის ნაყოფისაგან, უფლისაა ის. ეს სიწმიდეა უფლისა.#რცხ 18:21; რჯ 14:22-29. 31თუ ვინმე მოინდომებს, რომ გამოისყიდოს თავისი მეათედი, მაშინ მიუმატოს მის ფასს მეხუთედი ნაწილი. 32ყოველი მეათედი ნახირისა და ფარისა, ყოველი მეათე, რომელიც მწყემსის კომბლის ქვეშ გადის, უფლის სიწმიდეა, 33არ გაირჩეს კარგი და ცუდი, და არ შეიცვალოს იგი. თუ ვინმე შეცვლით შეცვლის მას, ისიც და მისი სანაცვლოც წმიდა იქნება და არ გამოისყიდება.“
34ესაა მცნებანი, რომელნიც ამცნო უფალმა მოსეს ისრაელის ძეთათვის სინაის მთაზე.
Currently Selected:
Leviticus 27: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013