Matthew 8
8
1ხოლო როდესაც მთიდან ჩამოდიოდა, დიდძალი ხალხი მისდევდა უკან. 2და აჰა, მივიდა მასთან კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: „უფალო, თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა.“
3იესომ გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „მსურს, განიწმიდე!“ და მყისვე განიწმიდა იგი თავისი კეთრისაგან. 4ეუბნება მას იესო: „იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, რომელიც ბრძანა მოსემ მათთვის დასამოწმებლად.“#ლევ 14:1-32.
5კაპერნაუმში შესვლისას, ასისთავი მივიდა მასთან, შეევედრა 6და უთხრა: „უფალო, სახლში მსახური მიწევს, დამბლადაცემული, და სასტიკად იტანჯება.“
7იესო ეუბნება: „მოვალ და განვკურნავ მას.“
8და მიუგო ასისთავმა და უთხრა: „უფალო, არა ვარ ღირსი, ჩემს ჭერქვეშ რომ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. 9რადგან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები, წადი! და მიდის. სხვას, მოდი! და მოდის. და ვეუბნები ჩემს მონას, ეს გააკეთე! და აკეთებს.“
10ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა. 11გეუბნებით თქვენ, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ერთად ცათა სასუფეველში.#ლკ 13:29. 12ხოლო სასუფევლის შვილები გაიყრებიან გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.“#მთ 22:13; 25:30; ლკ 13:28.
13და უთხრა იესომ ასისთავს: „წადი და, როგორც გწამს, ისე მოგეგოს.“ და განიკურნა მისი მსახური იმავე საათს.
14მივიდა იესო პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, სიცხით შეპყრობილი. 15შეეხო მის ხელს და გაუარა მას სიცხემ. წამოდგა და ემსახურებოდა მათ. 16ხოლო როდესაც მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა. 17რათა აღსრულებულიყო თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „მან იკისრა ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი.“#ესა 53:4.
18ხოლო როდესაც იესომ თავის გარშემო დიდძალი ხალხი დაინახა, ბრძანა გაღმა გასულიყვნენ. 19მიუახლოვდა მას ერთი მწიგნობარი და უთხრა: „მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ.“
20ეუბნება მას იესო: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ – ბუდეები. კაცის ძეს კი არსად არა აქვს თავის მისადრეკი.“
21ხოლო სხვამ მოწაფეთაგან უთხრა მას: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.“ 22იესო კი ეუბნება მას: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ.“
23ჩაჯდა იგი ნავში და მისი მოწაფეებიც გაჰყვნენ მას. 24და აჰა, ატყდა დიდი ღელვა ზღვაზე, ისეთი, რომ ნავი ტალღებით იფარებოდა. მას კი ეძინა. 25და მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: „უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით.“
26და უთხრა მათ: – რამ შეგაშინათ, მცირედმორწმუნენო? – მერე წამოდგა, შერისხა ქარებს და ზღვას, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება. 27ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც რომ ემორჩილებიან?“
28და როდესაც გაღმა, ღადარენელთა მხარეში მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული, რომლებიც სამარხებიდან გამოვიდნენ, ისეთი მძვინვარენი, რომ ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას. 29და აჰა, ატეხეს ყვირილი: „რა გინდა ჩვენგან, ღმერთის ძეო? ვადაზე ადრე მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?“
30მათგან მოშორებით ძოვდა ღორების დიდი კოლტი. 31ეშმაკები სთხოვდნენ მას: „თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში შეგვიშვი.“
32უთხრა მათ: „წადით!“ ისინიც გამოვიდნენ და შევიდნენ ღორებში. და აჰა, მთელი კოლტი გადაეშვა კბოდედან ზღვაში და წყალში დაიღუპა. 33მწყემსები კი გაიქცნენ, მივიდნენ ქალაქში და მოყვნენ ყველაფერს, რაც ეშმაკეულებს დაემართათ. 34და აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და რომ დაინახეს იგი, სთხოვეს, რომ გასცლოდა მათ საზღვრებს.
Currently Selected:
Matthew 8: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013