Matthew 7
7
1ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ. 2რადგან, როგორი განსჯითაც განსჯით, იმავეთი განისჯებით; და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.#მრკ 4:24. 3რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ? 4ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: ‘მოდი, ამოგიღო თვალიდან წველი’ და აჰა, შენს თვალში კი დირეა! 5თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო წველი შენი ძმის თვალიდან. 6ნუ მისცემთ სიწმიდეს ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და არ შემოგიბრუნდნენ და არ დაგგლიჯონ.
7ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიეთ და ჰპოვებთ. დარეკეთ და გაგეღებათ. 8რადგან ყველა, ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც რეკავს, გაეღება. 9განა არის თქვენს შორის კაცი, რომელსაც საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს? 10ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს? 11მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მით უფრო თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს მათ, ვინც სთხოვს. 12ამიტომ, ყველაფერი, რაც გინდათ, რომ გაგიკეთონ ადამიანებმა, თქვენც ასევე გაუკეთეთ მათ, რადგან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.#ლკ 6:31.
13შედით ვიწრო კარიბჭით, რადგან ფართოა კარიბჭე და განიერია დაღუპვისაკენ მიმავალი გზა, და მრავალნი არიან მასზე მავალნი. 14რადგან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი არიან, ვინც ჰპოვებს მას.
15ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან. 16მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან კუროსთავიდან ლეღვს? 17ამგვარად, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო უკეთური ხე ცუდ ნაყოფს ისხამს. 18არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც უკეთურ ხეს – კარგი ნაყოფის გამოღება. 19ყოველ ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ ისხამს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.#მთ 3:10; ლკ 3:9. 20ამგვარად, მათი ნაყოფით იცნობთ მათ.#მთ 12:33.
21ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ ვერ შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. 22ბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს? და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?’ 23მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მე არასოდეს გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო!’#ფს 6:8.
24ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. 25და მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარეები, დაუბერეს ქარებმა და ეკვეთნენ იმ სახლს. ის კი არ დაეცა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული. 26ხოლო ყველა, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. 27მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარეები, დაუბერეს ქარებმა და ეკვეთნენ იმ სახლს, და დაეცა ის, და ძალზე დიდი იყო მისი დაცემა.“
28და როდესაც იესომ დაასრულა ეს სიტყვები, ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებით,#მრკ 1:22; ლკ 4:32. 29რადგან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი.
Currently Selected:
Matthew 7: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013