Leviticus 8
8
1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 2„აიყვანე აარონი და მისი ძენი მასთან ერთად, და შესამოსელი და საცხებელი ზეთი, და ცოდვის მსხვერპლის მოზვერი, და ორი ვერძი, და კალათი უფუარი პურით. 3და შეკრიბე მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან.“ 4და გააკეთა მოსემ, როგორც უბრძანა უფალმა, და შეიკრიბა თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან. 5და უთხრა მოსემ თემს: „ეს არის სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა შესასრულებლად.“
6და მიიყვანა მოსემ აარონი და მისი ძენი, და განბანა ისინი წყლით 7და შემოსა აარონი სელის კვართით, შემოარტყა სარტყელი და ჩააცვა ზედა სამოსელი, და გადააცვა ეფოდი, და შემოარტყა ეფოდის სარტყელი და იმით მიამაგრა ეფოდი. 8დაადო მას სამკერდული, და დაამაგრა ურიმი და თუმიმი. 9და დაადგა თავზე კიდარი, და კიდარზე წინა მხრიდან მიუმაგრა ოქროს ფირფიტა – სიწმიდის დიადემა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
10და აიღო მოსემ საცხებელი ზეთი და სცხო კარავს და ყოველივეს, რაც მასში იყო, და განწმიდა ის. 11და მიაპკურა მისგან საკურთხეველს შვიდჯერ და სცხო საკურთხეველსა და მის ყოველ ჭურჭელს, და მის საბანელს, და მის კვარცხლბეკს განსაწმედად. 12დაასხა აარონს საცხებელი ზეთი თავზე, და სცხო მას განსაწმედად. 13და მოიყვანა მოსემ აარონის ძენი და შემოსა ისინი კვართით, და შემოარტყა მათ სარტყლები, და დაადგა მათ თავსაბურავები, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
14და მოიყვანა მოზვერი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და დააწყვეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ცოდვის გამოსასყიდ მოზვერს თავზე. 15და დაკლა ის. და აიღო მოსემ სისხლი და წაუსვა საკურთხევლის რქებს ირგვლივ თითით, და წარხოცა ცოდვა სამსხვერპლოდან, და სისხლი დაღვარა საკურთხევლის საძირკველთან და განწმიდა იგი, რათა შეენდო მისთვის. 16და აიღო მოსემ მთელი მუცლის ქონი, და ღვიძლის ყური, და ორივე თირკმელი მათი ქონითურთ, და დააკმია საკურთხეველზე. 17და მოზვერი და მისი ტყავი, მისი ხორცი და მისი ნეხვი დაწვა ცეცხლზე ბანაკს გარეთ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
18და მოიყვანა ვერძი სრულადდასაწველად და დააწყვეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. 19და დაკლა მოსემ და მოაპკურა სისხლი საკურთხევლის ირგვლივ. 20ვერძი ასო-ასო აქნა, და დააკმია თავი და ნაჭრები და ქონი. 21და შიგნეული და ფეხები გარეცხა წყლით. და დაწვა მოსემ მთელი ვერძი საკურთხეველზე. ეს სრულადდასაწველი კეთილსურნელებაა უფლისათვის, იგი საცეცხლო მსხვერპლია, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
22და მოჰგვარა მეორე ვერძი, ხელავსების ვერძი, და დააწყვეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. 23და დაკლა ის. და აიღო მოსემ მისი სისხლი და სცხო აარონს მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელის ცერზე, და მარჯვენა ფეხის ცერზე. 24და მოიყვანა აარონის ძენი, და სცხო მოსემ სისხლი მათ მარჯვენა ფეხის ცერზე, და მოაპკურა მოსემ ეს სისხლი საკურთხევლის ირგვლივ. 25და აიღო ქონი და დუმა, და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა, და ღვიძლის ყური და ორივე თირკმელი მათი ქონითურთ, და მარჯვენა ბეჭი. 26უფუარი პურების კალათიდან, რომელიც უფლის წინაშე იდგა, აიღო მან ერთი უფუარი პურის კვერი და ერთი ზეთიანი პურის კვერი, და ერთი ნამცხვარი, და დაადო ქონს და მარჯვენა ბეჭს. 27დაუწყო ეს ყველაფერი აარონსა და მის ძეებს ხელებზე და შეარხია ისინი შერხევით უფლის წინაშე. 28და აიღო მოსემ ეს მათი ხელიდან და დააკმია საკურთხეველზე სრულადდასაწველითურთ. ეს ხელავსების მსხვერპლია კეთილსურნელება, ეს საცეცხლო მსხვერპლია უფლისათვის. 29აიღო მოსემ მკერდი და მიიტანა და შეარხია იგი უფლის წინაშე. ხელავსების ვერძიდან იყო მოსესთვის ულუფა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
30და აიღო მოსემ საცხებელი ზეთი და სისხლი, რომელიც საკურთხეველზე იყო, და მიაპკურა აარონსა, და მის სამოსელს, და მის ძეთა სამოსელს მასთან ერთად. და განწმიდა აარონი, მისი სამოსელი და მისი ძენი და მის ძეთა სამოსელი მასთან ერთად.
31და უთხრა მოსემ აარონს და მის ძეთ: „მოხარშეთ ეს ხორცი საკრებულო კარვის შესასვლელთან და იქ ჭამეთ პურის მიტანებით, რომელიც ხელავსების კალათშია, როგორც მე მებრძანა, რომ აარონმა და მისმა ძეებმა ჭამონო ის. 32ხოლო ხორცისა და პურის ნარჩენები ცეცხლში დაწვით. 33საკრებულო კარვის შესასვლელს არ გაშორდეთ შვიდ დღეს, ვიდრე არ შესრულდება თქვენი ხელავსების დღეები. რადგან შვიდ დღეს უნდა გრძელდებოდეს თქვენი ხელავსება. 34როგორც დღეს შესრულდა, ასეთი იყო უფლის ბრძანება თქვენს განსაწმედად. 35საკრებულო კარვის შესასვლელთან დარჩით შვიდი დღე და ღამე, და აღასრულეთ უფლის წესი, რათა არ დაიხოცნეთ; რადგან ასე მამცნო უფალმა.“ 36და აღასრულეს აარონმა და მისმა ძეებმა ყოველივე, რაც ბრძანა უფალმა მოსეს მეშვეობით.
Currently Selected:
Leviticus 8: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: