Leviticus 7
7
1ეს არის წესი დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლისა: უწმიდესია ის. 2იმ ადგილას უნდა დაიკლას მსხვერპლი, სადაც სრულადდასაწველის მსხვერპლი იკვლება, და მისი სისხლი უნდა მოეპკუროს საკურთხევლის ირგვლივ. 3მისი ქონი მთლიანად უნდა იქნეს შეწირული: მთელი დუმა და მუცლის ქონი. 4ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, ქონი, რომელიც ბარკლების კუნთებზეა, და ღვიძლის ყური, თირკმელებიანად უნდა მოიკვეთოს. 5დააკმიოს ის მღვდელმა საკურთხეველზე საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის. ეს არის დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი. 6ყოველმა მამრმა მღვდელთა მოდგმიდან უნდა ჭამოს ის. ის უნდა შეიჭამოს წმიდა ადგილზე. უწმიდესია ის.
7როგორც ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს, ისე დანაშაულის მსხვერპლს ერთი წესი აქვს. იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც მისით აღასრულებს განწმედას. 8და თუ მღვდელი სწირავს ამა თუ იმ კაცის სრულადდასაწველს, მაშინ ტყავი სრულადდასაწველისა, რომელიც მან შესწირა, მღვდელს ეკუთვნის. 9და ყოველგვარი პურეულის ძღვენი, რაც ღუმელში ან ქოთანში, ან ტაფაზე ცხვება, მის მიმტან მღვდელს ეკუთვნის. 10ხოლო პურეულის ყოველი სხვა ძღვენი, ზეთში მოზელილი თუ მშრალი, აარონის ყველა ძეს, თანაბრად ეკუთვნის.
11ხოლო ესაა წესი სამშვიდობო მსხვერპლისა, რომელსაც სწირავენ უფალს: 12თუ ვინმეს სამადლობელოდ მოაქვს ის, სამადლობელო მსხვერპლის გარდა უნდა მოიტანოს უფუარი კვერები, ზეთში მოზელილი, და უფუარი ნამცხვრები ზეთწასმული, და ზეთში მოზელილი გამტკიცული პურის ფქვილის ნამცხვრები. 13მადლობის სამშვიდობო მსხვერპლთან ერთად ნამცხვრებს გარდა თავის შესაწირავად შესწიროს საფუარიანი პურის ნამცხვრებიც. 14შესწიროს ყოველი მსხვერპლიდან ერთი ნაწილი, როგორც უფლისადმი აღსამართავი; ის ეკუთვნის მღვდელს, რომელიც აპკურებს სამშვიდობო მსხვერპლის სისხლს. 15და ხორცი სამადლობელო და სამშვიდობო მსხვერპლისა შეიჭამოს მისი შეწირვის დღესვე, მისგან არ დარჩეს არაფერი დილამდე. 16ხოლო თუ აღთქმით ან ნებითაა შეწირული მისი მსხვერპლი, მაშინ მისი შეწირვის დღეს უნდა შეიჭამოს ის; და თუ რამ დარჩება მისგან, მეორე დღესაც შეიძლება მისი ჭამა. 17და თუ მაინც კიდევ დარჩება მსხვერპლის ხორცი, მესამე დღეს ცეცხლში უნდა დაიწვას. 18თუ მესამე დღეს შეჭამენ სამშვიდობო მსხვერპლის ხორცს, ეს არ იქნება კეთილსასურველი, და მის შემწირველს არაფერში ჩაეთვლება იგი: სისაძაგლეა იგი და მისი მჭამელი, ცოდვას დაიდებს.
19ხორცი, რომელიც მოხვდება რაიმე უწმიდურს, არ უნდა იჭამოს, ცეცხლში უნდა დაიწვას. ყოველმა სუფთამ შეიძლება ჭამოს სამსხვერპლო ხორცი. 20ხოლო ვინც შებილწულია და ჭამს სამშვიდობო მსხვერპლის ხორცს, რომელიც უფალს ეკუთვნის, მოიკვეთება თავისი ხალხისაგან. 21და ვინც შეეხება რაიმე უწმიდურს – ადამიანურ სიბილწეს ან უწმიდურ პირუტყვს, ან რაიმე უწმიდურ ქვემძრომს, და შეჭამს უფლის კუთვნილ სამშვიდობო მსხვერპლის ხორცს, მოიკვეთება თავისი ხალხისაგან.“
22და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 23„უთხარი ისრაელიანთ: არ ჭამოთ არავითარი ქონი ხარისა, ცხვრისა და თხისა. 24ქონი მძორისა და ნამხეცავისა შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა საქმეში. ჭამით კი არ ჭამოთ იგი. 25ყოველი მჭამელი იმ პირუტყვის ქონისა, რომელიც უფლის საცეცხლო მსხვერპლად შეიწირება, მოისპობა თავისი ხალხისაგან. 26არ ჭამოთ თქვენს სამყოფებში არავითარი სისხლი, არც ფრინველთა და არც პირუტყვთა.#დაბ 9:4; ლევ 17:10-14; 19:26; რჯ 12:16,23; 15:23. 27ყოველი, ვინც შეჭამს რაიმე სისხლს, მოიკვეთება თავისი ხალხისაგან.“
28და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 29„უთხარი ისრაელის ძეთ: ვისაც თავისი სამშვიდობო მსხვერპლის უფლისათვის შეწირვა სურს, თვითონ უნდა მიართვას, რაც უფალს ეკუთვნის სამშვიდობო მსხვერპლიდან. 30თავისი საკუთარი ხელით მიართვას საცეცხლო მსხვერპლი უფალს; ქონი მკერდითურთ მიართვას, რათა მღვდელმა შეარხიოს მკერდი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე. 31დააკმევს მღვდელი ქონს საკურთხეველზე და იყოს მკერდი აარონისა და მის ძეთათვის. 32მარჯვენა ბეჭი მიეცით მღვდელს, როგორც აღსამართავი მსხვერპლი თქვენი სამშვიდობო მსხვერპლიდან. 33ვისაც აარონიანთაგან საკრებულო კარავში შეაქვს სამშვიდობო მსხვერპლის სისხლი და ქონი, მისი ულუფა არის მარჯვენა ბეჭი. 34რადგან მე ისრაელიანთაგან ვიღებ სამშვიდობო მსხვერპლის შესარხეველ მკერდსა და აღსამართავ ბეჭს და ვაძლევ აარონ მღვდელსა და მის მოდგმას არჩივად, ეს იქნება საუკუნოდ მათი წილი ისრაელიანთაგან. 35ესაა აარონის წილი და მისი მოდგმის წილი უფლის საცეცხლო მსხვერპლთაგან იმ დღიდან, რაც ისინი წარდგნენ უფლის წინაშე მღვდელობისათვის, 36რომელიც დააწესა უფალმა მათთვის მისაცემად ისრაელიანთაგან მათი ცხების დღეს. ეს არის წესი საუკუნოდ თაობიდან თაობამდე.“
37ესა არის წესი სრულადდასაწველისა, პურეული ძღვენისა, ცოდვის მსხვერპლისა, დანაშაულის მსხვერპლისა, ხელავსებისა და სამშვიდობო მსხვერპლისა, 38რომელიც მისცა უფალმა მოსეს სინაის მთაზე, როცა უბრძანა ისრაელის ძეთ სინაის უდაბნოში თავიანთ მსხვერპლთა შეწირვა უფლისათვის.
Currently Selected:
Leviticus 7: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: